ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირაკლი ბერია
ჟანრი: პოეზია
24 დეკემბერი, 2012


(მეტროს კუთხეში)

მეტროს კუთხეში გაფენილი ყვითელი აბრა
და ბრმა მუსლიმის საუბარი ღმერთის სახელით,
რომელიც არ მთხოვს თვალის ახელას
და არ იძახის – “ალაჰ აკბერ”...

ის ავადაა და მას ახველებს
და ის მახვედრებს სავსე თვალებით, -
რომ ეს ცხოვრება – აფიორაა,
რომ მხოლოდ ფულს მთხოვს ღმერთის სახელით,
- ალაჰის სახელს არ იმეორებს.

მე, ვერ ვპირდები პიზას და ესექსს,
მე, შემიძლია ვაჩუქო ლექსი,

რომელიც ომიდან გამოგზავნილ წერილს გავს,
რომელმაც ვერ მიაღწია ადრესატამდე,
რომელსაც უნდა თავის გატანა,
რომელიც ბედთან უნდა შერიგდეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები