* მაჩაბლის ქუჩა ... მაჩაბლის ქუჩა... პოეტი დენდი... პოეტი ჩარჩი... აქ, ღამის ელდამ დღე გააყუჩა, აქ, ფერად დახშულ სარკმელთან დარჩი. მაჩაბლის ქუჩა, აქ, კივილია, აქ, ია-იებს გორებად რთავენ, აქ, ზაფრაც არის და იდილიაც, აქ, მუზის მცველად დამდგარა მთვარე. აქ, სისხლი ეცხოთ კედლებს ფერურჩი, აქ, მიხაკები ცეცხლივით ენთო, აქ, ლექსის ზეცის სავანე ლურჯი, ერატოს ფრთებით იფარე, ღმერთო! და სულ დაობდა ღმერთი და კაცი, არც გამკითხველი იყო არავინ, ხან ზეცა ლურჯი, ხან ზეცა ბაცი ... და ფერად თაღზე ნისლის კარავი. შენ იყავ შუა, აწყმოსთან სახით, წარსულის ხმებიც მხრებით გეზიდა, ბგერები გრიგის, შოპენის, ბახის, თუ შურის კალო _ მძლე ნემეზიდა. თუ სწორად ჩადგა მარცვალი ხნულში, აიმართება მზეც სამარიდან. ნახე, სამშობლო, გროშზე გაცვლილი, აუკენკიათ ქორებს ქარიდან. მეომრის ნაცვლად, როგორ იჩქარი, მოირგო მართალ პოეტის როლი, ყვავებმა წუხელ ძიძგნეს ცისკარი, და ლაფში გდია მზის ცხელი რგოლი. შენ კაცი იყავ, ცრემლი რომ ალტობს, შენ ლექსი იყავ და გერქვა კაცი, ლადოს ხმა შერჩა ველსა თუ ტატნობს, სნეულ გულს ახლა ეკლებს რომ აცლის. წინ გზაა მცველად აბელი უზის, ხმაა შორს _ შური მიეთ-მოეთის, ვით კვაზიმოდოს სასჯელად კუზი, წყევლაა მუდამ ბედი პოეტის...
*
სალოვკის საკანს თუკი გისჯიდნენ, ახლა პრიალა საბელს გაჩვევენ, ზღვის მოთბო ნაპირს ანდა ცის კიდეს, არც როდის იყო რომ შეგარჩენდენ. ძაღლივით ერთგულს მოტკბო ლურჯ ნისლის, და ბერ ჯარგვალში დამწყვდეულ კვამლის, დაგელანდება ბილიკი მირბის ზედაზნის ზვარში თუ ხევში ხვამლის. დაგელანდება გოგო ნინველა, უბე მზესავსე ზეცა რძისფერით, გომბორის მთის ქვეშ ამოიყელა, პატარძლის კაბა _ ალაზნის ველი. შენ მიბმული ხარ შინდების ჩრდილში, ქარი გაქცევას არსად აპირებს, როგორც მტკვარს ახლა ფერლეგა ნისლი, ადგას რიოს და სენას ნაპირებს. შენ აუნთებულ კვარივით იწვი, როგორც ჩამქრალი ასანთის ღერი, მღერიხარ, როცა ჰგონიათ ტირი, ტირიხარ, როცა ჰგონიათ მღერი. ადამიანი, მუდამ ოლეა, სიკვდილის ასლი, რომ აფრთხობს ძილი, ეს დილა ახლა მზის საცოლეა, ალუჩის ჩქამზე აიჭრა კბილი. ფიქრობ: _ რა მრჩება დასატოვარი, როცა სიცოცხლე ანცობს ალვებთან და დრო მზვერავი ავი მსტოვარი, ეშმას ჭოგრიტით გითვალთვალებდა. ვერ შეარიგე მიწა ზეცასთან, ლექსი პურთან და გულთან სამყარო, არც ის არ იცი ღმერთს რა ეწადა, სხივად იქცე თუ სულ ისაპყარო. ცხოვრებას ყველა თავიდან იწყებს, აღარ ეთმობა ფლირტი წარსულთან სად რჩება ხსოვნა ქრობას რომ ითმენს, იქნებ ტყუილად ფიქრობ დასრულდა ის რაც ჯაჭვია, თუჯი ან ტყვია, და ყველა რგოლი ერთმანეთს ებმის, თითქოს ნადირი გამორბის ტყიდან, და მერე ახალ კორომში შერბის. შენ სტრიქონივით სუსტი და გამძლე, დროის რაშს ცდილხარ რომ გაჰყოლოდი, სულს ყველა უფალს ან ეშმას აძლევს, ყველა თავის თავს ძერწავს ბოლომდის... 1996 წელი
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. სად ხარ დათო, რატომ არ "მსტუმრობ?" ია.ჯი. (მ.მ.) პატივისცემით. სად ხარ დათო, რატომ არ "მსტუმრობ?" ია.ჯი. (მ.მ.) პატივისცემით.
10. ვით კვაზიმოდოს სასჯელად კუზი, წყევლაა მუდამ ბედი პოეტის... ................. თავით ბოლომდე მშვენიერია.... როგორა ხარ დათო? პატივისცემით: (მ.მ.) ანუ: ვით კვაზიმოდოს სასჯელად კუზი, წყევლაა მუდამ ბედი პოეტის... ................. თავით ბოლომდე მშვენიერია.... როგორა ხარ დათო? პატივისცემით: (მ.მ.) ანუ:
8. "როგორც ჩამქრალი ასანთის ღერი" -პაატა ნაცვლიშვილის წერილიდან გამახსენა, "როგორც დამწვარი ასანთის ღერი." ალბათ დამთხვევაა. ნუ უწყენთ ლუს ) +2 "როგორც ჩამქრალი ასანთის ღერი" -პაატა ნაცვლიშვილის წერილიდან გამახსენა, "როგორც დამწვარი ასანთის ღერი." ალბათ დამთხვევაა. ნუ უწყენთ ლუს ) +2
7. შენ სტრიქონივით სუსტი და გამძლე, დროის რაშს ცდილხარ რომ გაჰყოლოდი, სულს ყველა უფალს ან ეშმას აძლევს, ყველა თავის თავს ძერწავს ბოლომდის... + + + ცეცხლი უკიდია ყველა სტრიქონს. 5 შენ სტრიქონივით სუსტი და გამძლე, დროის რაშს ცდილხარ რომ გაჰყოლოდი, სულს ყველა უფალს ან ეშმას აძლევს, ყველა თავის თავს ძერწავს ბოლომდის... + + + ცეცხლი უკიდია ყველა სტრიქონს. 5
6. ენ კაცი იყავ, ცრემლი რომ ალტობს, შენ ლექსი იყავ და გერქვა კაცი, ლადოს ხმა შერჩა ველსა თუ ტატნობს, სნეულ გულს ახლა ეკლებს რომ აცლის. წინ გზაა მცველად აბელი უზის, ხმაა შორს _ შური მიეთ-მოეთის, ვით კვაზიმოდოს სასჯელად კუზი, წყევლაა მუდამ ბედი პოეტის...
+ + + პირდაპირ ძარღვებში გაიარა. 5 ენ კაცი იყავ, ცრემლი რომ ალტობს, შენ ლექსი იყავ და გერქვა კაცი, ლადოს ხმა შერჩა ველსა თუ ტატნობს, სნეულ გულს ახლა ეკლებს რომ აცლის. წინ გზაა მცველად აბელი უზის, ხმაა შორს _ შური მიეთ-მოეთის, ვით კვაზიმოდოს სასჯელად კუზი, წყევლაა მუდამ ბედი პოეტის...
+ + + პირდაპირ ძარღვებში გაიარა. 5
5. გილოცავ შობა-ახალ წელს! მადლიანო და ნიჭიერო პოეტო! მრავალ წარმატებებს გისურვებ! გილოცავ შობა-ახალ წელს! მადლიანო და ნიჭიერო პოეტო! მრავალ წარმატებებს გისურვებ!
4. ჯერ რა დროშია დაწერიიილი და მერე რა მაგარიაა:)))კარგიაა ჯერ რა დროშია დაწერიიილი და მერე რა მაგარიაა:)))კარგიაა
3. "სად რჩება ხსოვნა ქრობას რომ ითმენს, იქნებ ტყუილად ფიქრობ დასრულდა"
რა მსუყე დღეა,ღმერთო ჩემო...ვტკბები! :)
"სად რჩება ხსოვნა ქრობას რომ ითმენს, იქნებ ტყუილად ფიქრობ დასრულდა"
რა მსუყე დღეა,ღმერთო ჩემო...ვტკბები! :)
2. "მაჩაბლის ქუჩა, აქ, კივილია"...
"აქ, სისხლი ეცხოთ კედლებს ფერურჩი", მეც მოგიკითხე, გიო, ბუნებრივია, ზუსტად მაგგვარი ასოციაციები პაოლოს ტრაგიზმთან. იცოცხლე, გაიხარე!! "მაჩაბლის ქუჩა, აქ, კივილია"...
"აქ, სისხლი ეცხოთ კედლებს ფერურჩი", მეც მოგიკითხე, გიო, ბუნებრივია, ზუსტად მაგგვარი ასოციაციები პაოლოს ტრაგიზმთან. იცოცხლე, გაიხარე!!
1. მაჩაბლის ქუჩასთან ბევრი რამ ასოცირდება ჩემთვის, მაგრამ პირველ რიგში - პაოლო და 37 წლის 22 ივლისი. ამიტომ არ მიყვარს ეს ქუჩა და არც ის შენობა.
მოკითხვა დავითს! მაჩაბლის ქუჩასთან ბევრი რამ ასოცირდება ჩემთვის, მაგრამ პირველ რიგში - პაოლო და 37 წლის 22 ივლისი. ამიტომ არ მიყვარს ეს ქუჩა და არც ის შენობა.
მოკითხვა დავითს!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|