ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
13 დეკემბერი, 2012


1:25

გამუდმებით რაღაცას ვითვლი...
ბუღალტერი არ გეგონოთ...
არც მათემატიკის მასწავლებელი...
უბრალოდ მიყვარს ციფრებთან კირკიტი...
ციფრები ადამიანებს ჰგვანან...
ერთი-მეორეზე ნაკლები ან მეტი არიან...
ზოგი დადებითია და ზოგიც უარყოფითი...
შორს წაგვიყვანს პარალელებზე საუბარი...
ამას წინათ, შენგან წამოსულმა
უგზისფულობის გამო
სახლამდე ფეხით
ვიარე...
სულ რაღაც 14835 ნაბიჯი შემომეთვალა...
არაფერია, დამერწმუნე...
მე ხომ გაცილებით მეტჯერ მიყვარხარ...
ერთი კვირის უკან სტარავინსკი დაუკრეს...
ქურთუკი "ბირკაში" გადავცვალე...
521 მერგო...
შევაპირიქითე...
1 ივლისი...
25 სექტემბერი...
არასოდეს ვითვლი მევალეების რიცხვს...
არც მეგობრების თვლა მჩვევია...
ეს იგივეა, რომ საკუთარი თავი ვითვალო...
მე კი ბევრი ვარ...
მე ვარ ჩემში, შენში, მშობლებში, ღმერთში,
მეგობრებში, სიხარულში, სევდაში და ა.შ.(ში-ც)...
ვარსკვლავების თვლა მიყვარს, რადგან არ გამომდის...
ყველაფერი მიყვარს, რაც არ გამომდის...
რაც გამომივიდა, ყველაფერი დავიწყებას მიეცა,
ამოხსნილი კროსვორდივით...
ვფიქრობ, რომ ერთი და იგივე მანძილი
მხოლოდ ორ მოვლენას შორისაა:
საკუთარი თავის შეცნობა...
მანძილი ღმერთამდე...
არის მტანჯველი თვლაც: სასჯელის დღეები...
არის ბედნიერების თვლაც: ლოცვის წუთები...
არის ამაოების თვლაც: ანგარების საათი...
არის მეგობრების თვლაც: 12-1...
არის თვლების თვლაც: მზის ან დიადემის...
14831...14832...14833...14834...14835...
მოვედი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები