ჩემიდან ჩემამდე დღეს უფრო შორია, ვიდრეა მანძილი, ძვირფასო, ჩვენს შორის, ერთს ერთს არ ვუმატებ და მაინც ორია,- ხშირად მცდარი არის და ვარქმევთ ჭეშმარიტს....
ჩემიდან შენამდე ზეცაც კი ერთია თვალებში გირეკლავ და შენით ვსავსეობ, მაკლიხარ, რადგან დღეს შენ შენზე მეტი ხარ, მეტი ხარ_ რადგან დღეს შენ ჩემშიც არსებობ.....