 | ავტორი: აფროდიტე ჟანრი: პროზა 26 ოქტომბერი, 2008 |
ნევროლოგ ნიკოლოზ გიგაურთან,როგორც ყოველთვის,რიგი იდგა. კაბინეტთან,ბნელ დერეფანში,უამრავი ადამიანის ხმა ერთმანეთს ერწყმოდა,ბგერები ჰაერს ამძიმებდა და უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა ეს გულისგამაწყალებელი ლოდინი. ექიმის კაბინეტში შედიოდნენ და გამოდიოდნენ კმაყოფილი და უკმაყოფილო სახეები.თეთრ ხალათებში ჩაცმული აჩრდილები არ ან ვერ იღიმებოდნენ,მაგრამ მაინც ფუსფუსებდნენ. კუთხეში მიყუჟულ ქალს სიკვდილის ფერი დასდებოდა და ეტყობოდა,რომ ამ სამყაროს არ იყო.მისი თვალები რაღაცას ან ვიღაცას მიშტერებოდნენ,უაზროდ.ქალის სახე შემოდგომის ფოთოლს ჰგავდა,რომელიც ჯერ არ ჩამოვარდნილა,მაგრამ იცის,რომ ეს მალე მოხდება.თითქოს ამ ხმაურს ეშინოდა ქალის ყურთასმენის და არ ეკარებოდა მას.ეტყობოდა,რომ მას საკუთარი გონების ყველა კარიბჭე და სარკმელი საგანგებოდ ჩაეკეტა და იქ დაგუბებული წარსულის ლანდებით სულდგმულობდა. - ბუკია! - გაისმა ნისლისფერი ხმა. ქალმა ახლაღა მოაშორა თვალი რაღაცას თუ ვიღაცას და დაბნეულად უპასუხა თეთრ ხალათს,რომელიც ამ ჩაბნელებულ,ნახშირისფერ დერეფანს თითქოს ანათებდა. - აქ ვარ - ეს ხმა,ეს დაღლილი ხმა არასდროს დაავიწყდება მას,ვინც იქნება ღირსი და გაიგონებს მას.ის ჰგავდა ბობოქარი პოსეიდონის გაბრაზებას და სრულყოფილი დიოტიმას მშვენიერებას.ეს აკანკალებული ხმა შორეთიდან ისმოდა,მაგრამ საოცრად მახლობელი იყო.ის გულს ათბობდა და ამასთანავე,სულში სინანულის წვეთებს ღვრიდა.ეს იყო ხმა მდიდარი და მარტოსული. - შემობრძანდით,ექიმი გელლოდებათ! - ისევ ნისლისფერი ჩამოწვა. გელოდებათ,გელოდებათ,გელოდებათ...ჩაიღვარა ქალის გონებაში ექო და უაზრო თვალები გაჰყვნენ თეთრხალათიანს. ექიმი ნიკო,როგორც მას თანამშრომლები ეძახდნენ,ახალგაზრდა,სასიამოვნო ყმაწვილი გამოდგა.შესვლისას მას პაციენტისთვის არც შეუხედავს ისე სთხოვა ერთი წუთით დამელოდეთო.ექიმის ერთი წუთი ათ წუთად გადაიქცა,თუმცა ქალი არ შეწუხებულა ამის გამო.ჩანდა,რომ მას ხშირად უწევდა ლოდინი და ეს არსება მოთმინებითა და იდუმალი სიმშვიდით უცდიდა ახალგაზრდას. - აი,მეც მოვრჩი.მაპატიეთ!სასწრაფო საქმე იყო. - თავი გაიმართლა თეთრხალათიანმა - არა უშავს! - მოკლედ მოუჭრა ქალმა თავისი ხმით. ექიმმა თითქოს იგრძნო ამ ხმის არაჩვეულებრიობა და უცნაურობა, შეიშმუშნა,მაგრამ სწრაფად გადავიდა საქმეზე: - აბა, რამ შეგაწუხათ,რას უჩივით? - იცით.. - შეყოვნდა ხმა, - მე ამ ბოლო დროს... - თქვენი გვარი? - შეაწყვეტინა ექიმმა. - ბუკია... - ლტოლვილი ბრძანდებით? - იმ ირონიული ხმით იკითხა ექიმმა,რომლითაც ადამიანი თითქოს,აგრძნობინებს საკუთარ უპირატესობას მოსაუბრეს.მას ხომ გაუმართლა,მისი ფეხები საკუთარ სხეულს თავის მიწაზე დაატარებენ. - არა,დევნილი! - ისევ მოკლე იყო პასუხი - დიახ,დიახ,რა თქმა უნდა.რაზე შევჩერდით? - იცით,მე ამ ბოლო დროს უძილობა და თავის ტკივილები მაწუხებს. - ბევრს ხომ არ მუშაობთ? - არა,უმუშევარი ვარ. ისევ იგრძნო ექიმმა უპირატესობა... - შვილები გყავთ? -არა...პაუზა...ბნელმა წაიყვანა! - ვერ მიგიხვდით?! - დაიბნა ახალგაზრდა ექიმი. - ომში დაიღუპნენ! - ვწუხვარ... - დუმილი... ექიმი ცოტახანს უყურებდა თვალებს,რომლებიც ისევ რაღაცას თუ ვიღაცას მიაშტერდნენ.მერე რაღაც დაწერა ფურცელზე და ქალს გაუწოდა. -აი,მხოლოდ ეს წამალი გიშველით... -ძვირი ღირს,ალბათ... - ალბათ... - საიდუმლოდ ჩაიბუტბუტა ჯერ კიდევ გამოუცდელმა ექიმმა. ქალს ფურცელი არ გაუხსნია,ისე შევიდა აფთიაქში და ფარმაცევტს გაუწოდა. - რა გნებავთ,ქალბატონო? - იკითხა გაოცებულმა გოგონამ.ეტყობოდა,რომ მუშაობა ახალი დაწყებული ჰქონდა და ამ წამლების სამყაროს ჯერ არ ზიარებოდა. - ჯერ გაარკვიეთ და მერე მობრძანდით!ჩვენ დასაკარგი დრო არ გვაქვს! ქალი ვერაფერს მიხვდა,მაგრამ არც ამს შეუწუხებია მისი თვალები.მან უაზროდ დახედა ფურცელს და ამოიკითხა: "შინ,სახლში დაბრუნება თუ გიშველით!"
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. dzalian momecona!!! me maqvs es qali nanaxi... dzalian momecona!!! me maqvs es qali nanaxi...
5. მადლობა თამუ! იცი შენ რატომაც და ისიც იცი, რომ ჩემთან დადებული მოთხრობის არსს,ყველაზე უკეთ შენ გაიგებ. სუბიექტური ვარ, ვაღიარებ 10
მადლობა თამუ! იცი შენ რატომაც და ისიც იცი, რომ ჩემთან დადებული მოთხრობის არსს,ყველაზე უკეთ შენ გაიგებ. სუბიექტური ვარ, ვაღიარებ 10
4. მაგარია, პატარაა და ბევრის თქმას ახერხებს, მომეწონა!5 მაგარია, პატარაა და ბევრის თქმას ახერხებს, მომეწონა!5
3. არა. მე არ ვარ! და არც ციცინო! ეს მესამე ბუკიაზეა! ლტოლვილზე!
და როგორც ჩემს მოგვარეზე დაწერილს, - 1 ქულას ვუმატებ! 8 არა. მე არ ვარ! და არც ციცინო! ეს მესამე ბუკიაზეა! ლტოლვილზე!
და როგორც ჩემს მოგვარეზე დაწერილს, - 1 ქულას ვუმატებ! 8
1. :) მტკივნეულია ბუკია ავტორის გვარიც არის? :D :) მტკივნეულია ბუკია ავტორის გვარიც არის? :D
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|