ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბაჩო.
ჟანრი: პოეზია
5 იანვარი, 2013


*

ხასიათი წაგიხდა,
შეიშალა ზამთარი,
აღარა აქვთ გმირებსაც დღეს სიკვდილის უფლება,
როგორც ადრე ხდებოდა,
დღესაც ისე განიცდი,
რომ დაკარგე ძალა და გიღალატეს მუხლებმა.

უკვე ისე აცივდა,
აზრი არ აქვს ტყუილებს,
ახლა უნდა დაჯდე და, მოუსმინო მუსიკას,
შენ კი იმის მაგივრად, სიყვარულით კვდებოდე,
კვდები მაგრამ, უაზროდ უსასრულო პულსი გაქვს.

დაგაღამდა გზაზე და,
არ გიშველა არავინ,
ამას სულ არ განიცდი, და თან მაინც არ გჯერა,
რომ ვიღაცა გელის და, ცხოვრობს შენი გულისთვის,
შენზე ფიქრობს მთელი დღე, და თავს მაინც აჯერებ


გადაივლის ზამთარი
გადაკვეთავ ჯვარედინს,
(მაგრამ ისევ განიცდი), გიღალატეს მუხლებმა,
ახლა უკვე ძნელია, ცხოვრობდე და კვდებოდე
როცა გმირებს არა აქვთ სიყვარულის უფლება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები