ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
28 დეკემბერი, 2012


პოეტის სული

არავის ესმის ჩემი,
ერთეულების გარდა,
მოყვარეები ცოტა,
მტარვალი ბევრი დამრჩა.
ვერას დამაკლებს მტერი
ღვთისმშობლის მფარავს კალთა,
ტკივილებს ვეღარ ვებრძვი,
სხვაგვარ სამყაროს ვხატავ,
მაგრამ ვერაფერს შევცვლი,
სატანა მასობს ხანჯალს,
მტკივა ყოველი ნეკნი
იგი ძვლებამდე ატანს...
ვიცი,გაუძლებს გული,
აიტანს ტკივილს,ტანჯვას,
მაგრამ პოეტის სული
ვერ ეგუება ღალატს.
სანამ იტყოდე რამეს
მანამ დაფიქრდი კარგად!
სიტყვა წყვეტს ზოგჯერ საქმეს
სინანულს აზრი არ აქვს…
გულს დაედება კლიტე
უცებ, უფსკრულიც გაჩნდა.
მე დავიღალე შენით
მშვიდობით! აბა რა ვქნა?!



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები