ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პოლტერგეისტი
ჟანრი: პოეზია
23 აპრილი, 2008


ახალგაზრდა მოხუცი ვარ

მერე რა, რომ სიჭაბუკემ გაიარა,
და ჩემს თმაში ჭაღარებიც გაერია,
მერე რა რომ წლებმა ისე ჩაიარა,
სიყვარულით ერთხელაც არ მიმღერია.
მერე რა, რომ პირველ ნაოჭს ვამჩნევ უკვე,
სახე ჭკენება,მოურწყველი ვარდის მსგავსად,
მერე რა, რომ გული ჯერ ვერ დავიოკე,
სიბერეში გარდასული წლების ფასად,
წლებმა თავის იარები დამიტოვა,
ახლა უკვე ვარსკვლავებიც გაფერმრკთალდა,
მერე რა, რომ ოცდაერთმა მიმატოვა.
სისხლძარღვებში ოცდაორიც ამიალდა.
მერე რა, რომ თავი ადრე დავიბერე,
დამათოვა ფანტელებად ჭაღარებმა,
ეს ცხოვრება ჩიხებით რომ გავიარე,
ჩადრებით რომ ჩამიარეს ოცნებებმა.
მერე რა,რომ დედის ნანას ვეღარ ვისმენ,
ჩემი ჩრდილი ამედევნა წარსულიდან,
მერე რა, რომ დაბერებას ვეღარ ვითმენ,
ახალგაზრდა მაინც არ ვარ გუშინდლიდან.
მერე რა, რომ საათს უკვე წამებად ვთვლი,
მიმაქროლებს მომავლისკენ, შთაგონება,
რომ მოხუცის კვალობაზე ჩემი მზერა,
ახალშობილ გარიჟრაჟებს ემგვანება.
მერე რა, რომ ახალგაზრდა მოხუცი ვარ,
სახე დამჭკნარს,სარკის რომ არ მეშინია,
მერე რა, რომ  უნაყოფო, ობოლი ვარ,
ჩემს მკლავებზე შვილი რომ არ მირწევია.
მერე რა, რომ ხელთავიდან დავიბადე,
მერე რა, რომ  დაბერება კვლავაც მინდა,
მერე რა ,რომ მოგონებას ვერ მივბარდე,
მერე რა, რომ ბევრი რამე აღარ მინდა.
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები