ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ისევ ის ვარ
ჟანრი: პროზა
23 ნოემბერი, 2012


მე ანასტასია ვარ IV

    ჰოდა, იმას გიყვებოდით, რომ ჩვენს ოჯახში მატება ერთდროულად ორი წევრით მოხდა. მე და ჩემი ძიძა- ანიჩკა ყველაზე საპატიო წევრები გავხდით და სამყარომ ჩვენს გარშემო დაიწყო ბრუნვა.
    დედა ჩვეულ ფიზიკურ ფორმას იმაზე სწრაფად დაუბრუნდა ვიდრე თავად ფიქრობდა. ამით აღტაცებული ყოველ დღე ტანსაცმლის მაღაზიებში დადიოდა, რა თქმა უნდა ჩემთვისაც არ ავიწყდებოდა ზიზიების ყიდვა. 
    მერე ძალიან სასაცილო რამე მოხდა მამამ სთხოვა "გაირუჯეო". ეტყობა ძალიან ცუდი რაღაც სთხოვა რაგდან მარიკოს სულაც არ ესიამოვნა. 1 კვირა "ფსიქოლოგიურად ემზადებოდა"(აზრზე არა ვარ რას ნისშნავს) და როგორც იქნა გადაწყვიტა. სრული კვირანახევრის შემდეგ ეს და სოფო ნათლია რაღაც "ნატალი"-ში წავიდნენ და იქედან ისეთი წითლები მოვიდნენ გავიგუდე სიცილით. გაწითლება უთხოვია მამას და ამიტომ ფიქრობდა ეტყობა დედაკო... საღამოს რომ გავიღვიძე წითელი კი არა, უკვე ყავისფერი იყო. ვერ გავიგე რას იკეთებდა მაგრამ მამიკოს სულ აყვედრიდა "შენს გამო განათებულ კუბოში ვწვებიო"...
    ასე ნელ-ნელა გაყავისფრდა დედა, მამა კი კმაყოფილი გადმოგვხედავდა და სიამოვნების ღიმილს ვერ იკავებდა.

    უკვე 4 კვირის ვიყავი პირველად რომ გამიყვანეს სახლიდან. ვაიმეეეეეეეეეეე, რა კარგი იყოოოოოოო.....
    მე, მამაკი, დედაკო და ჩემი ძმა გუგა მთაწმინდის პარკს ვესტუმრეთ. გუგა სულ აქეთ-იქეთ დარბოდა. მერე მოქანდებოდა მაკოცებდა და ისევ მირბოდა. მამაკი რაღაც საშინელ რკინაზე დაჯდა და წივილ კივილით აგვიკლო. შე კაი ადამიანო ასე თუ გეშინოდა ვინ გაძალებდა შესკუპდიო? მხოლოდ ჩემი მშობლები არიან უცნაურები თუ ნეტა ყველა ასეთია? ისე დავიღალე გზაში ჩამეძინა, როცა გავიღვიძე უკვე სახლში ვიყავით და ესენი როგორც ყოველთვის კინოს უყურებდნენ.
   
    ერთ საღამოს მამაკი მოვიდა და დედაკოს უთხრა რაღაც უნდა გითხრა და გეხვეწები არ გაგიჟდეო. ესეც დიდსულოვნად დაჰპირდა მაგრამ...
-რააააა? 4 დღით? გამორიცხულია! არ გაგიშვებ, მოკვდა და მიჰყოლია თან მთელი სანათესაო არავინ ჰყავთ ჯიშში შენ რომ არ წახვიდე მისახმარებლად? გავგიჟდები, კი არა დასაბმელი გავხდები, არსადაც არ წახვალ.
-მარ დამშვიდდი რა, 4 დღე ისე სწრაფად გავა ვერც გაიგებ. ყოველ წუთს მოგწერ დაგირეკავ მოკლედ მოვახერხებთ რამეს. მაგრამ უნდა წავიდე აუცილებლად.
-მაშინ მეც წამოვალ!
-გაგიჟდება ბებიაშენი მარტო რომ წამოხვიდე, ანასტასია კიდევ ჯერ ძალიან პატარაა და ამხელა გზაზე ცოდოა.
-არაუშავს მაინც წამოვალ 4 დღეს უშენოდ მირჩევნია მეც იქ ვიყო.
    ეს კამათი 2 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ბოლოს მამაკი მარტო წავიდა. ის ღამე დედაკომ გაათენა დილით 7 საათზე ნაცნობი ტაქსის მძღოლს დაურეკა შეუთანხმდა და 10 საათზე უკვე ხაშურში ვიყავით. საყვარელი უბნის დანახვისთანავე დედაკომ ტირილი დაიწყო. მალე მარიკო ბებოსთანაც მივედით...
    ვაიმე რა ლამაზი ეზო მქონიაააააააა. ორი ბებო დამხვდა ერთის მაგივრად რა თბილები იყვნენ ვერც წარმოიდგენთ. დედაკოს კი უბრაზდებოდნენ, რატომ წამოხვედიო, მაგრამ მერე ჩემი ნახვის სიხარული ფარავდა მათ ბრაზს. მამაკის ენა ჩაუვარდა ბებოსთან რომ მოვიდა და დედაკო დაინახა. გაბრაზება და სიხარული ისე აირია ერთმანეთში ეჩხუბებოდა და თან გვიხუტებდა. მერე ვიღაც ქალის სანახავდ წავიდნენ მე არწამიყვანეს მონათლული არა ხარო. ვერ გავიგე რას ნიშნავდა მაგრამ...
    აი მერე დაიწყოოოოოოო, თუკი მარიკო ბებოს ვინმე ნაცნობი ჰყავდა ყველა მოვიდა ჩემს სანახავად. მაშინ მივხვდი რამდენი უხარისხო ტანსაცმელი იყიდება თურმე კიდევ კარგი დედაკო მასეთებს არ მყიდულობს. გეგონებათ ცირკის დათვი ვიყავი გამომიყვანდნენ სტუმრებთან ისინიც იწყებდნენ-"ვაიმე რა საყვარელია..."; "როგორ ჰგავს მამამისს.."(აბა მეზობლის კაცს ხომ არ დავემსგავსებოდი?); "რა საყვარელი ლოყები აქვს"(დიახაც მაქვს მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველამ უნდა დამლოშნოს!). დედაკოოოოოოოოოო, მიშველე ქალო წამიყვანე სახლში ესენი არ გამოილევიან მგონი და სულ ასე ივლიან, თბილისში ამდენები არ იყვნენ... ვყვიროდი ბოლო ხმაზე მაგრამ ვის ესმოდა?
    როგორც იქნა წამოვედით. ბებოსთან კი მინდოდა დარჩენა მაგრამ არ დამტოვეს, ამათაც საქმეები გვაქვს ვეღარ დავრჩებითო თქვეს და დავბრუნდით ჩვენს სახლში.

    დრო მიდიოდა მე ვიზრდებოდი თბილისში უფრო და უფრო ცხებოდა და ამათ გადაწყვიტეს დავისვენოთო. სუფთა ჰაერი, თან თბილისთან ახლოს ფასანაურიაო თქვეს, ავიდნენ ბინა იქირავეს და 2 დღის მერე ავბარგდით.
    აი, იქ დაიწყო თუ დაიწყო... ოღონდ ამ ამბებს მერე მოგიყვებით. ახლა გიორგობას მოგილოცავთ და წავალ დავიძინებ. ტაძარში ვიყავი საზიარებლად, იქ კი იმდენი ხალხი იყო თავი ამატკივეს და თუ არ დავისვენე, არაფრის მოყოლის უნარი აღარ მაქვს.
   
    წმინდა გიორგი გფარავდეთ ყველას მიყვარხართ, თქვენი ანასტასია დგვარელი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები