ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევან63
ჟანრი: პოეზია
14 იანვარი, 2013


ეძღვნება ნ.ჩ.-ს

ვაზის რტოს და ვარდის ფურცლის ნანაში,
სილამაზით იასამნის სადარო,
გუდიაშვილს უხატიხარ ფერიად,
“ნაზიბროლას” სინატიფის ბადალო.

ატმის რტოში ჩაქარგული ნუში ხარ,
და სიმღერა ალიონზე ნაშობი,
დილის საარს ანგელოზი გიგალობს,
დაგციმციმებს ცისკრის ციცქნა მნათობი.

ენძელების თაიგულით გილოცავ,
გათენებას თბილისური ბოჰემის,
თავადა ხარ ბოჰემათა ბოჰემა,
გაგრძელება ქალაქური პოემის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები