ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
27 დეკემბერი, 2012


ჯვარცმა

დამა...დამასაფლავე
იმ მზეების გადაღმა,
სადაც ქრიან ქარები,
სადაც მთვარის ჩრდილია,
ოღონდ სანამ მოვკვდები,
ნება მომეც შეგიხსნა
ეგ გული და სამოსზე
ამოსული ღილები,
ანუ შენი თავდაცვა,
ანუ ჩემი ჯებირი,
შენ ინი ხარ,მე ახლა
უკვე მქვია იანი,
მინდა შენი სხეული
დავი დავიზეპირო,
ნაწილ-ნაწილ კი არა,
ყველა უჯრედიანად,
მინდა გარეთ თოვდეს და
უსაშველოდ ყინავდეს,
შენს გულში კი გრძნობების
გადამბუგოს ხანძარმა,
მერე ერთად მოვხატოთ
დათრთვილული მინები,
ავაშენოთ ცისხელა
ჩვენი რწმენის ტაძარი,
ავაშენოთ რაც კი რამ
ქვეყნად აშენებულა,
მჯერა ხელისგულებზე
მთელს სამყაროს დავიტევთ,
სიყვარულის ჯვარცმაზე
ვიყოთ ერთად ვნებულნი,
ხოდა დამასაფლავე
აი თუნდაც ამიტომ,
დამაყარე ცრემლები
გულზე კოკისპირულად,
თუმცა ჯერ ცოცხალი ვარ,
გულის კოვზზე მიზიხარ,
შენს მიუვალ სასახლეს
გარს უვლიან გმირები,
ანგელოზიც მუხლს გიყრის,
ლამაზი ხარ ისეთი.
და გთხოვ!მოხსენ თავდაცვა,
ანუ ჩემი ჯებირი,
შენ ინი ხარ,დღეიდან
მე ვიქნები იანი,
მინდა შენი სხეული
დავი..დავიზეპირო,
არა ზედაპირულად,
ღრმად და საფუძვლიანად...
                       
                      დმ.12.2012.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები