მომენატრე, შენზე ვფიქრობ, ამ ცხოვრებამ დამღალა . არ მსურს, მაგრამ მე ხომ ვიცი, შენ გგონივარ პატარა და დასცინი იმ გრძნობებსაც, მე რომ გულით ვატარებ. ღმერთო! ბევრი ღიმილი და ცოტა ცრემლი მაკმარე, დავიღალე ძლივსღა ვსუნთქავ, თვალი ცრემლით მევსება. ვერ გავიგე, რა შევცოდე ზეცა თავზე მექცევა… ახლა უკვე ცოდვილი ვარ, თუმცა მაინც არ ვნანობ. გული არ გაქვს, დამარწმუნეს… ეჰ, სატანავ რად არ მთმობ? მტკივა გული ,სული მტკივა, სისხლი მტკივა ძარღვებში. აღარ მომწონს ეს ცხოვრება, ეჰ, სადამდე დავეშვი. ვინც მიყვარდა ქვა მესროლა, ზურგში დანა ჩამარტყა. კაცის ნდობა რომ დავკარგე დარდიც გამიათმაგდა. ,,მიყვარხარო”მითხრა ბევრმა, მხოლოდ თავი დავხარე. ,,არ მჯერაო”- მსურდა მეთქვა ჰოდა, პირში ვახალე! ჩემი გული გაიბზარა, ვეღარ ვშველი ნაპრალებს. გაზაფხული მომენატრა მზე მაჩუქეთ, ახლავე! ბევრი მყავდა სულში თბილად ნახევარი წავიდა. კარტი ტყვილად დამირიგეს დრო კი ბევრი გავიდა. და გამყვება ერთი კითხვა მე სიკვდილის კარამდე: გაზაფხული მოვა?..როდის? ფუჭად ველი აქამდე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მუხა გაიხარეთ!დიდი მადლობა!უბრალოდ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და ასე არ უნდა ყოფილიყო... მუხა გაიხარეთ!დიდი მადლობა!უბრალოდ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და ასე არ უნდა ყოფილიყო...
6. მომწონს საერთოდ რიტმიანი ლექსი და ეს ლექსიც მომწონს! ივდო- ოტობარი ! ვინც გიყვარდა სიყვარული მას არ სცოდნია, ალბად გული არ ჰქონდა, ან არ იცოდა შენ, რომ გიყვარდა ან არ უყვარდი. მზეს გაჩუქებენ და. გაზაფხული? მოვა, მოვა შენი გულის გასახარად! მომწონს საერთოდ რიტმიანი ლექსი და ეს ლექსიც მომწონს! ივდო- ოტობარი ! ვინც გიყვარდა სიყვარული მას არ სცოდნია, ალბად გული არ ჰქონდა, ან არ იცოდა შენ, რომ გიყვარდა ან არ უყვარდი. მზეს გაჩუქებენ და. გაზაფხული? მოვა, მოვა შენი გულის გასახარად!
5. დუმილა, გაიხარეთ!დიდი მადლობა! დუმილა, გაიხარეთ!დიდი მადლობა!
3. შეფასებისგან თავს შევიკავებ, გაიზრდები (ასაკს ვგულისხმობ) და შენ თვითონ გაგეცინება რასაც ახლა წერ იმაზე. შეფასებისგან თავს შევიკავებ, გაიზრდები (ასაკს ვგულისხმობ) და შენ თვითონ გაგეცინება რასაც ახლა წერ იმაზე.
2. მგზავრი გაიხარეთ!მადლობა კეთილი სურვილებისთვის! მგზავრი გაიხარეთ!მადლობა კეთილი სურვილებისთვის!
1. სახასიაო ნაწერია, ავტორისხასიათი და ბუნება ჩანს
ბევრი წერე და უფრო დაიხვეწები, მთავარია სათქმელი გქონდეს
+2 და წარმატებების სურვილი მგზავრისგან სახასიაო ნაწერია, ავტორისხასიათი და ბუნება ჩანს
ბევრი წერე და უფრო დაიხვეწები, მთავარია სათქმელი გქონდეს
+2 და წარმატებების სურვილი მგზავრისგან
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|