„გრაალი“ ეზოთერული თვალსაზრისით ტაბუდადებული სიბრძნის, საიდუმლოებისა და მისტერიების სიმბოლოა. ანტიკური ხანის ავტორები დიოდორე სიცილიელი, ჰეროდოტე და სხვები აღნიშნავენ ეგვიპტური მისტერიების სულიერ მემკვიდრეობას კოლხეთთან. მოგვიანებით ჰანს გზენგერი პირდაპირ მიუთითებს, რომ სწორედ „კოლხეთიდან ხდებოდა ეგვიპტური ეზოთერული ცოდნის გამჟღავნება ბერძნული სამყაროსათვის.“ ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით კი გრაალის მისტერია _ უშუალოდ ვნების პარასკევის ანუ გოლგოთის მოვლენიდან იღებს სათავეს. იოსებ არიმათიელმა, რომელიც პილატე პონტოელის სამსახურში იდგა, მაგრამ ფარულად ქრისტეს მოწაფე იყო, მაცხოვრის ჯვარცმისას უფლის ჭრილობიდან გადმოდენილი სისხლი და წყალი იასპის თასში მოაგროვა. ქრისტოლოგიური თვალსაზრისით ეს ის თასია, რომლითაც მაცხოვარმა მოციქულები აზიარა. საიდუმლო სერობა კი, როგორც ცნობილია, სწორედ არიმათიელის სახლში გაიმართა. იესოს სიყვარულისა და ერთგულებისათვის ებრაელებმა შეიძულეს იოსები და დევნა დაუწყეს. აღდგომის შემდგომ ის იძულებული გახდა, თავის ხალხთან ერთად უდაბნოში გადახვეწილიყო. მათ იქ უამრავი განსაცდელი გადაიტანეს; ერთხელ გამოეცხადა უფალი იოსებს და უბრძანა: ზუსტად ისეთივე მაგიდა გააკეთე, როგორზეც სადუმლო სერობის ღამეს მოციქულები ტრაპეზობდნენო. იოსებმა აასრულა უფლის განკარგულება და მართლაც იხსნა ხალხი განსაცდელისაგან. არსებობს გადმოცემა: იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსს ფილიპეს უბრძანებია არიმათიელისთვის, დიდ ბრიტანეთში გამგზავრებულიყო და თასი თავად ჩაეტანა. სხვა გადმოცემის თუ ლეგენდის თანახმად, გრაალი ერთი მთლიანი კრისტალისგანაა გაკეთებული და სასუფეველიდან გამოძევებამდე ლუციფერის გვირგვინი იყო, რომლიდანაც ლუციფერისა და მთავარანგელოზ მიქაელის ზეციური ბრძოლის დროს იასპის ქვა მიწაზე ჩამოვარდნილა. ალქიმიკოსებისათვის „გრაალი“ ზეციდან ჩამოგდებულ ქვასთან, ანუ „ფილოსოფიურ ქვასთან“ არის გაიგივებული. ხოლო „ფილოსოფიური ქვა“ ანტიკურ პერიოდში არის იგივე, რაც შუა საუკუნეებში „გრაალი.“ „ფილოსოფიური ქვის“ ძიება არის სულიერი გზა _ რომელიც ანტიკურ თუ ძველბერძნულ მისტერიებში უშუალოდ უკავშირდება ძიებას „ოქროს საწმისისას.“ რამდენადაც „ფილოსოფიური ქვა“ და გრაალი იდენტურად მოისაზრება, ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისით კლასიკურ „გრაალს“ ეწოდება „ოქროს საწმისი.“ უცხოურ წყაროებში სიტყვა „გრაალის“ წარმომავლობის რამდენიმე ვერსია არსებობს. ბერძნული ვერსიით ღვინისა და წყლის შესარევ ჭურჭელს, ლათინური ვერსიით ჭეშმარიტ სისხლს, ხოლო ისლანდიური ვერსიით სიუხვის კალათას ნიშნავს. „გრაალთან“ დაკავშირებულია ადამიანის ასტრალური სხეულის განწმენდა ქვენა ინსტინქტებისა და ვნებებისაგან. ძველი ბერძნები კი ადამიანის ასტრალური სხეულის გარდაქმნის ამ უდიდეს სულიერ პროცესს „ოქროს საწმისის“ სურათხატით გამოსახავდნენ. არგონავტების ლაშქრობა კოლხეთში პელაზგური არგოსის კულტურის დროს (ნიშანდობლივია, რომ ხომალდის სახელწოდება „არგოსს“ ძირი წმინდა კოლხურია) არის კოლხეთის სულიერ ცენტრებში დაგროვილი ცოდნის ათვისება. სწორედ ამ პერიოდში, გვიანი ბრინჯაოსდროინდელ ეპოქაში, XIII-XII საუკუნეებში ბერძნული კულტურა თანდათან იკავებს მსოფლიოში წამყვან ადგილს. „გრაალის“ თემა ევროპულ ლიტერატურაში განსაკუთრებით პოპულარული ხდება ჯვაროსანთა ლაშქრობის შემდეგ. ამის მიზეზია ის, რომ ჯვაროსანთა მიერ იერუსალიმის აღებიდან ოცი წლის შემდეგ 1119 წელს იქმნება ტაძრის რაინდთა, ანუ ტამპლიერთა ორდენი. პოეტი იოჰან იოზეფ გორესი (1776-1848 წწ.) თვლის, რომ „გრაალში“ ჩაწნულია უძველეს ქურუმთა საიდუმლო სიბრძნე. იგი პარალელს ავლებს ჰერკულესის თასთან, რომელსაც ბაკხუსის მისტერიების დროს იყენებდნენ. ეს თასი ჰერკულესს მზის ღმერთმა ჰელიოსმა აჩუქა, რომელიც კოლხი მედეას პაპა იყო. ზოგიერთი მკვლევარი „გრაალის“ თასს ჰერმეს მეგვიპტელისა და ჯემშიდის თასსაც უკავშირებს. მათ შორის მთელ რიგ სულიერ დამთხვევებთან გვაქვს საქმე. კერძოდ, პერსეპოლისის ამშენებელი ლეგენდური მეფის ჯემშიდის თასში ჩასხმული სითხეც სიბრძისა და უკვდავების სიმბოლოდ მოისაზრება. არსებობს ღრმად მისტიკურ-საკრალური მნიშვნელობის ლეგენდა პარციფალისზე (პარსიფალი). ქრისტეს შობიდან 516 წელს ბრიტანეთის მეფედ აკურთხებენ 15 წლის ართურს. მის სახელს უკავშირდება „მრგვალი მაგიდის“ ორდენის ჩამოყალიბება, რომლის უზენაეს მიზანს „გრაალის“ დაცვა შეადგენდა. ტომას მელორის აზრით (1408-1471 წწ.), მაგიდა მრგვალია იმიტომ, რომ მსოფლიო მრგვალია. არსი კი იმაში მდგომარეობს, რომ მსოფლიო მრგვალი მაგიდისკენ უნდა მიისწრაფოდეს. „გრაალის ორდენის“ რაინდთა შორის იყო რაინდი პარციფალი (პარსიფალი), რაც სიტყვასიტყვით მოხეტიალეს ნიშნავს. ამასთან, ის „რაინდთა ქვრივის“ სახელითაც არის წოდებული. ის „გრაალის“ უკანასკნელი მეფეა, რომელმაც მოიპოვა წმინდა სასმისი და ღვთაებრივ სიბრძნეს ეზიარა. პარციფალის მამა ჰამურატი _ თავისი რაინდული ვალის მოხდის დროს დაიღუპა. დედამ ჰერცელოიდამ გადაწყვიტა, რომ თავისი ერთადერთი შვილი განერიდებინა ყოველგვარი რაინდული ცხოვრებისაგან, რათა მასაც მამის ბედი არ გაეზიარებინა. მან შვილი ტყეში გახიზნა. პარციფალი მთელ დღეებს ბუნების იდუმალი სილამაზის ჭვრეტასა და შეცნობაში ატარებდა, მიუხედავად იმისა, რომ საღვთისმეტყველო განათლება არ გააჩნდა, შინაგანად გრძნობდა ღვთის არსებობას. ბავშვისათვის ღვთის გამოვლენის ფორმა იმდენად შეუცნობელი იყო, რომ, როდესაც შემთხვევით საბრძოლო ფორმაში გამოწყობილ რაინდს შეხვდა, მიიჩნია, რომ სწორედ ის იყო ღმერთი. ამ შეხვედრით შთაგონებული პარციფალი გადაწყვეტს რაინდობას. ეს შემთხვევა ხდება სწორედ დედის გარდაცვალების მიზეზი. ტრაგედიით იწყება პარციფალის პირველი ნაბიჯი. პარციფალი დაადგება ხუთწლიან ძიების გზას. იგი ხვდება განდეგილს, ვისგანაც ეზიარება სულიერების უღრმეს საიდუმლოებებს. სრულიად იცნობიერებს კაცობრიობის ხსნისათვის დაღვრილი სისხლის მნიშვნელობას. ამ შეხვედრის დროს კულმინაციას აღწევს ვნების პარასკევის განცდა. უმძიმესად განიცდის დედის დაკარგვას _ ჭეშმარიტი ქრისტიანული სინანულით აღვსილი პარციფალი „გრაალის“ წინაშე წარდგება და ეზიარება მას. პარციფალს სათნოებისათვის ერგო „გრაალის“ თასი, შუბი და დავით მეფის ჯადოსნური ხმალი. „გრაალთან“ დაკავშირებულია ისეთი მნიშვნელოვანი ქრისტიანული რელიკვია, როგორიცაა სასწაულმოქმედი შუბი, რომლითაც რომაელმა ჯარისკაცმა ლონგინუსმა განგმირა ნაზარეველის სხეული და დავით მეფის ჯადოსნური ხმალი. წმინდა „გრაალი“ ჰიპოფიზის სიმბოლოა _ ანუ ადამიანის თავის ტვინის ქვედა დანამატის, რომლის მიერ გამომუშავებული ჰორმონები არის სწორედ მთავარი წარმმართველი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ფიზიკურ-ფსიქიკური პროცესებისა. ხოლო „სასწაულმოქმედი შუბი“ ეპიფიზის სიმბოლოა. ეპიფიზი თავის ტვინის ზედა დანამატია, რომლის მიერ გამოყოფილი ბიოლოგიურად მაღალაქტიური ჰორმონები ადამიანის სისხლში გამოიყოფა. კაცობრიობა მას „მესამე თვალის“ სახელწოდებით იცნობს. რაც თანამედროვე შედარებითი ანატომიის ცდებითაც დასტურდება. რენე დეკარტის მიერ ჰიპოფიზი მიჩნეულია უდიდეს საკრალურ არსად _ „ეპიფიზი სულის სამყოფელია,“ _ წერს იგი. ლეგენდის თანახმად, პარციფალმა „გრაალის“ შუბისა და დავითის ჯადოსნური ხმლის საშუალებით კლინგსორის ხიფათებით სავსე სასახლე უვნებლად განვლო. შემდგომ „ხსნის მთა“ დალაშქრა და „ხსნის მთაზე“ მდებარე ტაძარიც დაიპყრო. ეზოთერული თვალსაზრისით, კლინგსორის სასახლე ცხოველური ენერგიაა, რომლითაც ადამიანი ცდუნდება. „ხსნის მთა“ ადამიანის სხეულია, ხოლო მწვერვალზე არსებული ტაძარი _ თავის ტვინი. უდიდესი ქრისტიანული არსი ამ მოვლენისა არის ის, რომ ფიზიკური სხეული უნდა გახდეს სულის მეგობარი. დაეხმაროს ჩვენს არსებას სულიერი ხედვის გაღვიძებაში, რელიგიური ცნობიერებით შეცვალოს ადამიანის ნერვულ-ენდოკრინული სისტემის მუშაობის ცხოველური რეჟიმი. ეპიფიზისა და ჰიპოფიზის ჰორმონები არეგულირებენ ადამიანის ბიოლოგიურ რიტმს ნერვულ-ენდოკრინული სისტემის ჯანსაღი ფუნქციონირებისას სიცოცხლის ხანგრძლივობა იზრდება. ქრისტოლოგების აზრით, ბიბლიური პატრიარქების ასაკამდე მიღწევა ადამიანისათვის შესაძლებელია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტამპლიერთა ორდენის ჩამოყალიბება უშუალოდ ჯვაროსანთა ლაშქრობის პერიოდს უკაშირდება. ცნობილია, რომ დიდგორის ომში მონაწილე მხედრობის უმრავლესობა ტამპლიერები იყვნენ. დავით აღმაშენებელსა და იერუსალიმის მეფე ბალდუინ II-ს შორის სულიერი კავშირები არსებობდა. ჯვაროსნები დავით აღმაშენებელს უწოდებდნენ მეფე _ ხუცეს იოანეს. ვოლფრამ ფონ ეშენბახის პოემა „პარციფალში“ _ მეფე ხუცესი იოანე არის პარციფალის ნახევარძმის ფაირეფიცის ძე. ფაირეფიცი ეტიმოლოგიურად ნიშნავს „შავ-თეთრს,“ რაინდულ-მისტიკურ ქმნილებებში _ გმირები შუა საუკუნეებში სიმბოლურად აღნიშნავდნენ რომელიღაც მაღალ იდეას, სულიერი ინიციაციისას. პარციფალი წარმოადგენს დასავლური ეზოთერიზმის გზას, რომელიც ეძებს „გრაალს,“ ხოლო ფაირეფიცი _ აღმოსავლური და დასავლური სიბრძნის შერწყმის გზას, იმავდროულად, თეთრი და შავი რასების შერევას. ეზოთერიზმში რასები დაკავშირებულია მნათობებთან, თეთრი რასა პლანეტა იუპიტერთან, ხოლო შავი რასა _ მერკურთან. შავ-თეთრი არის იმიტომ, რომ ქრისტიანულ _ დასავლური სიბრძნე შერწყმულია არაბულ სიბრძნესთან. ამდენად ხდება დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის სინთეზირება. დავით აღმაშენებლის ქრისტიანული მსოფლგანცდა დასავლურ-აღმოსავლური სიბრძნის ნაერთია, ამდენად გასაგები ხდება, რატომ არის, რომ ძველ-ისტორიულ=ჯვაროსნულ ქრონიკებში „შავ-თეთრი“ ანუ მეფე-ხუცეს იოანე სიმბოლურად ნიშნავს დავით აღმაშენებელს. „გრაალის“ სიმბოლოებია აგრეთვე თვალ-მარგალიტი და ქალწულის დახსნა ბნელ ძალთა ტყვეობიდან. ზვიად გამსახურდიას დაკვირვებით, „ვეფხისტყაოსანი“ შესაძლებელია „გრაალის“ პოემად მივიჩნიოთ. ქალწულის დახსნა, ანუ „გრაალის“ მოპოვება, სიმბოლურად განასახიერებს სამშვინველს, რომლის გამოხსნა ხდება დრაკონის ტყვეობიდან. „გრაალის“ ირგვლივ მსოფლიო ხელოვნებისა და მწერლობის ისტორიაში მრავალი საყურადღებო ნაწარმოებია შექმნილი. ვოლფგანგ ფონ ეშენბახის უკვდავი პოემა დაწერილია კრეტიენ დე ტრუას დაუმთავრებელი პოემის გავლენით. პარციფალის სახით დაინტერესდა რიხარდ ვაგნერი, რომელმაც 1882 წელს დაწერა ოპერა „პარციფალი,“ ხოლო შემდგომ მეორე ოპერა პარციფალის ძმა ლოენგრინზე. ეს ნაწარმოები შემდგომ ფერენც ლისტმა დადგა ვაიმარში 1850 წელს. „გრაალის“ თემაზე მედიევისტიკაში სპეციალური დარგიც არის შექმნილი _ ართუროლოგია. აღნიშნულ საკითხებზე, უცხოელი თეოლოგების გარდა, უმუშავიათ ზ. გამსახურდიას, ა. ბაქრაძეს, ო. ქვრივიშვილსა და სხვებს. გოეთე თავის „იდუმალებაში“ მსოფლიოს 12 რელიგიის შერიგების კონცეფციას აყალიბებს. იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ქართველი ბერები ტამპლიერებთან იყვნენ დაახლოებულნი. ჯვრის მონასტრის აღაპებში კი მათი მოსახსენებლებიც გვხვდება. ტამპლიერები აღმოსავლურ ესთეტიზმს ქრისტიანულ მრწამსს უხამებდნენ. ტამპლიერთა გვიანდელი მემკვირეა როზენკროიცერთა ორდენი, რომელიც რელიგიათა სინთეზს ისახავდა მიზნად, რომლის ემბლემაა ვარდებიანი ჯვარი. ჯვარი ქრისტიანობის სიმბოლოა, ვარდი _ ისლამის. რელიგიათა ასეთი არაბუნებრივი შერწყმის მცდელობა, ჩვენი აზრით, სავსებით სამართლიანად არის მიუღებელი მართლმადიდებელი აღმსარებლებისათვის. „გრაალი“ უშუალო კავშირშია ქართულ სულიერ სამყაროსთან. გერმანელი მეცნიერი ვილჰელმ სკერტი წიგნში „გრაალის ტაძრები საქართველოში“ წერს: „როცა გოლგოთაზე მაცხოვრის ჭრილობიდან სისხლი მოწვეთავდა _ მოხდა ქრისტეს მისტიკური დაკავშირება დედამიწასთან. ქრისტეს ეთერული, ასტრალური სხეულისა და მე-ს ხატი განაწილებულია წმ. ავგუსტინეში, თომა აქვინელსა და ფრანჩესკ ასიზელში. ასევე გადმოსულია წმ. ნინოში.“ სკერტს მიაჩნია, რომ სვეტიცხოველი „გრაალის“ ტაძარია, რადგან წმ. ნინოს მითითებით იმ ადგილას აშენდა, სადაც უფლის კვართია დაფლული. ქართულ კლასიკურ მწერლობაში „გრაალის“ თემა ქრისტიანულ სინამდვილესთან მიმართებაში თავისებურადაა დამუშავებული გრიგოლ რობაქიძესთან. რომანში „გრაალის მცველნი“ მოხმობილია ასეთი ისტორია: როცა ფრანგები ნაპოლეონის სარდლობით, იტალიაში, სან ლორენცოს ტაძარში შეიჭრნენ, უბრალო ტყავის შალითაში იპოვეს შვიდკუთხიანი თასი, რომელიც ანტიოქიიდან ჯვაროსანთა მიერ იყო ჩამოტანილი და წმინდა „გრაალად“ ითვლებოდა. ნაპოლეონმა თასი პარიზში გაგზავნა მისი მიწიერი ღირებულების დასადგენად. სან ლორენცოს ტაძარში შეჭრის პარალელურად ფრანგების ჯარი ესპანეთში, ბარსელონაში, ბენედიქტელთა მონასტერში შევიდა. მონასტერში იყო ხატი, რომელიც მოციქულმა ლუკამ გამოჭრა ხისგან, იმ წამს, როცა ეს ბარბაროსობა მოხდა, პარიზში გაიბზარა სან ლორენცოს ტაძრიდან ჩატანილი თასი, რომელიც წმინდა „გრაალად“ ითვლებოდა. ამ ორ მოვლენას შორის ღრმა მისტიკური კავშირი ცხადად იკვეთება. რომანში მოთხრობილია ეპიზოდი: უკანასკნელი რაინდები უფსკრულის პირას დგანან და ტყვედ ჩავარდნას სიკვდილს ამჯობინებენ. მათი რელიკვიაა წმინდა ნინოს ჯვარი, ხისგან გამოთლილი და მისი თმით შეკრული. ის-ის იყო მიიღეს გადაწყვეტილება _ უფრსკრულში უნდა გადაშვებულიყვნენ, რომ პაწია მტირალი გოგო შეეხო ჯვარს. ამ დროს გამხმარი ხე აყვავდა. ოქროსფერი მტევნები დაისხა. მხედრებმა ღვთაებრივი სისხლი დაწურეს _ როგორც იოსებ არიმათიელმა _ გოლგოთაზე დაღვრილი სისხლი მაცხოვრისა, თასში დააგროვეს ფარულად და შეინახეს. იცავდნენ ვითარცა სიწმინდეს. თასის გარშემო წმინდა „გრაალის“ მსგავსი ორდენი ჩამოყალიბდა. საკრალურად თასში დევს გული, ანუ საქართველოს მზე, ხოლო რაინდები გახდნენ იდუმალი მიწის დარაჯი-გუშაგები. გრიგოლ რობაქიძის რომანში „გრაალის“ დაცვის მისია ავალიათ არა უშუალოდ „გრაალის“ გუშაგებს, არამედ _ ქართული მწერლობისა და კულტურის მსახურთ. ნაწარმოებში ერთმანეთს უპირისპირდება ორი იდეა _ გრაალის დაცვისა და გრაალის ნგრევის. ნაწარმოებში გატარებულია საყურადღებო აზრი: „გრაალის“ გადარჩენით გადარჩება ქართული ცნობიერება, ნგრევით კი ქართული სულიერების კატასტროფა გარდაუვალია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
23. ...ისე, ამ რელიგიური წყაროებით ხელმრუდობაში არც ახალი რუსები ჩამორჩებიან.
ვლადიმირ მეგრეს მრავალტომეული "ანასტასია", რომელიც წინა ათწლეულის ბესტსელერი და უზარმაზარი სექტანტური მიმდინარეობის შემოსავლის წყარო იყო, რამდენიმე ევროპულ ენაზე ითარგმნა, გერმანულადაც კი... სამწუხაროდ, მეც მოვხვდი ამ გაუგებრობაში და ქართული გამოცემის პირველი ტომის თარგმანი ჩემს სინდისზეა...
კატეგორიულად უარი ვთქვი დანარჩენ ტომებზე მუშაობაზე (მიუხედავად სახარბიელო ჰონორარისა) სწორედ იმიტომ, რომ ავტორი ბიბლიური წყაროების მოშველიებით, ცდილობს საღვთო დატვირთვა აკიდოს ციმბირული ჯიშის კედარს და ისეთ მართლმადიდებლურ პარალელებს ავლებს, ბიბლიის ცოდნაც არ გინდა, მომენტალურად ხვდები, რომ გაბოლებს...
არა და, ისეთი რაოდენობის თანმიმდევრები წამოიკიდა მეგრემ რუსეთსა და ევროპაში, ათი-თორმეტი საქართველოს მასტაბებს გადაფარავს... ანუ, იმის თქმა მინდა, სწორად დაგეგმილი ლიტერატურული თვალთმაქცობით, სოლიდური წვლილის შეტანა შეიძლება რელიგიაში. ...ისე, ამ რელიგიური წყაროებით ხელმრუდობაში არც ახალი რუსები ჩამორჩებიან.
ვლადიმირ მეგრეს მრავალტომეული "ანასტასია", რომელიც წინა ათწლეულის ბესტსელერი და უზარმაზარი სექტანტური მიმდინარეობის შემოსავლის წყარო იყო, რამდენიმე ევროპულ ენაზე ითარგმნა, გერმანულადაც კი... სამწუხაროდ, მეც მოვხვდი ამ გაუგებრობაში და ქართული გამოცემის პირველი ტომის თარგმანი ჩემს სინდისზეა...
კატეგორიულად უარი ვთქვი დანარჩენ ტომებზე მუშაობაზე (მიუხედავად სახარბიელო ჰონორარისა) სწორედ იმიტომ, რომ ავტორი ბიბლიური წყაროების მოშველიებით, ცდილობს საღვთო დატვირთვა აკიდოს ციმბირული ჯიშის კედარს და ისეთ მართლმადიდებლურ პარალელებს ავლებს, ბიბლიის ცოდნაც არ გინდა, მომენტალურად ხვდები, რომ გაბოლებს...
არა და, ისეთი რაოდენობის თანმიმდევრები წამოიკიდა მეგრემ რუსეთსა და ევროპაში, ათი-თორმეტი საქართველოს მასტაბებს გადაფარავს... ანუ, იმის თქმა მინდა, სწორად დაგეგმილი ლიტერატურული თვალთმაქცობით, სოლიდური წვლილის შეტანა შეიძლება რელიგიაში.
22. იასონ, დიახ, კრეტიენ დე ტრუას გამოყენებული აქვს თავისი პერიოდისთვის ძალზე ნაცნობი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამწერლო ხერხი, - "ადრინდელ" წყაროებზე დაყრდნობით ახალი სიუჟეტური ხაზის აგება... მხოლოდ ამგვარი გრიფით იყო შესაძლებელი რამდენადმე ანგარიშგასაწევი გამხდარიყო ნებისმიერი ავტორის ნაშრომი. მართლა გამოიყენა თუ არა, დე ტრუამ ეს ხრიკი, ძნელი დასასაბუთებელია, მაგრამ იმდენად გავრცელებული ლიტერატურული მეთოდი იყო იმ ხანად და მას მერე (დღემდე) ისეთი ფართო მოხმარების საგანი გახდა მხატვრულ აზროვნებაში, ლამის სხვა ვერსია აღარც რჩება...
ამ ხრიკით სულდგმულობს ყბადაღებული სომხური აზროვნება, რომელსაც, სამწუხაროდ ტოლს არ უდებს ქართულიც... უბრალოდ, სომხებს იმდენი მაინც შეუძლიათ, რომ საერთაშორისო ყურადღება მიიქციონ. ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ ჭიას ვახარებთ. ორივე მხარისთვის ძალზე ნიშანდობლივია ფრჩხილებში რაიმე წყაროს მითითება, რაც კარგა საიმედოობის განცდას უტოვებს მკითხველს და აზრად არ მოსდის, თვალი მაინც გადაავლოს წყაროს... არადა, უმეტესწილად ეს წყარო ან ეწინააღმდეგება ნათქვამს, ან მართლა "სხვა ოპერიდანაა" და ან არავითარი ახლო კავშირიც კი არ გააჩნია...
ოთხი ქალაქი კი არა, შვიდი აცხადებს პრეტენზიას წმიდა გრაალზე... მერვეს შესახებ (სავარაუდოდ, ქუთაისი) დღემდე არავინ არაფერი იცის. არადა, რაღა დარჩა 2150 წლამდე? - გადავა სამყარო "მეთევზე კაცის" ეპოქიდან მერწყულის ხანაში და როგორც კი ახალი რელიგიური კონცეფცია იქნება შესამუშავებელი, ახალი მესიის დაბადება-აღდგომის ადგილად, ვინც იყოჩაღებს, ის დასახელდება (ჯერ-ჯერობით ფრანგები ლიდერობენ, რელიგიური ნიშნებით დატვირთული ფირნიშების დემოსტრირებით). ორი საუკუნე ჩანჩალით რომ აედევნები ქრისტიანულ მარათონს, რაღაც არა მგონია, ფინიშამდე მისასვლელად რაიმე შანსი გქონდეს... იასონ, დიახ, კრეტიენ დე ტრუას გამოყენებული აქვს თავისი პერიოდისთვის ძალზე ნაცნობი და ლამის სასიცოცხლოდ აუცილებელი სამწერლო ხერხი, - "ადრინდელ" წყაროებზე დაყრდნობით ახალი სიუჟეტური ხაზის აგება... მხოლოდ ამგვარი გრიფით იყო შესაძლებელი რამდენადმე ანგარიშგასაწევი გამხდარიყო ნებისმიერი ავტორის ნაშრომი. მართლა გამოიყენა თუ არა, დე ტრუამ ეს ხრიკი, ძნელი დასასაბუთებელია, მაგრამ იმდენად გავრცელებული ლიტერატურული მეთოდი იყო იმ ხანად და მას მერე (დღემდე) ისეთი ფართო მოხმარების საგანი გახდა მხატვრულ აზროვნებაში, ლამის სხვა ვერსია აღარც რჩება...
ამ ხრიკით სულდგმულობს ყბადაღებული სომხური აზროვნება, რომელსაც, სამწუხაროდ ტოლს არ უდებს ქართულიც... უბრალოდ, სომხებს იმდენი მაინც შეუძლიათ, რომ საერთაშორისო ყურადღება მიიქციონ. ჩვენ კი მხოლოდ საკუთარ ჭიას ვახარებთ. ორივე მხარისთვის ძალზე ნიშანდობლივია ფრჩხილებში რაიმე წყაროს მითითება, რაც კარგა საიმედოობის განცდას უტოვებს მკითხველს და აზრად არ მოსდის, თვალი მაინც გადაავლოს წყაროს... არადა, უმეტესწილად ეს წყარო ან ეწინააღმდეგება ნათქვამს, ან მართლა "სხვა ოპერიდანაა" და ან არავითარი ახლო კავშირიც კი არ გააჩნია...
ოთხი ქალაქი კი არა, შვიდი აცხადებს პრეტენზიას წმიდა გრაალზე... მერვეს შესახებ (სავარაუდოდ, ქუთაისი) დღემდე არავინ არაფერი იცის. არადა, რაღა დარჩა 2150 წლამდე? - გადავა სამყარო "მეთევზე კაცის" ეპოქიდან მერწყულის ხანაში და როგორც კი ახალი რელიგიური კონცეფცია იქნება შესამუშავებელი, ახალი მესიის დაბადება-აღდგომის ადგილად, ვინც იყოჩაღებს, ის დასახელდება (ჯერ-ჯერობით ფრანგები ლიდერობენ, რელიგიური ნიშნებით დატვირთული ფირნიშების დემოსტრირებით). ორი საუკუნე ჩანჩალით რომ აედევნები ქრისტიანულ მარათონს, რაღაც არა მგონია, ფინიშამდე მისასვლელად რაიმე შანსი გქონდეს...
21. "ამ სტატიის ავტორს ბრალს ვდებ არაკომპეტენტურობაში და დაბნეულობაში. დაამტკიცოს საწინააღმდეგო"
ვაზუსტებ: ამ შემთხვევაში, ორთოდოქს.გე-ს შესაბამის სტატიას ვგულისხმობ "ამ სტატიის ავტორს ბრალს ვდებ არაკომპეტენტურობაში და დაბნეულობაში. დაამტკიცოს საწინააღმდეგო"
ვაზუსტებ: ამ შემთხვევაში, ორთოდოქს.გე-ს შესაბამის სტატიას ვგულისხმობ
20. მშვენიერ წყაროებს ნახულობ ნეფერტარ, ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ეს ნაწილი:
:{გადმოცემის თანახმად, სწორედ ბალდუინმა ჩამოუტანა დიდ მეფეს ქართველთა დავით აღმაშენებელს ის წმიდა ბარძიმი („გრაალი“), რომლითაც იესო ქრისტემ აზიარა თავისი მოციქულები (მათე 26, 27-28) და რომელიც ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა (მარკ. 16, 42-46) აღავსო მაცხოვრის სისხლით}" აქვე დავდებ მარკოზის სახარების სრული ტექსტის ბმულს, რომელიც იგივე www.orthodoxy.ge -დან ყოფილა გადმოღებული. დაგვჭირდება. http://library.church.ge/index.php?option=com_content&view=article&id=238:2010-12-15-20-02
მაშ ასე მოდი ვნახოთ, ამ რთულ თანწყობილ წინადადებაში, რომელ ნაწილს ეკუთვნის განმარტება "გადმოცემის თანახმად": 1. ბალდუინმა ჩამოუტანა დავით აღმაშენებელს წმინდა ბარძიმი ("გრაალი") 2. იესო ქრისტემ რომ მოციქულები აზიარა ბარძიმში ჩასხმული ღვინით, 3. ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა ბარძიმი აღავსო მაცხოვრის სისხლით
1. არავის ძალუძს ცალსახად უარყოს ან დაადასტუროს, ჩამოიტანა თუ არა საქართველოში წმინდა ბარძიმი ბალდუინმა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ოთხი ქალაქი აცხადებს პრეტენზიას, რომ წმინდა ბარძიმი მათთან ინახება. იყოს მეხუთე ქუთაისი, ვთქვათ. არაფერი გვაქვს ასეთი გადმოცემის საწინააღმდეგო, (გარდა "გრაალისა", მაგრამ ამაზე - ქვემოთ) 2, დიახ, იესომ ბარძიმით აზიარა მოციქულები, ეს წერია სახარებაში და ვერ იქნება ზეპირი გადმოცემა. 3. ქრისტეს მოწაფე იოსებ არიმათიელი ნამდვილად არსებობდა, ბოლო სერობა სწორედ მის სახლში გაიმართა, გარდაცვლილი ქრისტეს სხეულს მანვე უპატრონა დანარჩენი - ის, რომ წმინდა ბარძიმი იოსებ არიმათიელმა აავსო მაცხოვრის სისხლით, როცა მაცხოვარი ჯვარზე ეწამებოდა და იცლებოდა სისხლისგან, როგორც ჩანს, ამ სტატიის ავტორის თვალსაზრისით, არის გადმოცემა. ამასთან, რაც ყველაზე უცნაურია, მოჰყავს წყარო, მარკოზის სახარება თავი 16, 42-46 პარაგრაფები ნახეთ წყარო თავად, მარკოზის სახარების მეთექვსმეტე (ბოლო) თავი სულ 20 პარაგრაფისაგან შედგება ვნახოთ თავი 15. დიახ, აქ არის არიმათიელზე რამდენიმე მუხლი: 42. მწუხრის ჟამს - ვინაიდან პარასკევი იყო, შაბათის წინა დღე, - 43. მოვიდა იოსებ არიმათიელი, მრჩეველთა კეთილშობილი წევრი, თვითონაც რომ მოელოდა ღმრთის სასუფეველს, თამამად შევიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. 44. ხოლო პილატეს გაუკვირდა, განა უკვე მოკვდაო? მოუხმო ასისთავს და ჰკითხა: დიდიხანია მოკვდა? 45. და როცა შეიტყო ასისთავისგან, მისცა იოსებს მისი გვამი. 46. ხოლო მან იყიდა ტილო და ჩამოხსნა იგი ჯვრიდან, გახვია ტილოში და სამარხში დაასვენა, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი, და ლოდი მიაყუდა სამარხის კარს.
აქ სად სად წერია, რომ არიმათიელმა ბარძიმი აავსო ქრისტეს სისხლით? რისი დამტკიცება უნდა ამით სტატიის ავტორს, როცა მარკოზის სახარებას იმოწმებს? იმისი, რომ ეს არის მხოლოდ "გადმოცემა"? ძალიან საეჭვოა. ისე ჰგავს, ეს ნაწილი სულაც არ მიაჩნია "გადმოცემად" და ასეც რომ მიაჩნდეს, მაინც საეჭვოა. ისეთი საიტი, როგორიც არის ორთოდოქს.გე, შეიძლება დაეყრდნოს ბიბლიის გარდა სხვა წყაროებს მაშინ, როცა ბიბლიის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე და ისტორიულ ფაქტებზეა საუბარი, მაგ ჯვაროსნებზე, მაგრამ როცა საქმე იესო ქრისტეს ცხოვრებას და ჯვარცმას ეხება და გაქვს ქრისტეს ოთხი მოწაფის ოთხი სახარება, რა შუაშია აქ "გადმოცემა"? სახარებაში წერია სადმე, რომ არიმათიელმა ბარძიმი სისხლით აავსო, რომ ეს ბარძიმი იგივე გრაალია? არა გადმოცემებით და ზღაპრებით კვებავს თავის მრევლსა თუ მკითხველს ორთოდოქს.გე? საოცარია. არ მეგონა. ამ სტატიის ავტორს ბრალს ვდებ არაკომპეტენტურობაში და დაბნეულობაში. დაამტკიცოს საწინააღმდეგო.
რაც შეეხება იმას, ღიად დადებენ თუ არა ნუ დადებენ თუ არ უნდათ, მაგრად შეინახონ (ვინ? გრაალის მცველებმა? ხოხ...) მაგრამ ბიბლიას ამ გადმოცემებთან, ლეგენდებთან, ფოლკლორთან და ეპოსთან ისეთივე კავშირი აქვს, როგორიც თუნდაც ბულგაკოვის "ოსტატი და მარგარიტა" -სთან.
მშვენიერ წყაროებს ნახულობ ნეფერტარ, ძალიან საინტერესოა. განსაკუთრებით ეს ნაწილი:

19.
და რატომ გგონია რომ ინტერნეტში ღიად უნდა დადონ გრაალის ამბავი ან ადგილსამყოფელი /აღმოჩენილიც რომ იყოს/... მესამე და მეოთხე მსოფლიო ომები ერთად დაიწყება. მაინც ვფიქრობ რომ ეს სხვა ცოდნაა და ჩვენ მას არავინ გაგვიმხელს მით უმეტეს ინტერნეტით და საჯაროდ. :)

18. ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმი აიღეს რომაელებმა. 636 წ. იერუსალიმი დაიპყრეს სარაცინებმა. 1099 წელს ჯვაროსნებმა გოდფრიდ ბულონელის მეთაურობით, რომელიც იყო ბულონიის პროვინციის (საფრანგეთში) ჰერცოგი, გაათავისუფლეს იერუსალიმი სარაცინთაგან და დაამყარეს თავიანთი მმართველობა. გოდფრიდ ბულონელი შეიქმნა მმართებელი იეურუსალიმისა და უწოდა თავს „უფლის საფლავის მცველი“. მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა ბალდუინ I, რომელიც უკვე იწოდებოდა იერუსალიმის მეფედ.
{გადმოცემის თანახმად, სწორედ ბალდუინმა ჩამოუტანა დიდ მეფეს ქართველთა დავით აღმაშენებელს ის წმიდა ბარძიმი („გრაალი“), რომლითაც იესო ქრისტემ აზიარა თავისი მოციქულები (მათე 26, 27-28) და რომელიც ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა (მარკ. 16, 42-46) აღავსო მაცხოვრის სისხლით}
წყარო: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/fsalmunis_sitkvebi1.htm როგორ ფიქრობ, რაში ჭირდებათ ამისი დადება ოფიციალურ საიტზე? :)
ქრისტეს შემდეგ 70 წელს იერუსალიმი აიღეს რომაელებმა. 636 წ. იერუსალიმი დაიპყრეს სარაცინებმა. 1099 წელს ჯვაროსნებმა გოდფრიდ ბულონელის მეთაურობით, რომელიც იყო ბულონიის პროვინციის (საფრანგეთში) ჰერცოგი, გაათავისუფლეს იერუსალიმი სარაცინთაგან და დაამყარეს თავიანთი მმართველობა. გოდფრიდ ბულონელი შეიქმნა მმართებელი იეურუსალიმისა და უწოდა თავს „უფლის საფლავის მცველი“. მის შემდეგ გამეფდა მისი ძმა ბალდუინ I, რომელიც უკვე იწოდებოდა იერუსალიმის მეფედ.
{გადმოცემის თანახმად, სწორედ ბალდუინმა ჩამოუტანა დიდ მეფეს ქართველთა დავით აღმაშენებელს ის წმიდა ბარძიმი („გრაალი“), რომლითაც იესო ქრისტემ აზიარა თავისი მოციქულები (მათე 26, 27-28) და რომელიც ქრისტეს მოწაფემ იოსებ არიმათიელმა (მარკ. 16, 42-46) აღავსო მაცხოვრის სისხლით}
წყარო: http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/fsalmunis_sitkvebi1.htm როგორ ფიქრობ, რაში ჭირდებათ ამისი დადება ოფიციალურ საიტზე? :)
17. თავად ამბობენ, რომ ეყრდნობიან რაღაც წყაროებს (ისიც- პიროვნებებს, მათ მონათხრობს, წიგნები არსადაა ნახსენები), მაგრამ ეს წყაროები მართლა არსებობდა თუ არა, ისიც არავინ იცის. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ერთგვარი ლიტერატურული ხერხია. მაგ. ეშენბახის შემთხვევაში - დე ტრუას პოემის საფუძველზე შექმნა "პარციფალი" მეო, სხვა დამატებითი წყაროები გამომიჩნდა კიდევო - ეს იმისთვის დასჭირდა, რომ გაამართლოს, რატომ მიმართა სხვა ავტორის პოემის გადამუშავებასო. დე ტრუას პოემა არის პირველი წერილობითი წყარო, სადაც ნახსენებია გრაალი ვერანაირი სხვა წყაროს ხსენებას ვერ ნახავ ამხელა ინტერნეტში, არადა უამრავი სტატია დევს.
თავად ამბობენ, რომ ეყრდნობიან რაღაც წყაროებს (ისიც- პიროვნებებს, მათ მონათხრობს, წიგნები არსადაა ნახსენები), მაგრამ ეს წყაროები მართლა არსებობდა თუ არა, ისიც არავინ იცის. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ეს ერთგვარი ლიტერატურული ხერხია. მაგ. ეშენბახის შემთხვევაში - დე ტრუას პოემის საფუძველზე შექმნა "პარციფალი" მეო, სხვა დამატებითი წყაროები გამომიჩნდა კიდევო - ეს იმისთვის დასჭირდა, რომ გაამართლოს, რატომ მიმართა სხვა ავტორის პოემის გადამუშავებასო. დე ტრუას პოემა არის პირველი წერილობითი წყარო, სადაც ნახსენებია გრაალი ვერანაირი სხვა წყაროს ხსენებას ვერ ნახავ ამხელა ინტერნეტში, არადა უამრავი სტატია დევს.
16. არაკანონიკურად ცნეს, ზოგი არ შეიტანეს, ზოგი მერე ამოიღეს საეკლესიო კრებაზე. ძველ აღთქმას ბევრი აპოკირიფი აკლია. ავტორიტეტმა ცენზორებმა ამოიღეს. წამიკითხავს რომ კრეტიენ დე ტრუას მსგავსად, დე ბორნი ეყრდნობა გადმოცემას ძველი წიგნებიდან, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ იხმო ქრისტემ იოსები და მისცა გრაალი – საიდუმლო სერობის თასი.
როგორ ფიქრობ რა ძველი წიგნები იყო ეს?
არაკანონიკურად ცნეს, ზოგი არ შეიტანეს, ზოგი მერე ამოიღეს საეკლესიო კრებაზე. ძველ აღთქმას ბევრი აპოკირიფი აკლია. ავტორიტეტმა ცენზორებმა ამოიღეს. წამიკითხავს რომ კრეტიენ დე ტრუას მსგავსად, დე ბორნი ეყრდნობა გადმოცემას ძველი წიგნებიდან, სადაც ლაპარაკია იმის შესახებ, თუ როგორ იხმო ქრისტემ იოსები და მისცა გრაალი – საიდუმლო სერობის თასი.
როგორ ფიქრობ რა ძველი წიგნები იყო ეს?
15. "მე აპოკრიფი ვახსენე იასონ, ეს ბიბლიიდან ამოღებული /ამოკლებული/ ტექსტია, ისევე როგორც ადამის და ევას აპოკრიფები. :)"
ამოღებულ-ამოკლებული ტექსტები კი არა მთელი წიგნებია დაწუნებული და არ შევიდა ბიბლიაში ჯერ ერთი - აპოკრიფა დაწუნებულია ავტორიტეტთა მიერ და არ შეადგენს ბიბლიის ნაწილს ახლა თუ სხვა რელიგიაზეა საუბარი - მაშინ არ ვიცი... მეორეც არ არის ეგ აპოკრიფა Robert de Boron "Joseph d'arimathe" აქ გაჟღერდა პირველად ეგ ვარიანტი. XII-XIII საუკუნეების პოემაა
"მე აპოკრიფი ვახსენე იასონ, ეს ბიბლიიდან ამოღებული /ამოკლებული/ ტექსტია, ისევე როგორც ადამის და ევას აპოკრიფები. :)"
ამოღებულ-ამოკლებული ტექსტები კი არა მთელი წიგნებია დაწუნებული და არ შევიდა ბიბლიაში ჯერ ერთი - აპოკრიფა დაწუნებულია ავტორიტეტთა მიერ და არ შეადგენს ბიბლიის ნაწილს ახლა თუ სხვა რელიგიაზეა საუბარი - მაშინ არ ვიცი... მეორეც არ არის ეგ აპოკრიფა Robert de Boron "Joseph d`arimathe" აქ გაჟღერდა პირველად ეგ ვარიანტი. XII-XIII საუკუნეების პოემაა
14. მე აპოკრიფი ვახსენე იასონ, ეს ბიბლიიდან ამოღებული /ამოკლებული/ ტექსტია, ისევე როგორც ადამის და ევას აპოკრიფები. :)
მე აპოკრიფი ვახსენე იასონ, ეს ბიბლიიდან ამოღებული /ამოკლებული/ ტექსტია, ისევე როგორც ადამის და ევას აპოკრიფები. :)
13. "იასონ, შენთვის ვდებ: http://www.polit.ru/news/2007/06/22/holy_grail/ "
მადლობა ნეფერტარ წმინდა გრაალის ფლობაზე ოთხი ქალაქი აცხადებს პრეტენზიას, ეს არაა ახალი მერე რა? სწორედ ის ხდება, რაც წინა კომენტარში ვთქვი - იგულისხმება თასი, რომლითაც იესო თავის მოსწავლეებს გაუმასპინძლდა საიდუმლო სერობისას. ვარაუდობენ, რომ ის შეიძლება სადღაც მართლა ინახება. ეს დაშვება სავსებით გასაგებია, მაგრამ სახარების მიხედვით, ეს უბრალო ხის თასია, არასასწაულმოქმედი სახარების მიხედვით! არტურიანული ეპოსის გავლენით კი, მას ახლა წმინდა გრაალს უწოდებს ზოგიერთი, რატომღაც. რატომ? ეს სადმე ბიბლიაში წერია? - არა ამაშია საქმე.
":ლუციფერის იგივე სატანაელის იასპის გვრიგვინიდან მოგლეჯილი ზურმუხტის ქვა ლეგენდის მიხედვით ჰინდუკუშის მთებში ჩავარდა. :) ეგ ზურმუხტი სახელდებოდა ფილოსოფიურ ქვად." არ არის ეს ბიბლიაში, არა. ეს არის ლეგენდა უკეთეს შემთხვევაში და ეს ვერსია ამ თემაზე შექმნილი ერთ-ერთი პოემის ავტორს ეკუთვნის. ეს ვერსია არ არის არც კრეტიენ დე ტრუასთან (ამან ახსენა პირველად გრაალი და მერე სხვებმა აიტაცეს) არც ეშენბახის პარციფალში ბიბლიის მიხედვით, ლუციფერი დაამარცხა და ჩამოაგდო მიწაზე მიქაელმა, მაგრამ არავითარ გვირგვინზე და იასპზე საუბარი არ არის. ლეგენდის მიხედვით - კი ბატონო. მე ეს არ გამიხდია საკამათოდ. მაგრამ ამ ლეგენდების წარმოშობას არ აქვს საფუძველი ბიბლიაში შესაბამისად, ქრისტოლოგიურ-თეოლოგიური თვალსაზრისით, ამ ვერსიებს აზრი არ აქვს. ამაშია საქმე დანარჩენი - იგივე ოპერიდანაა
"იასონ, შენთვის ვდებ: http://www.polit.ru/news/2007/06/22/holy_grail/ "

12. იასონ, შენთვის ვდებ: http://www.polit.ru/news/2007/06/22/holy_grail/
იოსებ არიმათიელის შესახებ აპოკრიფზე რას იტყვი? ბრიტანეთში რომ ჩავიდა იმაზე... ანუნზე რას იტყვი? მოყვირალი ქვის ამბავიც გაგონილი გექნება.
ეს ნანახი გაქვს ? http://graali.blog.com/2013/02/24/graali-xe-shemecnebisa/
ზვიად გამსახურდიას ლექცია "საქართველოს სულიერი მისია" ნახეთ აბა: http://saunje.ge/index.php?id=1470&lang=ka
ლუციფერის იგივე სატანაელის იასპის გვრიგვინიდან მოგლეჯილი ზურმუხტის ქვა ლეგენდის მიხედვით ჰინდუკუშის მთებში ჩავარდა. :) ეგ ზურმუხტი სახელდებოდა ფილოსოფიურ ქვად.
იასონ, შენთვის ვდებ: http://www.polit.ru/news/2007/06/22/holy_grail/
იოსებ არიმათიელის შესახებ აპოკრიფზე რას იტყვი? ბრიტანეთში რომ ჩავიდა იმაზე... ანუნზე რას იტყვი? მოყვირალი ქვის ამბავიც გაგონილი გექნება.
ეს ნანახი გაქვს ? http://graali.blog.com/2013/02/24/graali-xe-shemecnebisa/
ზვიად გამსახურდიას ლექცია "საქართველოს სულიერი მისია" ნახეთ აბა: http://saunje.ge/index.php?id=1470&lang=ka
ლუციფერის იგივე სატანაელის იასპის გვრიგვინიდან მოგლეჯილი ზურმუხტის ქვა ლეგენდის მიხედვით ჰინდუკუშის მთებში ჩავარდა. :) ეგ ზურმუხტი სახელდებოდა ფილოსოფიურ ქვად.
11. ამ სტატიამ და კომენტარებმა იმდენად შემიყოლიეს, სამი დღეა ვკითხულობ ყველაფერს, რასაც კი წავაწყდი ამ თემის შესახებ ინტერნეტში. ჩემი აზრით, დაბნეულობას აქვს ადგილი, მართალია დუმბაძე (მე-3 კომენტარი) ბიბლია არ იძლევა არავითარ საფუძველს გრაალის ლეგენდისათვის - არც ძველი, არც ახალი აღთქმა. თავის მხრივ, გრაალის თემაზე შექმნილ პოემათა ავტორები კი ეცადნენ, ეს ლეგენდა ბიბლიასთან დაეკავშირებინათ. ეს არ არის ერთი და იგივე, რა-თქმა უნდა, მაგრამ მკითხველთა გონებაში შედგა ეს კავშირი. პირველად კრეტიენ დე ტრუამ ახსენა და აღწერა გრაალი თავის პოემაში, როგორც თასი, ლანგარი (პოდნოსი), გარკვეული სასწაულმოქმედი ძალის მქონე, მაგრამ არ უწოდებია "წმინდა გრაალი" მაგრამ ეს პოემა და საერთოდ არტურიანული ეპოსი იმდენად პოპულარული გახდა შუა საუკუნეების ევროპაში, რომ ამ პოემის გამგრძელებლებმა, გადამწერებმა და ინტერპრეტატორებმა გახადეს გრაალი "წმინდა", დააკავშირეს საიდუმლო სერობის თასთან (სადაც ის უბრალო, ხის თასია სახარების ოთხივე ვარიანტში) - რობერტ დე ბორონ არის ასეთი ვერსიის ავტორი და პაშლო პაეხალო. რა-თქმა უნდა, ამით თავად ბიბლიის რედაქტირება არ მომხდარა, მაგრამ ბიბლიის სასხვათაშორისოდ მკითხველთა გონებაში კი შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის ფიქცია ჩაიბეჭდა როგორც ბიბლიური, ბიბლიის კუთვნილი. შესაბამისად, ქრისტიანული ტრადიციისა და გრაალის მისტერიის დაკავშირებაზე სერიოზული საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ამ კონტექსტში - რომ ეს ფიქციაა მხოლოდ და მხოლოდ. და რას ნიშნავს "ქრისტოლოგიურ ლიტერატურაში მიჩნეულია" ქრისტოლოგიური ლიტერატურა ვერ იქნება ის ლიტერატურა, სადაც სახარება დამახინჯებულია ან არასწორადაა ინტერპრეტირებული.
"ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისით კლასიკურ „გრაალს“ ეწოდება „ოქროს საწმისი.“" აცხადებს ამ საინტერესო ნაშრომის ავტორი. გრაალი და "ოქროს საწმისი"? - მეტისმეტად არადამაჯერებელია ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისი საერთოდ ცნობს გრაალის რაიმე კავშირს ქრისტიანულ-თეოლოგიურ თვალსაზრისთან? რატომ? როდის? სად? ვინ? რანაირად?
ამ სტატიამ და კომენტარებმა იმდენად შემიყოლიეს, სამი დღეა ვკითხულობ ყველაფერს, რასაც კი წავაწყდი ამ თემის შესახებ ინტერნეტში. ჩემი აზრით, დაბნეულობას აქვს ადგილი, მართალია დუმბაძე (მე-3 კომენტარი) ბიბლია არ იძლევა არავითარ საფუძველს გრაალის ლეგენდისათვის - არც ძველი, არც ახალი აღთქმა. თავის მხრივ, გრაალის თემაზე შექმნილ პოემათა ავტორები კი ეცადნენ, ეს ლეგენდა ბიბლიასთან დაეკავშირებინათ. ეს არ არის ერთი და იგივე, რა-თქმა უნდა, მაგრამ მკითხველთა გონებაში შედგა ეს კავშირი. პირველად კრეტიენ დე ტრუამ ახსენა და აღწერა გრაალი თავის პოემაში, როგორც თასი, ლანგარი (პოდნოსი), გარკვეული სასწაულმოქმედი ძალის მქონე, მაგრამ არ უწოდებია "წმინდა გრაალი" მაგრამ ეს პოემა და საერთოდ არტურიანული ეპოსი იმდენად პოპულარული გახდა შუა საუკუნეების ევროპაში, რომ ამ პოემის გამგრძელებლებმა, გადამწერებმა და ინტერპრეტატორებმა გახადეს გრაალი "წმინდა", დააკავშირეს საიდუმლო სერობის თასთან (სადაც ის უბრალო, ხის თასია სახარების ოთხივე ვარიანტში) - რობერტ დე ბორონ არის ასეთი ვერსიის ავტორი და პაშლო პაეხალო. რა-თქმა უნდა, ამით თავად ბიბლიის რედაქტირება არ მომხდარა, მაგრამ ბიბლიის სასხვათაშორისოდ მკითხველთა გონებაში კი შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურის ფიქცია ჩაიბეჭდა როგორც ბიბლიური, ბიბლიის კუთვნილი. შესაბამისად, ქრისტიანული ტრადიციისა და გრაალის მისტერიის დაკავშირებაზე სერიოზული საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ამ კონტექსტში - რომ ეს ფიქციაა მხოლოდ და მხოლოდ. და რას ნიშნავს "ქრისტოლოგიურ ლიტერატურაში მიჩნეულია" ქრისტოლოგიური ლიტერატურა ვერ იქნება ის ლიტერატურა, სადაც სახარება დამახინჯებულია ან არასწორადაა ინტერპრეტირებული.
"ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისით კლასიკურ „გრაალს“ ეწოდება „ოქროს საწმისი.“" აცხადებს ამ საინტერესო ნაშრომის ავტორი. გრაალი და "ოქროს საწმისი"? - მეტისმეტად არადამაჯერებელია ქრისტიანულ-თეოლოგიური თვალსაზრისი საერთოდ ცნობს გრაალის რაიმე კავშირს ქრისტიანულ-თეოლოგიურ თვალსაზრისთან? რატომ? როდის? სად? ვინ? რანაირად?
10. არაჩვეულებრივი წერილია. იმედია შემოქმედელი საიტს არ მიატოვებს და წელიწადში ერთხელ მაინც შემოიხედავს.
" ზვიად გამსახურდია მიიჩნევს, რომ გელათის ფრესკაზე ღვთისმშობლის შუბლზე „გრაალის“ ტვიფარია გამოსახული." - ქუთაისელო ავტორებო, ვინმეს თუ გაქვთ გელათის ღვთისმშობლის ფრესკის უშუალოდ მხოლოდ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო, გთხოვთ იუსტრაციებში დადოთ ამ პუბლიცისტიკაზე.
მადლობა ავტორს ამ მშვენიერი ნაშრომისთვის. :) ახალ, 2016 წელს გილოცავთ დავით შემოქმედელო, მრავალიც მომელოცოს თქვენთვის, ამინ...
არაჩვეულებრივი წერილია. იმედია შემოქმედელი საიტს არ მიატოვებს და წელიწადში ერთხელ მაინც შემოიხედავს.
" ზვიად გამსახურდია მიიჩნევს, რომ გელათის ფრესკაზე ღვთისმშობლის შუბლზე „გრაალის“ ტვიფარია გამოსახული." - ქუთაისელო ავტორებო, ვინმეს თუ გაქვთ გელათის ღვთისმშობლის ფრესკის უშუალოდ მხოლოდ თქვენს მიერ გადაღებული ფოტო, გთხოვთ იუსტრაციებში დადოთ ამ პუბლიცისტიკაზე.
მადლობა ავტორს ამ მშვენიერი ნაშრომისთვის. :) ახალ, 2016 წელს გილოცავთ დავით შემოქმედელო, მრავალიც მომელოცოს თქვენთვის, ამინ...
9. ბოდიშით ისე გავერთე , "მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები "-ს კომენტარი აქ დამიდია... გადავიტან
ესეც არანაკლებ საინტერესოა. ბოდიშით ისე გავერთე , "მასონები და სხვა საიდუმლო ორგანიზაციები "-ს კომენტარი აქ დამიდია... გადავიტან
ესეც არანაკლებ საინტერესოა.
8. ძალზედ საინტერესოდ არის დაწერილი, მიხარია რომ მოაზროვნე თვალხილული კაცის ნაწერს გავეცანი. სამწუხაროს ვიღაცას გაბუქებული და შავ ფერებში დაწერილი გონიათ, " დღემეხვალიე ,კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო" იმ ხალხს ვგულისხმობ დრეს ყურსაც არ იბერტყავენ და ხვალ რომ დანიშნავენ ძროხასავით არ მაშინ გაიღვიძებენ და უსაფრთხოების მიზეზით გაამართლებენ ყველაფერს.
ძალზედ საინტერესოდ არის დაწერილი, მიხარია რომ მოაზროვნე თვალხილული კაცის ნაწერს გავეცანი. სამწუხაროს ვიღაცას გაბუქებული და შავ ფერებში დაწერილი გონიათ, " დღემეხვალიე ,კაცსაო თოვლი მოადგა კარსაო" იმ ხალხს ვგულისხმობ დრეს ყურსაც არ იბერტყავენ და ხვალ რომ დანიშნავენ ძროხასავით არ მაშინ გაიღვიძებენ და უსაფრთხოების მიზეზით გაამართლებენ ყველაფერს.
7. ძალიან საინტერესო კვლევაა, ჩემი აზრით.
ინფორმატიული.
საერთოდ, ეზოთერიზმი ისეთი მიმდინარეობაა, რომ რაგინდ ეცადო ადამიანმა -მისი ჭრილით დანახული სხვადასხვა მოვლენა -მაინც გაუგებრად დარჩება, თუ ტვინსა და გონებაში არ გაქვს გახსნილი ერთი "წერტილი" -რაც აღქმის და ხედვის სხვაგვარ საშუალებას იძლევა. ვისიამოვნე კითხვით. მიყვარს ასეთ თემებზე კითხვაც და ფიქრიც.
ახლა ისე გამოჩნდება, რომ გადავეკიდე გურჯიევს ამ ბოლო დროს, მაგრამ მაინც ვიტყვი - საკმაოდ საინტერესოა გურჯიევის მოსაზრებებით ამ ფაქტების გამყარებაც.
ცნობილი ფაქტია, რომ იმავე "გრაალს" უხსენებდა ისგი ჰიტლერსაც და სტალინსაც, თან ეუბნებოდა, ის იქნებაო გამარჯვებული - ვინც კავკასიონზე დაცულ გრაალს ჩაიგდებსო ხელში.
ედელვაისის სადესანტო დივიზიის გადმოსხმა ჰიტლერის მიერ - სწორედ ამით აიხსნება,ალბათ... ძალიან საინტერესო კვლევაა, ჩემი აზრით.
ინფორმატიული.
საერთოდ, ეზოთერიზმი ისეთი მიმდინარეობაა, რომ რაგინდ ეცადო ადამიანმა -მისი ჭრილით დანახული სხვადასხვა მოვლენა -მაინც გაუგებრად დარჩება, თუ ტვინსა და გონებაში არ გაქვს გახსნილი ერთი "წერტილი" -რაც აღქმის და ხედვის სხვაგვარ საშუალებას იძლევა. ვისიამოვნე კითხვით. მიყვარს ასეთ თემებზე კითხვაც და ფიქრიც.
ახლა ისე გამოჩნდება, რომ გადავეკიდე გურჯიევს ამ ბოლო დროს, მაგრამ მაინც ვიტყვი - საკმაოდ საინტერესოა გურჯიევის მოსაზრებებით ამ ფაქტების გამყარებაც.
ცნობილი ფაქტია, რომ იმავე "გრაალს" უხსენებდა ისგი ჰიტლერსაც და სტალინსაც, თან ეუბნებოდა, ის იქნებაო გამარჯვებული - ვინც კავკასიონზე დაცულ გრაალს ჩაიგდებსო ხელში.
ედელვაისის სადესანტო დივიზიის გადმოსხმა ჰიტლერის მიერ - სწორედ ამით აიხსნება,ალბათ...
6. ნუ მიწყენ შენი ჭირიმე ჩემს კომენტარს, რაც საჭირო არის ადამიანისთვი ის ღმერთმა „ბიბლიის“ სახით მოგვცა და თან ბოლოში დაამატა რომ არც მიუმატოთ და არც მოაკლოთო ამ წიგნში დაწერილსო. რა ვქნა ეხლა მე მეგობარო ვის დავუჯერო? ღმერთს თუ ლეგენდებს და პროზაიკოსებს? სისხლის თასში შეგროვებაზე „ბიბლიაში“ არაფერი წერია და ამიტომ მე არ მჯერავს! რაც ბიბლიის ტექსტის გადაკეთებას და ღმერთის საქმეების რაღაცაზე მორგებას ეხება ყველაფერი მკრეხელობაა. ბოდიშს გიხდით თუ გაწყენინეთ, პატივისცემით დუმბაძე!!!
ნუ მიწყენ შენი ჭირიმე ჩემს კომენტარს, რაც საჭირო არის ადამიანისთვი ის ღმერთმა „ბიბლიის“ სახით მოგვცა და თან ბოლოში დაამატა რომ არც მიუმატოთ და არც მოაკლოთო ამ წიგნში დაწერილსო. რა ვქნა ეხლა მე მეგობარო ვის დავუჯერო? ღმერთს თუ ლეგენდებს და პროზაიკოსებს? სისხლის თასში შეგროვებაზე „ბიბლიაში“ არაფერი წერია და ამიტომ მე არ მჯერავს! რაც ბიბლიის ტექსტის გადაკეთებას და ღმერთის საქმეების რაღაცაზე მორგებას ეხება ყველაფერი მკრეხელობაა. ბოდიშს გიხდით თუ გაწყენინეთ, პატივისცემით დუმბაძე!!!
5. პირადად მე ბევრი კითხვები დამიგროვდა კითხვის დროს.. მით უმეტეს, რომ არც ისეთი უცოდინარი ვარ ამ თემის ირგვლივ.. ვფიქრობ ბევრი რამე დაუსაბუთებელია.. მაგალითად: ის რომ "არგოს" ..არანაირად არ შეიძლება მხოლოდ ქართულ ფესვებს მივაწეროთ.. მეორე ის, რომ ვერანაირად ვერ მტკიცდება ისტორიულად სად მოგზაურობდა რეალურად "გრაალი" როგორც ნივთი.. არსად არ ფიგურირებს..
ტამპლიერთა ორდენის წევრთა ჩანაწერებშიც კი გრაალის იდეა ფიგურირებს და არა თვად გრაალი.. ამიტომ მე ვფიქრობ გრაალი უფრო ზე იდეაა ვიდრე რაიმე ფორმის საგანი. და ეს იდეა ცალკე განხილვის და კვლევის თემაა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ კარგად არის ეს თემაც წარმოდგენილი.
მრგვალ მაგიდას რაც შეეხება ..მე სხვანაირად ვიცი მრგვალი მაგიდის განმარტება და ეს განმარტება წაკითხული მაქვს შტაინერის კვლვებში.. , რომ მრგვალი მაგიდის მთავარი არსი არის ის, რომ მის ირგვლივ მსხდომი ნებისმიერი ადამიანი თანასწორია ერთამანეთთან.. რადგან ეს წრიული ფრომა განაპირობებს სულიერი ენერგიის ურთიერთ წონადობასო.. ასე ამბობს შტაინერი და ვფიქრობ არც თუ ისე უსაფუძვლოა მისი მოსაზრება..
დიდგორის ომში ჯვაროსანთა მხოლოდ ორასკაციანი შემადგენლობა ჩამოვიდა და ეს ის ორასკაციანი შემადგენლობაა რომელიც პირველად შევიდნენ მტრის ბანაკში.. არც ერთი ცოცხალი არ გადარჩა. (კამიკაძეები ევროპიდან)
და ბოლოს.... ვფიქრობ კარგი პუბლიკაციაა თავისი არსითა და მნიშვნელობით.. კარგი მასალებია თავმოყრილი . მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა მოყვანილი ციტატებისა და აზრების იდენტიფიკაციისთვის გვქონდეს დასაბუთებულად მოყვანილი რეალური მასალა. მაგალითად გოეთეს შემთხვევაში...სად და როგორ ახსენებს იგი საქართველოს. მეტი განვრცობითვისა და მეცნიერულად მიდგომისთვის კარგი იქნება თუ ავტორი მიგვითითებს წიგნების დასახელებებს თითოეულ, მის მიერ მოყვანილ ლეგენდასა თუ ისტორიულ ფაქტზე..
სოციალურ ქსელში წავიღე ეს წერილი და შეგიძლიათ იქ იხილოთ ამ წერილის განხილვა.
https://www.facebook.com/groups/291010527596705/
პატივისცემით: ბლაგვი
პირადად მე ბევრი კითხვები დამიგროვდა კითხვის დროს.. მით უმეტეს, რომ არც ისეთი უცოდინარი ვარ ამ თემის ირგვლივ.. ვფიქრობ ბევრი რამე დაუსაბუთებელია.. მაგალითად: ის რომ "არგოს" ..არანაირად არ შეიძლება მხოლოდ ქართულ ფესვებს მივაწეროთ.. მეორე ის, რომ ვერანაირად ვერ მტკიცდება ისტორიულად სად მოგზაურობდა რეალურად "გრაალი" როგორც ნივთი.. არსად არ ფიგურირებს..
ტამპლიერთა ორდენის წევრთა ჩანაწერებშიც კი გრაალის იდეა ფიგურირებს და არა თვად გრაალი.. ამიტომ მე ვფიქრობ გრაალი უფრო ზე იდეაა ვიდრე რაიმე ფორმის საგანი. და ეს იდეა ცალკე განხილვის და კვლევის თემაა. თუმცა მინდა ვთქვა, რომ კარგად არის ეს თემაც წარმოდგენილი.
მრგვალ მაგიდას რაც შეეხება ..მე სხვანაირად ვიცი მრგვალი მაგიდის განმარტება და ეს განმარტება წაკითხული მაქვს შტაინერის კვლვებში.. , რომ მრგვალი მაგიდის მთავარი არსი არის ის, რომ მის ირგვლივ მსხდომი ნებისმიერი ადამიანი თანასწორია ერთამანეთთან.. რადგან ეს წრიული ფრომა განაპირობებს სულიერი ენერგიის ურთიერთ წონადობასო.. ასე ამბობს შტაინერი და ვფიქრობ არც თუ ისე უსაფუძვლოა მისი მოსაზრება..
დიდგორის ომში ჯვაროსანთა მხოლოდ ორასკაციანი შემადგენლობა ჩამოვიდა და ეს ის ორასკაციანი შემადგენლობაა რომელიც პირველად შევიდნენ მტრის ბანაკში.. არც ერთი ცოცხალი არ გადარჩა. (კამიკაძეები ევროპიდან)
და ბოლოს.... ვფიქრობ კარგი პუბლიკაციაა თავისი არსითა და მნიშვნელობით.. კარგი მასალებია თავმოყრილი . მაგრამ უფრო კარგი იქნებოდა მოყვანილი ციტატებისა და აზრების იდენტიფიკაციისთვის გვქონდეს დასაბუთებულად მოყვანილი რეალური მასალა. მაგალითად გოეთეს შემთხვევაში...სად და როგორ ახსენებს იგი საქართველოს. მეტი განვრცობითვისა და მეცნიერულად მიდგომისთვის კარგი იქნება თუ ავტორი მიგვითითებს წიგნების დასახელებებს თითოეულ, მის მიერ მოყვანილ ლეგენდასა თუ ისტორიულ ფაქტზე..
სოციალურ ქსელში წავიღე ეს წერილი და შეგიძლიათ იქ იხილოთ ამ წერილის განხილვა.
https://www.facebook.com/groups/291010527596705/
პატივისცემით: ბლაგვი
4. ქრისტოლოგიურ ლიტერატურაში მიჩნეულია და ტექსტშიც მითითებულია, რომ ჯვარცმისას მოხდა მაცხოვრის სისხლის შეგროვება და ეს იყო თასში და არა ჭიქაში,როგორც თქვენ აღნიშნავთ. სხვაა ''გრაალის" თემისადმი ერთი მხრივ მეცნიერული, შემოქმედებითი და მეორე მხრივ სულ სხვაა ორთოდოქსულ–მართლმადიდებლური მიდგომა. ეს ტექსტი ნაწილი კრეაციონისტული, ნაწილი ლეგენდური და ნაწილი ლიტერატურული ხასიათისაა. თქვენი ლოგიკით "გრაალის" თემაზე შექმნილი ყველა შედევრი მკრეხელობაა.
ქრისტოლოგიურ ლიტერატურაში მიჩნეულია და ტექსტშიც მითითებულია, რომ ჯვარცმისას მოხდა მაცხოვრის სისხლის შეგროვება და ეს იყო თასში და არა ჭიქაში,როგორც თქვენ აღნიშნავთ. სხვაა ``გრაალის" თემისადმი ერთი მხრივ მეცნიერული, შემოქმედებითი და მეორე მხრივ სულ სხვაა ორთოდოქსულ–მართლმადიდებლური მიდგომა. ეს ტექსტი ნაწილი კრეაციონისტული, ნაწილი ლეგენდური და ნაწილი ლიტერატურული ხასიათისაა. თქვენი ლოგიკით "გრაალის" თემაზე შექმნილი ყველა შედევრი მკრეხელობაა.
3. ავტორს ნუ ეწყინება და ლამაზი ზღაპარია!!! მოდით და რეალურად შევხედოთ ფაქტებს და წარმოვიდგინოთ ერთი წუთით მაინც ჯვარცმის პროცესი და სისხლის ჭიქაში შეგროვება, როგორ უნდა მომხდარიყო ეს დავფიქრდეთ, როდის შეაგროვა ამ კაცმა ეს სისხლი? როცა უფალი ჯვარს აცვეს და კვდებოდა და იმ პროცესში თუ როცა ჩამოხსნეს? ნუთუ ვერ ხედავთ ცოცხალი სატანის მოქმედებას? იმან დაწერა, ამან ლეგენდა გადმოცა, ვიღაცას რაღაცა ღმერთი ეგონა და ასე შემდეგ!!! მეგობარო რაც თქვენ დაწერეთ არის ცოცხალი ღმერთის უარყოფა!!! ავტორს ნუ ეწყინება და ლამაზი ზღაპარია!!! მოდით და რეალურად შევხედოთ ფაქტებს და წარმოვიდგინოთ ერთი წუთით მაინც ჯვარცმის პროცესი და სისხლის ჭიქაში შეგროვება, როგორ უნდა მომხდარიყო ეს დავფიქრდეთ, როდის შეაგროვა ამ კაცმა ეს სისხლი? როცა უფალი ჯვარს აცვეს და კვდებოდა და იმ პროცესში თუ როცა ჩამოხსნეს? ნუთუ ვერ ხედავთ ცოცხალი სატანის მოქმედებას? იმან დაწერა, ამან ლეგენდა გადმოცა, ვიღაცას რაღაცა ღმერთი ეგონა და ასე შემდეგ!!! მეგობარო რაც თქვენ დაწერეთ არის ცოცხალი ღმერთის უარყოფა!!!
2. ბევრი და საინტერსო ინფორმაცია "გრაალზე", ერთად თავმოყრილი და დაკავშირებული ერთმანეთთან. ლეგენდა და სინამდვილე "გრაალზე" ერთერთი ყველაზე უკვდავი და გაუხუნარი თემაა მეცნიერებისთვის, მკვლევარებისთვის, შემოქმედთათვის...
ბევრი და საინტერსო ინფორმაცია "გრაალზე", ერთად თავმოყრილი და დაკავშირებული ერთმანეთთან. ლეგენდა და სინამდვილე "გრაალზე" ერთერთი ყველაზე უკვდავი და გაუხუნარი თემაა მეცნიერებისთვის, მკვლევარებისთვის, შემოქმედთათვის...
1. ძალიან საინტერესო წერილია. უღრმესი მადლობა, ბ-ნო დავით! ჯერ კიდევ ბავშვობაში, მეფე არტურს ,,ვეჯექი", მერე სტუდენტობისას ეშენბახს და ,,პარციფალს", უამრავ ლეგენდასა და თქმულებას დავით აღმაშენებელსა თუ გრაალის თასზე, დღესაც ისევე აქტუალურია ჩემთვის ეს მისტიკური ისტორიები, როგორც მაშინ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ერთ წერილში თავმოყრილი, მით უმეტეს ოქროს საწმისთან მიმართებაში განხილული, ვაღიარებ,-ამ პარალელზე ადრე არასოდეს მიფიქრია.
მოკლედ ყველას გირჩევთ წაკითხვას! 5! ძალიან საინტერესო წერილია. უღრმესი მადლობა, ბ-ნო დავით! ჯერ კიდევ ბავშვობაში, მეფე არტურს ,,ვეჯექი", მერე სტუდენტობისას ეშენბახს და ,,პარციფალს", უამრავ ლეგენდასა და თქმულებას დავით აღმაშენებელსა თუ გრაალის თასზე, დღესაც ისევე აქტუალურია ჩემთვის ეს მისტიკური ისტორიები, როგორც მაშინ. ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი ერთ წერილში თავმოყრილი, მით უმეტეს ოქროს საწმისთან მიმართებაში განხილული, ვაღიარებ,-ამ პარალელზე ადრე არასოდეს მიფიქრია.
მოკლედ ყველას გირჩევთ წაკითხვას! 5!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|