 | ავტორი: გილო ჟანრი: პოეზია 7 დეკემბერი, 2012 |
თეთრი ფიქრები მეორია ბუნების ამქარს, ცივი მალამო შეაზილა ცარიელ ტაძრებს; დრომ აუჩქარა,მოუმატა წიკ–წიკს და ქან–ქარს, თავშესაფარი გამოსტყუა ჩამსხვრეულ ფანჯრებს. ბილიკს შეერწყა აფხორილი სარკის ხალიჩა, ჩამოაბერტყა ბინძურ ხორცზე ფაფუკი ცვილი; ნატანჯმა სულმა სათნოება ღვარძლით გახლიჩა, ,,ადგილის დედამ“ უგნურებას დასწამა ცილი. განგების რისხვით გამოეყო მწვერვალებს ზვავი, გულში ჩაიკრა დაბინდული უკუღმართობა; ფრთების ტყლაშუნით მიიმალა მშიერი სვავი, გადაილეწა უსარგებლო,ცრუ წარმართობა. ავბოდიალდი,გადმოვხედე უცხო კანიონს, ავბედით ლაქებს დაებურა სპეტაკი ფარდა, ნაგვიანევი სინანული თოვდა ალიონს, ათოვდა გვამებს–საკუთარი სხეულის გარდა. რამდენი წელი ჩამომშორდა ერთად?–სულ ათი, მიძინებული მონატრება ჩამომტმასნია; თვალლწინ გაშლილა იდუმალი ზამთრის სურათი, ბორგავს უსახო,მოქუფრული აპოსტასია. დუმილს,მონობას მორჩილებით ვინ ეპუება, რად მერიდება ამ სამყაროს ძალთა მფლობელი; ან თუ არსებობს მარტოობას რად ეგუება, ვინ გამცემს პასუხს?–მოუთმენლად ამას მოველი. ფიქრი წააგავს–მოლივლივე მარჯნის პოლიპებს, ვიტყვით ოდესღაც არსებობდა და მერე გაქრა, ან პირატებმა ზღვა დააფრთხეს,გემი მორიყეს, ძელზე დამხრჩვალი უიმედოდ ქანაობს აფრა. ჩვენ კი გულგრილად როგორ ვკარგავთ ძვირფას ნაწილებს, რატომ ნებდება კუნაპეტში სინათლე უკუნს; სიკვდილის ჩრდილი მეგობრისგან როგორ მაცილებს, მიტოვებს გლოვას,სამარეს და აგრძელებს გუგუნს. თითქოს მარყუჟი გამომაბეს გულმოდგინებით, ხალისს მისპობენ, მერჩიან და მიშლიან სუნთქვას; ,,ცოტაც გაუძელ,ცოტაც მეთქი სულმოდგინებით“ შენ მოიგებო–ეს სიტყვები თვითონ ხალხს უთქვამს. ვიგებდი ტყუილს–სიმშვიდეზე,უკვდავებაზე, ტკივილებს თესდა მითიური უსახურობა, სიკვდილს იმკიდა,ვერ ძღებოდა ძვალდაგრეხილი, სახეს ულპობდა გაბღენძილი უმადურობა. თუ ნებისყოფას გზას გაუხსნი,შემსუბუქდები, ეგ თავხედური საიმაყეც იქნებ დაძლიო, იქნებ დაძლიო სიჯიუტე,შენთვის ვწუხდები, ხარკად სიბილწეს იქნებ რწმენა აღარ აძლიო. ჩაქოლე დარდის ყველა ნიში,ყველა ნასახი, გაათბე გულით ნაღვლიანი უღრუბლო ღამე, სულის ბარძიმში მოთმინების ცრემლი ჩაასხი, რომ არ მოგშივდეს ერთგულების მაყოფი ჭამე. იხეტიალე მოგზაურო,დატკბი ცხოვრებით, არ დაიკარგო უპატრონო,ობოლ საფლავად, დამძიმდა მიწა ორგულების ავი ხროვებით, გაგიმეტებენ შენც ძაღლების კბილის სახრავად. მე შევიშალე,მე დავკარგე მონაპოვარი, ჭირისუფლობით თანავუგრძნობ სიმწარის მნახველს, რითმების კერვით გისახსოვრე მოსაგონარი, მიტოვებ დარდს და უღალატო მეგობრის სახელს. იქნებ დავბერდი პოეზიის უნიჭო თერძად, იქნებ მოძველდა გაცვეთილი ფუნჯით ღაღადი; მე სიყვარული ვაღიარე პლანეტის ღერძად, მესაიდუმლედ–გაცრეცილი,მუნჯი ქაღალდი...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. ეგ თავხედური საიმაყეც იქნებ დაძლიო, იქნებ დაძლიო სიჯიუტე,შენთვის ვწუხდები, ხარკად სიბილწეს იქნებ რწმენა აღარ აძლიო. ჩაქოლე დარდის ყველა ნიში,ყველა ნასახი, გაათბე გულით ნაღვლიანი უღრუბლო ღამე, სულის ბარძიმში მოთმინების ცრემლი ჩაასხი, რომ არ მოგშივდეს ერთგულების მაყოფი ჭამე. იხეტიალე მოგზაურო,დატკბი ცხოვრებით,
მომეწონა.
ეგ თავხედური საიმაყეც იქნებ დაძლიო, იქნებ დაძლიო სიჯიუტე,შენთვის ვწუხდები, ხარკად სიბილწეს იქნებ რწმენა აღარ აძლიო. ჩაქოლე დარდის ყველა ნიში,ყველა ნასახი, გაათბე გულით ნაღვლიანი უღრუბლო ღამე, სულის ბარძიმში მოთმინების ცრემლი ჩაასხი, რომ არ მოგშივდეს ერთგულების მაყოფი ჭამე. იხეტიალე მოგზაურო,დატკბი ცხოვრებით,
მომეწონა.
6. ჭა ვიცი ეს საერთოდ ისეთი ლექსია რა მართლაც დაბურული და ძალიანი დიდი ხნის წინანდელი.უბრალოდ სხვა რამის გამო ვაფასებ ამ ნაჯღაბნს. ჭა ვიცი ეს საერთოდ ისეთი ლექსია რა მართლაც დაბურული და ძალიანი დიდი ხნის წინანდელი.უბრალოდ სხვა რამის გამო ვაფასებ ამ ნაჯღაბნს.
5. მე სიყვარული ვაღიარე პლანეტის ღერძად, მესაიდუმლედ–გაცრეცილი,მუნჯი ქაღალდი... ვისურვებდი უფრო მოკლე და კონკრეტული იყოს სათქმელი გაწელილი მეჩვენა...+2 უი...სათაურიც ასეთი ქონია "დაბურული შთთაბეჭდილება"...:-* :) მე სიყვარული ვაღიარე პლანეტის ღერძად, მესაიდუმლედ–გაცრეცილი,მუნჯი ქაღალდი... ვისურვებდი უფრო მოკლე და კონკრეტული იყოს სათქმელი გაწელილი მეჩვენა...+2 უი...სათაურიც ასეთი ქონია "დაბურული შთთაბეჭდილება"...:-* :)
4. არტეს მადლობა უღრმესი :) გულწრფელად მეც მხოლოდ ეპილოგი მომწონს ამ ნაწერში. არტეს მადლობა უღრმესი :) გულწრფელად მეც მხოლოდ ეპილოგი მომწონს ამ ნაწერში.
3. მე სიყვარული ვაღიარე პლანეტის ღერძად, მესაიდუმლედ–გაცრეცილი,მუნჯი ქაღალდი...
მოეწონა არტეს:)5 მე სიყვარული ვაღიარე პლანეტის ღერძად, მესაიდუმლედ–გაცრეცილი,მუნჯი ქაღალდი...
მოეწონა არტეს:)5
2. მეორედ მიწერს აგდებულ კომენტარს ეს ადამიანი უკვე ლექსზე და ვფიქრობ ეს უნდა ვთქვა:
ურაკპარაკელებო(რა თქმა უნდა ყველას არა)
აქ იქნებით?მალე მოვალ–დამუქრების პაროდია, მაპატიეთ ბარბარიზმად ვიტყვი–ფუ რა ,,ნაროდია“; სარეზერვო login-ებით გესლი დამხვდა ნასრედინის, ,, иди насрать,ნუღარ დაწერთ“–ავტორები გასრესილი. ხელოვნება შურით მტრობას ასე ღიად ქადაგებდა, ,,ავკრიტიკის“ სახელითაც უამრავი გადაღება. სოფიზმიდან განვითარდა დაჩაგრული სნობთა კლანი, დევიზია ვინც კი დაწერს–ჩამოახრჩვეთ ან დაკალით. თქვენს ბიუროკრატიაში წესრიგი თუ ქაოსია, მინდა ყველა დაგარწმუნოთ,სნობი სააქაოსია. უამრავი გასაკიცხი,გასაკილი წამიკითხავს, თუმცა მსგავსი მეთოდებით მე არავინ განმიკითხავს. რა აზრი აქვს შეფასებას მრავალნიშნას ან ერთნიშნას? თუ სნობი ვარ თქვენნაირი გაიმეტებთ–,,ჰარი კრიშნას“. ან ქირქილი რად გჩვევიათ,ან რად ხმარობთ ვაზელინებს; უსამართლოდ გასასროლად ტალახს ან რა გაზელინებთ? ისე თქვენი ,,შედევრები“ სხვა აღნიშვნის საკითხია, ამ დროს თავში აზრად მომდის ა კაცი რა ნაკითხია. თქვენსავით რომ ავწრიალდე,ან დავიწყო მსგავსი წერა, დავიგინებ დავჩლუნგდები,თუ არა და შემეწერა. მაინც მინდა მოგეფეროთ ჩემო მისტერ პარკერებო, თქვენ ამ ლექსის მუზები ხართ აქ ურაკპარაკელებო.
მეორედ მიწერს აგდებულ კომენტარს ეს ადამიანი უკვე ლექსზე და ვფიქრობ ეს უნდა ვთქვა:

1. ამის წაკითხვას არ ვგეგმავ . ისე სათაურის მაგივრად შენ რო დადგე ბრატ? ამის წაკითხვას არ ვგეგმავ . ისე სათაურის მაგივრად შენ რო დადგე ბრატ?
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|