ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბალახა
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2013


...და

... და ამ დღეების უაზრო სრბოლას
ვგრძნობ, სუიციდით მოვუღებ ბოლოს...
შევეკედლები აბატს ან მოლას
ან ურწმუნოთა უგონო ქოროს!
და ამ დღეების უაზრო დასტას,
ერთხანს კრუპიე მაცდურად აჭრის...
ჩემი ლექსები ზეცამდე გასტანს,
სურნელით ღვინის და არა მაჭრის!
და ერთფეროვან დასტათა სიგრძეს
თუ მოვუგონებ რამე პერიმეტრს,
დავესახლები ვარსკვლავის ქიმზე,
როგორც ედგარ პო, პროსპერ მერიმე!
ასიათასგზის გასაჩორკნ სიტყვებს
ქურდის ქურდივით მოვპარავ ექოს...
ბოლოჯერ დავლევ, სადმე რომ მივტყვრე
და მერე მთვარე გამეპაექროს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები