 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 13 ნოემბერი, 2012 |
გამოგიგონებ…
გამოგიგონებ რომ არა მყავდე, გადაგაქცევდი სიმღერის ჟღერად, გალაქტიონის ლექსად დაგწერდი, ან ვიოლინოს შოპენის ბგერად.
გამოგიგონებ და შემშურდება, როგორ ირწევი შაქრის დარ ლერწმად, სხვების მაგივრად ლამის თავად მშურს, შენ რომ ასეთი ლამაზი მყევხარ.
ძალიან მინდა დღეს გაგახარო, მიყვარდე, გენდო ანგელოზ ღმერთო, რომ ჩვენმა გზებმა, ისე, შემთხვვეით, ცხოვრების შარა, ერთურთი კვეთონ.
მსურს გაგახარო და შენი შიში, ნაღველი, ცრემლი გულით გიმწყემსო, მხრებით ავწიო, გავითავისო, და დაფლეთილი სული გიკემსო.
გაგანებივრებ მე უსასრულოდ, და ამას ვიზავ, როგორაც შევძლებ, ამ სამყაროში ორნი ვართ მხოლოდ, და ეგ ღიმილი მე მანებივრებს.
ეს გაზაფხული, იებით მთვრალი, უძვირფასესო მსურს შენ მოგიძღვნა, ბედის ჩუქებაც კი შემიძლია, და შენს მკლავებში ძილი მომინდა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. როგორ მინდა მეც ვინმემ დამიწეროს ასეთი ლექსი!!!! :) ზოგჯერ პოეტები მუზას გამოვიგონებთ ხოლმე, რომ გვიყვარდეს და მერე ლამაზ ლექსად დავწეროთ :) კარგი ხარ, ლევან, ზღვა წარმატებას გისურვებ :) როგორ მინდა მეც ვინმემ დამიწეროს ასეთი ლექსი!!!! :) ზოგჯერ პოეტები მუზას გამოვიგონებთ ხოლმე, რომ გვიყვარდეს და მერე ლამაზ ლექსად დავწეროთ :) კარგი ხარ, ლევან, ზღვა წარმატებას გისურვებ :)
2. ვიზამ-ის წერა თუ კარგად შეგიძლია,გალაკტიონმა რა დაგიშავა, ა? :) ვიზამ-ის წერა თუ კარგად შეგიძლია,გალაკტიონმა რა დაგიშავა, ა? :)
1. მე მომეწონა++ მე მომეწონა++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|