„მოგენატრები კი ოდესმე?...“ ნესტან კვეიძე
მე - თ ა ი ა ვარ! და მე გეკითხები შ ე ნ : მოგენატრები კი ოდესმე?
ვიცი, ვიცი, რომ მოგენატრები, მაგრამ შორს იქნება სული ჩემი... შორს, სადღაც, ვარსკვლავებს შორის... იმდენად შორს, რომ იქნებ ვერც კი დაინახო ჩემი ვარსკვლავის ჩუმი ციალი.
და მაინც...
თუ ოდესმე იგრძნობ, რომ მოგაკლდა ჩემი სითბო და სიყვარული, რომ შენ მე გჭირდები შენს გვერდით, მინატრე... მინატრე ვარსკვლავებიანი ცის ქვეშ მდგარმა... ცას ამოხედე! ხედავ, როგორ გაბრწყინდა ერთ-ერთი ვარსკვლავი? ეს მე ვარ! გავიგებ, ვიგრძნობ, რომ მიხმე და მეც მაშინვე შენთან გავჩნდები, მაგრამ... შენ ვერ დამინახავ მე! ვერ დამინახავ ისეთს, როგორიც გახსოვდი!... შენ უნდა შემიგრძნო...
და თუ შენიშნავ, რომ შენი ბაღის ერთ-ერთი ყვავილი შენ გიყურებს და თავისთან გიხმობს, იცოდე, იმ ყვავილში ვარ!...
თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები...
იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს. და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...
ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!... ეს მე გეძახი!... მაგრამ, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას?!
მაშინ... როცა მწყურვალი წყაროს წყალს დაეწაფები, დააკვირდი, – წყურვილს ერთ-ერთი ყლუპი მოგიკლავს!... ეს მე ვიქნები!... სული ჩემი შენს სულს დაარწყულებს და ამით მიცნობ...
თუ ცივ ზამთარში თოვლის ფიფქები ტუჩებზე დაგადნება და წამწამებიდან ცრემლებად ჩამოგედინება, იცოდე, მე გეამბორე და იმ „ცრემლებშიც“ მე ვიყავი ჩამდნარი...
თუ დილით მზის ათინათი, ცელქი „მზის ბაჭია“ სახეზე დაგასკუპდა, ნუ განდევნი, ფარდას ნუ ჩამოაფარებ... ეს ჩემი თითები გეფერებოდა და ჩუმად გაღვიძებდა... ჰო, მინდოდა, თვალი გაგეხილა, რომ შენს თვალებში ჩავღვრილიყავი!
შენს ფანჯარაში „შემთხვევით“ შემოფრენილი ჩიტი არ დააფრთხო მოქნეული ხელით, – ეს ხომ მე ვარ, შენთან და შენთვის მოფრენილი?!..
გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!...
გტკივა? – მიხმე და მოვალ! თვალი დახუჭე და წარმომიდგინე შენს გვერდით მდგარი!... ახლა ჩემი მარჯვენა ხელი შუბლთან მიიტანე და წარბებს შორის, „მესამე თვალზე“ დაიდე... მოგირჩა? ნუ გეშინია, მე შენს გვერდით ვარ!
მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები! თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას...
და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ! მაგრამ... მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
24. დიდი მადლობა, ჩემო კარგებო! :) დიდი მადლობა, ჩემო კარგებო! :)
22. ეს სადღაც წავიკითხე ადრე და მაშინაც ძალიან მოვიხიბლე.. რა სევდიანია...ბევრი +++++++++++++++ ჩემგან.. ეს სადღაც წავიკითხე ადრე და მაშინაც ძალიან მოვიხიბლე.. რა სევდიანია...ბევრი +++++++++++++++ ჩემგან..
21. თბილი და სათუთი... თბილი და სათუთი...
20. მაიძულებთ, რომ დავბრუნდე საიტზე? :))) მკითხველის თხოვნა - მოთხოვნის ტოლფასია და... კანონია ავტორისთვის! :)))) კარგი, ვიკა-დალი, შენი ხათრით დავაბრუნებ "ზღვას"! მაიძულებთ, რომ დავბრუნდე საიტზე? :))) მკითხველის თხოვნა - მოთხოვნის ტოლფასია და... კანონია ავტორისთვის! :)))) კარგი, ვიკა-დალი, შენი ხათრით დავაბრუნებ "ზღვას"!
19. ეს ხომ მიყვარს? მაგრამ... "ზღვა" დადე, რა? უფრო ზუსტად, - დააბრუნე "ზღვა" ჩვენი ხათრით! ეს ხომ მიყვარს? მაგრამ... "ზღვა" დადე, რა? უფრო ზუსტად, - დააბრუნე "ზღვა" ჩვენი ხათრით!
18. ეს ხომ მიყვარს? მაგრამ... "ზღვა" დადე, რა? უფრო ზუსტად, - დააბრუნე "ზღვა" ჩვენი ხათრით! ეს ხომ მიყვარს? მაგრამ... "ზღვა" დადე, რა? უფრო ზუსტად, - დააბრუნე "ზღვა" ჩვენი ხათრით!
17. თამარს გულთბილი მოკითხვა ჩემგან!!! გაიხარე შენა!!! თამარს გულთბილი მოკითხვა ჩემგან!!! გაიხარე შენა!!!
16. იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს. და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...
ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!... ეს მე გეძახი!... მაგრამ, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას?!
მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები! თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას...
და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ! მაგრამ... მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!
თბილი და საყვარელი....მოეწონა არტემიდას:)5+
იასამნის ყვავილებიც ყოველთვის გაგახსენებს ჩემს სიყვარულს. და თუ იასამნის ყვავილთა გულში ნამის წვეთებს შენიშნავ, იცოდე, ეს ჩემი ცრემლებია, შენთან განშორების ცრემლები!...
ზღვის ტალღებს მიუგდე ყური, როცა ზღვის ნაპირას აღმოჩნდები. იქ გაიგონებ ჩურჩულით წარმოთქმულ სახელს შენსას!... ეს მე გეძახი!... მაგრამ, ყოველთვის ხომ არ ხარ ზღვის ნაპირას?!
მაგრამ ერთს გთხოვ: არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები! თუ სული მატკინე, თუ ჩვენი სულების შემაერთებელი სიფრიფანა ძაფი გაწყვიტე, მე ვეღარასოდეს შევძლებ შენთან მოფრენას...
და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ! მაგრამ... მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!
თბილი და საყვარელი....მოეწონა არტემიდას:)5+
15. "თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები..." +2!
"თუ გაიგებ, რომ ღამის სიმყუდროვეში შენი ბაღის ერთ-ერთი ხე აშრიალდა, იცოდე, იმ ხის შრიალით გესაუბრები..." +2!
14. გრძნობა, სითბო, სიყვარული, სევდა და განცდა... ყველა წმინდა ადამიანური თვისება ყალმით დახატულია... გრძნობა, სითბო, სიყვარული, სევდა და განცდა... ყველა წმინდა ადამიანური თვისება ყალმით დახატულია...
13. თბილი, ადამიანური სევდით გაჯერებული და სიყვარულით სავსე მოთხრობა... თბილი, ადამიანური სევდით გაჯერებული და სიყვარულით სავსე მოთხრობა...
12. შენი სულივით ფაქიზი ნაწერია, მენატრები თამარ. შენი სულივით ფაქიზი ნაწერია, მენატრები თამარ.
10. "მოგიძევ"-ყველგან და ყოველთვის...გამახსენდა უეცრად...
კომენტარებზე თბილად გამეღიმა..."პირობა"-ზე... :) რამდენჯერ ვარღვევთ ადამიანები... :)
თქვენთან ყოველთვის სითბოა ქ-ნ თამარ... :) "მოგიძევ"-ყველგან და ყოველთვის...გამახსენდა უეცრად...
კომენტარებზე თბილად გამეღიმა..."პირობა"-ზე... :) რამდენჯერ ვარღვევთ ადამიანები... :)
თქვენთან ყოველთვის სითბოა ქ-ნ თამარ... :)
9. ეგრეა ნეფერტარ:))))))))))))) ეგრეა ნეფერტარ:)))))))))))))
8. "და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ! მაგრამ...მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!" ძალიან ემოციური ნაწერია. საერთოდაც კარგად იკითხებოდა "თაია".
რომანტიკა ღუპავთ ქალებს. "და თუ მაინც მიხვდები, რომ აღარ გჭირდები, უბრალოდ, ნუღარ დამიძახებ! მაგრამ...მაგრამ, ვიცი, რომ მოგენატრები!" ძალიან ემოციური ნაწერია. საერთოდაც კარგად იკითხებოდა "თაია".
რომანტიკა ღუპავთ ქალებს.
7. უდიდესი სიფაქიზეა ამ ჩანახატში...ახლა აღარ მიკვირს კახას მონატრება ამ ავტორის მიმართ.
რაც 104710 გვერდს შეეხება, კარგი ხუმრობა იყო კახა.მე დავიჯერე.:)
უდიდესი სიფაქიზეა ამ ჩანახატში...ახლა აღარ მიკვირს კახას მონატრება ამ ავტორის მიმართ.
რაც 104710 გვერდს შეეხება, კარგი ხუმრობა იყო კახა.მე დავიჯერე.:)
6. უდიდესი სიფაქიზეა ამ ჩანახატში...ახლა აღარ მიკვირს კახას მონატრება ამ ავტორის შესახებ....
რაც 104710 გვერდს შეეხება, კარგი ხუმრობა იყო კახა.მე დავიჯერე.:)
უდიდესი სიფაქიზეა ამ ჩანახატში...ახლა აღარ მიკვირს კახას მონატრება ამ ავტორის შესახებ....
რაც 104710 გვერდს შეეხება, კარგი ხუმრობა იყო კახა.მე დავიჯერე.:)
5. პირობა მიღებულია, მარტივად თამარ, რატომღაც რასაც ვკითხულობდი წიგნაკში ვინიშნავდი, ასევე იმას თუ რამდენგვერდიანი იყო ესა თუ ის წიგნი. :)))) პირობა მიღებულია, მარტივად თამარ, რატომღაც რასაც ვკითხულობდი წიგნაკში ვინიშნავდი, ასევე იმას თუ რამდენგვერდიანი იყო ესა თუ ის წიგნი. :))))
4. კახა, გაძლევ პირობას, აღარასოდეს წავშლი! :))) ან, ბოლოს და ბოლოს - დააკოპირე და გქონდეს შენს კომპიუტერში... :))))
და ისე, როგორ დათვალე, რამდენი გვერდი გაქვს წანაკითხი? :)))) კახა, გაძლევ პირობას, აღარასოდეს წავშლი! :))) ან, ბოლოს და ბოლოს - დააკოპირე და გქონდეს შენს კომპიუტერში... :))))
და ისე, როგორ დათვალე, რამდენი გვერდი გაქვს წანაკითხი? :))))
3. 104710 გვ, დაახ. 302 წიგნის წაკითხვა მოვასწარი და გეფიცებით ეს მეორე შემთხვევაა როდესაც ნაწარმოების კითხვისას თვალებზე ცრემლები მომადგა. საოცარი სიყვარული, მაგრამ ამავე დროს უდუდესი სევდაა განშორების ამ პატარა ნაწერში. მერე როგორი გრძნობით გადმოცემული. " გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!.." ------ და მერე რამდენჯერ გინატრე თამარ. ( იცოდე, თუკი ამ ნაწერს კიდევ ერთხელ წაშლი, ჩვენი მეგობრობა დამთავრდება) . . . 104710 გვ, დაახ. 302 წიგნის წაკითხვა მოვასწარი და გეფიცებით ეს მეორე შემთხვევაა როდესაც ნაწარმოების კითხვისას თვალებზე ცრემლები მომადგა. საოცარი სიყვარული, მაგრამ ამავე დროს უდუდესი სევდაა განშორების ამ პატარა ნაწერში. მერე როგორი გრძნობით გადმოცემული. " გცივა? – მიხმე და მოვალ! ჩუმი, უხილავი სითბო გარს შემოგეხვევა და სულს გაგითბობს... გათბი? ნუ გეშინია, ჯერ არ მიგატოვებ, რადგან ვიცი, რომ ჯერ გჭირდემი!.." ------ და მერე რამდენჯერ გინატრე თამარ. ( იცოდე, თუკი ამ ნაწერს კიდევ ერთხელ წაშლი, ჩვენი მეგობრობა დამთავრდება) . . .
2. ეს ჩანახატიც ჩემი უმცროსი მეგობრის, - კახა გრძელიშვილის თხოვნით აღვადგინე. :) გაიხარე, კახა! ეს ჩანახატიც ჩემი უმცროსი მეგობრის, - კახა გრძელიშვილის თხოვნით აღვადგინე. :) გაიხარე, კახა!
1. არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!! მართლაც ყველაზე მტკივნეულია,როცა აღარ სჭირდები. მომეწონა. ღირდა წაკითხვა. -და მაინც. ეს სიტყვები ჩემი საყვარელი სიტყვებია. არასოდეს მაგრძნობინო, რომ აღარ გჭირდები!!! მართლაც ყველაზე მტკივნეულია,როცა აღარ სჭირდები. მომეწონა. ღირდა წაკითხვა. -და მაინც. ეს სიტყვები ჩემი საყვარელი სიტყვებია.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|