ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: Fuckerman's Song
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2008


ფანჯარა-ჩარჩო

უარყოფა შენი(ჩვენი) რელიგიაა
ჩემი სხეულის.
შუშები
სრულყოფილება
ფანჯრის.
ოცნება ნგევაა
ყველა რელიგიის
და ფრენა
შუშიან
ფანჯრებს შორის.
აქ სიცივეა
ცხელი ზაფხულის,
რადგან აღარ
აქვს ჩემს მინებს
ჩარჩო(ფანჯრები).
....................
მინაწერი:
"ხოდა ავდგები და
წავალ ეხლა,
აქებენ დურგალ
შაქროს."
....................
მინა-სრულყოფილებაა
ფანჯრის.
მინა-(თითქმის)სრულყოფილებაა
ნაღმის.
უკვე რა ხანია
აღარ აქვს
ჩემს მინას
ჩარჩო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს