ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: იოჰან ხევსური
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2008


მაჩნიხარ - მიყვარხარ

მაჩნიხარ ჩემო ერთავ,
ქალავ საით ხარ, ერთი
გადმაგიარო შაგსვა
თეთრას... გადავვლოთ მთები.

ამ ბანგმორეულ ჟინში
უნდა ჩაგიცხრო კრთობა,
რომ გეუფლება, ყელზე
როცა გეხები, გხელავ -

გიტაცებ, გახვევ გრძნობებს,
ნახ - რახელ მიქრის თეთრა,
მაჩნიხარ... მხოლოდ მთაში,
უნდა წაგიყვან ყველავ.

მივდიორთ, მოგვდევს ბინდი
აგვედევნ როგორც მდევარ,
ბინადაც მიოლთ აწი,
ვერ მაგვწვდებიან, ვერა.

მაჩნიხარ გულზე ნიშად,
მაჩნიხარ გულის სწორო,
მაჩნიხარ სახლის კერად,
თბილო, პირი(თ)მზე ქალო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები