ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჩერქეზი ლუბა
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2008


overstep

ჩვენ ყოველ დილით ვანიავებდით გრძნობებს
სარეცხის თოკზე მტვრის ტილოსავით გადაკიდებულ ტკივილებს საათობით ვაკვირდებოდით
რა სასაცილოა შორიდან
ყველანაირი ემოციისგან დაცლილები მხოლოდ ერთმანეთს ვგრძნობდით
რა რიტმულად და თბილად გიცემს გული
სასაცილოა. ვის რაში ჭირდება ჩვენი მზეზე გამოტანილი ტკივილები, მაგრამ მაინც გვეშინოდა, მაინც ჩვენი იყო...
დამფრთხალ თვალებს ვაყოლებდი ყოველ ქარის დაბერვაზე აფრიალებულ საკუთარ გრძნობებს
უცნაურია ...შორიდან ...
ყველა ადგილი შემოვიარე სადაც კი ოდესმე ერთად ვყოფილვართ
მიწაზე დამხობილი შენ სუნს ვეძებდი
ჩვენ ხომ ყოველ დილით მზეზე გამოგვქონდა ჩვენი სიყვარული გასათბობად
ჩვენ ხომ ყოველდღე ვაშენებდით იმ სამყაროს სადაც უჩვენოდ უნდა გაეგრძელებინათ ჩვენს გრძნობებს სიცოცხლე
სასიამოვნოა, ერთხელ მაინც უნდა შეხედო გარედან საკუთარ გრძნობებს
გამოიტანეთ დილით სიხარული და გადაკიდეთ სარეცხის თოკზე, მზე გაათბობს...
თუმცა შეიძლება ქარმა დაუბეროს და ტქვენი მზეზე გამოტანილი სიყვარული წაიღოს...ან სულაც მეზობლის აივანზე ჩაგივარდეთ
მაგრამ არ ჩააკითხოთ ამოსატანად...იქნებ თქვენზე მეტად ჭირდება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები