ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გ1313
ჟანრი: პოეზია
7 იანვარი, 2013


მადამ

ბახუსის დოქიდან თუ მისხამ განთიადს,
მთვრალი მთვარესავით არ მყოფნის ორბიტაც,
მაისი რომ გმოსავს სწორედ ეგ დაგღუპავს,
აპრილის ქარით და პერანგით მოგიტაც!
აისის ფერები გეღვრება ღაწვებზე,
სარკმელზე ყინვისგან გაგონებ ნაორთქლარს...
სიზმრიდან სიზმარში ყოველ ღამ დაგეძებ,
და დილას ვიწყები ლექსით და ბოთლიდან...
არ გინდა კუპიდონ ისრები,დანებდი!
აბსურდის სპეკლტაკლი დასრულდა უჩვენოდ...
წახვედი ,სამყაროს მოხურე კარები
კარს უკან სამყაროც უჩვენოდ დასრულდა...
სივრცეებს გავცურავ,სიზმარშიც მოგძებნი!
მთვარეს სიმთვრალეს რაღა დაავიწყებს...
აისის ფერები შოპენის ნოტებში.
დილას კი ისევ ბოთლიდან დავიწყებ!
ბახუსის დოქიდან დამისხ განთიადი!
მთვრალი მთვარესავით არ მეყოს ორბიტაც,
მაისი ჩაიცვი ახლაც რომ დაგღუპოს,
აპრილის პერანგით მე ისევ მოგიტაც!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები