ჯერ არც დაცოცავს, არც დადის, თუმცა ამჟღავნებს ხასიათს, ეს არის ჩვენი "ნამცეცა"- პატარა ანასტასია.
როდესაც მღვიძარს შევყურებთ ვინ სადა ვზივართ, ვინ სადა, ხან კოპებს შეჰკრავს, ხან კიდევ ღიმილის გაგვხდის ღირსადა.
ჭამის დრო როცა მოუდის პირს აღებს, როგორც შოშია, ეს გასაკვირი არც არის რა ჰქნას პატარამ, რომ შია?
მეზობელს სულ სხვა ფასი აქვს ის გულით სითბოს ატარებს, სულ ყველას უყვარს "ტასია" განსაკუთრებით- პატარებს.
და ასე, დილა-საღამოს,- რაც თვალი გაუხელია, პატარა გოგო "ნამცეცას" ჯამიდან ფაფებს ტენიან...
მთელი დღე ეტლში ნებივრობს ძიძაც გვერდით ჰყავს თავდებად, დღის ბოლოს მისი რეჟიმი დედასთან ძილით მთავრდება.
მინდა, რომ გული უძგერდეს მამულის სიყვარულითა,- ისეთი ბედი ჰქონოდეს მტერი სკდებოდეს შურითა!..
დიდი მადლობა ავტორს, ჩემი გოგოს ასეთი სიყვარულისა და დაფასებისათვის.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. მომეწონა! საიამოვნო და სახალისო ლექსი , კოცნა "ნამცეცას" მომეწონა! საიამოვნო და სახალისო ლექსი , კოცნა "ნამცეცას"
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|