ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: უმა თურმანი
ჟანრი: პროზა
11 დეკემბერი, 2012


სიურ–რეალისტური სავარჯიშოები

სიუ–რეალისტური სავარჯიშოები
• გაცნობა
2050 წელი. ქალაქი თბილისოლი. არარსებული ინტერვიუ არარსებულ რესპოდენტთან:
–რამდენად უტოპიურად გეჩვენებათ ჩემი შეკითხვა, რომ საერთოდ აიკრძალოს თამბაქოს გაყიდვა ჩვენს ქვეყანაში?
–რა კარგი კითხვაა, ჰმ! – ამბობს ბატონი მ და ულვაშებში იღიმება, რომლებიც დიდი ხანია, წლებს და მოდას ჩააბარა. – არა, პირდაპირ მაოცებთ, მადმუაზელ, რა ლერსპექტიული ჟურნალისტი ბრძანდებით.
–დიდი მადლობა, მაგრამ ვშიშობ, თავში არ ამივარდეს, ამიტომ, ნუ შემაქებთ. და მაინც...
–სიამოვნებით გავისეირნებდი თქვენთან ერთად ზეთისხილების ბაღში, იცით, არა, რომ არის ასეთი?
–მართლა? აი, თქვენ კი პერსპექტიული რესპოდენტი ხართ...
–მომიტევეთ, მაგრამ მე მართლა შემიძლია, გაჩვენოთ ასეთი ბაღი.
–თქვენი ფანტაზია მაოცებს, სერ.
–მე კი თქვენი თვალები მაოცებენ. მგონია, ცისარტყელასაც მივწვდები,  თქვენ თუ მეყოლებით გვერდით.
–რა ჯენტლმენობაა. გზას აღარ მიტოვებთ უარისათვის! (წითლდება).
–წამომყევით და თავად განსაჯეთ, ზეთისხილისაა თუ ფორთოხლების. მე კი თქვენს გვერდით თავს მართლაც ფორთოხლისფერ სამყაროში ვგრძნობ. არ დაასრულოთ ინტერვიუ...
–კი, მაგრამ, რეგლამენტი? გაზეთი ხომ უნდა გამოვიდეს? და თქვენ მეუბნებით, რომ არ დავასრულო?
–ნეტავი, მაგ გაზეთის რედაქტორი მე ვიყო, მაშინ ნებას მოგცემდით. მხოლოდ თქვენ გეწერათ გაზეთში, თანაც, დაუსრულებლივ და შეუზღუდავად...
–მაშინ, გახსენით გაზეთი და დამიძახეთ, მანამდე კი უსათუოდ უნდა მიპასუხოთ ამ კითხვაზე, რომელიც, სხვათაშორის, არავისთან შემითანხმებია. ისევ არ მიქვამს? ჩვენს გაზეთს სიუ–რეალისტური სავარჯიშოები ჰქვია.
–რა საინტერესოა. ოჰ! მადმუაზელ, თქვენ მე სუნთქვას მიკრავთ და მოსვენებას არ მაძლევთ, თქვენ იმაზე მეტს აღწევთ ჩემთან, ვიდრე რომელიმე ქალს მიუღწევია... თქვენ მე აღმაგზნებთ თუნდაც ასე მოკრძალებულად ჩაცმული, და ამას ვერცერთი გამომწვევი ქალი, ან ულამაზესი დედიშობილა ვერ შეძლებდა.
–მაშ, წავიდეთ ზეთისხილის ბაღში. მოგყვებით ავანტიურაზე.
(გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები