ვოცნებობ ,ჩემს სულს ვხედავდე ანგელოზივით სპეტაკს, ვოცნებობ,მუდამ ვრეკავდე ედემის წმინდა ეჟვანს. მე რას ვაკეთებ, რასა ვგძნობ––ციდან უფალი ხედავს... სიზმრებში ხან რასა ვხედავ ––უკიდეგანო სცენას... როცა ზარის ხმას გავიგებ, მაშინვე ვძაბავ სმენას. ვოცნებობ ,ციდან ვუცქერდე ჩემს უსაყვარლესს ქალაქს, მაგრამ მთებსა და ქალაქებს სქელი ღრუბლები ფარავს.
ვოცნებობ ,ჩემს სულს ვხედავდე ანგელოზივით სპეტაკს, მინდა,რომ მუდამ ვრეკავდე სამოთხის წმინდა ეჟვანს... მაგრამ,ზეცაში ცის ზარებს სხვა ანგელოზი რეკავს.