ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2008


ბარი ''ფორტუნა''



მე ხვალ მივდივარ.
დღეს მარტონი ბარში ვისხდებით
და ბევრს ვიცინებთ,
რომ დავფაროთ,
ვით გვეტირება.

ვსვათ  ''ჯინ-მარტინი''
და '' მალიბუ'',
ვშალოთ მენიუ -
დაიმალება,
რაც უთქმელად მოსათმენია.

მუსიკოსები გადაღლილან,
საქსი მიჩუმდა
და ბუხარშიაც
ნაკვერჩხლები დუნედ ღუიან
და მაგიდებზე გაწოლილა
ბოლი-ღრუბელი.
დგას ""ბლექ ლებელი',
უკლებელი,
არნაგემები.

ხედავ? -
ნაპირი,
გამვლელები,
შორი გემები
ამ ვიტრინაში
ერთდებიან
და იმათ ფონზე
ირეკლებიან არეულად
ბარის წყვილები,
ბარის კენტები ,
ალკოჰოლით განახელები .
და ისიც მოსჩანს,
რა უმწეოდ შემოყუჟულან
შენს ხელისგულში
შემცივნული ჩემი ხელები.

როგორ მაჟრჟოლებს!
რაღაც,
გამჭოლი ნიავია
ბარის კარიდან.

არაფერია!
ჩვენ გავუძლებთ!
რაა მანძილი?
ერთმანეთი ვართ,
ჩვენ ხომ
ერთად გვაქვს გაზომილი:
ალბიონიდან ვარსკვლავამდე
ერთი ფუტია,
ხოლო
გულიდან სიტყვებამდე -
საზღვაო მილი.

და ფიქრის შტორმში
ქანაობენ ჩვენი განცდები
და როგორც გინდა,
ცვალე გეზი,
ბედს ვერ გასცდები...


მაგრამ რაღაცა
მაინც არის გაუგებარი:

მომწონს თეკლე ბატონიშვილის ვერსია,ოღონდ  რეფრენულ ფინალს გრაფიკულად გამოვყოფ,უკეთესი იქნება:

ნაპირზე -ბარი,
ბარში -  წყვილი,
წყვილში- ერთობა
და ერთობაში,
ერთობაში...

მე ხვალ მივდივარ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები