ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
25 დეკემბერი, 2012


თათოს

შენ გკოცნის სხვა,
მე კი ვგავარ სოფლის ბოლოში მიტოვებულ სახლს,
გახსოვს სახლი შენი facebook-ის  ქავერის სურათად?
მე იქ ვარ, მარადიული ღმერთების სამეფოში,
ადამიანთაგან შორს და შენთან ახლოს
და ყოველ ღამით მე ვუკითხავ
ნიკუშას ზღაპრებს და მასთან ერთად,
როგორც ღმერთთან, ვსაუბრობ.

მე ვუყურებ ყოველ საღამოს ვინი პუხს
და მენატრება ნიკა და თათო,
მაგრამ სულ ვგრძნობ ისინი მოდიან
და დგებიან ჩემთან ახლოს, ეხლაც ესეა.

მისისიპის დაბლობი,
ამაღლებული სიცხე ჭექა-ქუხილის დროს,
ანარქია ჩემი გონების და სიმშვიდე
ტკივილების შემდეგ.
გამართლება - ხელში დაჭერილი მადლი,
ტკივილი - სევდა თვალებში და განცდა
ახლისკენ სწრაფვის და ერთგულება
ქალის, ვერაფერს იზამ.
გაუმართლებლობა - ხელიდან გაშვებული მადლი.
სინანული, სინანული და ბოლოს
სიყვარული.
ვერ გაექცევი  რეალობას,
შენ იგი გიყვარს - ბედნიერების ხმა ჩემშია
და მიხარია შენი ლამაზი თვალების დანახვა
ლექციებზე.
მიყვარხარ თბილო, ჩემო კარგო გოგო,
მე შენ მიყვარხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები