ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქ რ ი ს ტ ი
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2012


გთხოვ!

გთხოვ!
ნუ გამოაცლი ფრთებს შენს სხეულზე დაყრილ ფერად პეპლებს
ჩემი სულიდან, რომ გიწილადე ...
მე უკვე აღარ ვარ...
გთხოვ!
ნუ მიატოვებ ზღვის ფსკერზე ჩაძირულ ქვიშის კოშკებს
ტალღებარეული ცრემლებით, რომ გადავხურეთ
ჩვენი სულის ნავსაყუდელად...
გზა უკვე აღარ არის...
გთხოვ!
ნუ დაივიწყებ სითეთრით დაცლილ გვირილების კონას
ტკივილი,რომ შევატოვე გაყინული სულის გასაღებად...
დრო უკვე აღარ არის...
გთხოვ!
ნუ დამიტოვებ ციდან გამოქცეულ ზამთარს,
ფრთებს, რომ უფსკრულისკენ მიაქანებს,
მეც თან წამიყოლებს...
გთხოვ!
მე ცაში მინდა, შენი სხეული,რომ დავიფარო...
მერე ძილის წინ,რომ ჩემთან ფერად პეპლებს გამოატან...
გთხოვ!
ცოტაც გაუძელი...

მარტო მეშინია  ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები