ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: აპარმიჟ-
ჟანრი: პოეზია
16 ნოემბერი, 2012


ციკლის დასასრულს

თავშესაფარი გულებში ვნახეთ,
როცა ხრიოკებს (დრონაკლულ სივრცეს)
ვტოვებდით ჩუმად, -
ქვე იერარქებს...
ასე ვუსმენდით სიცოცხლის ორღანს,
ორკესტრივით რომ მკერდებში ცემდა.
ვგრძნობთ, რომ ქარები მზესაც დახრიან, -
ციცაბო ფერდობს ამახინჯებენ
უკუნეთები,
უჩვენობას რომ
აჩვევენ ნელა
და დროა გაყრის,
- სიკვდილი ითვლის ბოლო ნაბიჯებს
ახლა ზურგს უკან,
- გვაარანჟირებს სარეკვიემოდ
და ბოლო აკორდს რომ ამოუშვებს
ჩვენი სხეულის ინსტრუმენტებით,
უკვდავ ნოტებად შევაღებთ კარებს
სხვა სამყაროში და მის მუსიკას
ჩვენი სულების მონაკვეთებით
შევისისხლხორცებთ მარადიული
პირუეტები...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები