ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
1 იანვარი, 2013


"გამიშვი!"

ზეცის დასალიერთან ისმის მთვარის გოდება,
რომ სნეული პოეტი ლიმონივით გაყვითლდა...
ისევ ვეტრფი ბოჰემას ანუ ე.წ.
მეძავებთან ვვალერსობ მკერდზე ანდა ბაყვებთან.
ღამით ხველა მაწუხებს, დილაობით ცეროზი,
ახლა ვწევარ ჰამაკში და ვგმობ უწონადობას...
ვხედავ, ღმერთი გამოჩნდა სადღაც ცის კენწეროზე,
შვებით ამოვისუნთქე, რადგან უწინ ავდრობდა!
მერამდენე სიგარეტს მოვუკიდე, აღარ ვთვლი,
ჯერაც ვერ ამოვხსენი ამ სამყაროს რებუსი...
საკუთარ თავს ვესტუმრე ძველისძველი კამათლით,
ფატალურად დავმარცხდი ბოლო გაგორებისას!
ალბათ ხვალე ერთი დღით უფრო ახლო მოვალ რომ
შევისუნთქო სიკვდილი ისე, როგორც ჰაშიში...
აშარი დედამიწა ემსგავსება ოვალურ
სფეროს, სადაც პირებზე მოგვაკერეს: "გამიშვი!"
ზეცის დასალიერთან ისმის მთვარის გოდება,
რომ სნეული პოეტი ლიმონივით გაყვითლდა...
ისევ ვეტრფი ბოჰემას ანუ ე.წ.
მეძავებთან ვვალერსობ მკერდზე ანდა ბაყვებთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები