ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბენ-ჰური
ჟანრი: პოეზია
10 იანვარი, 2013


რჩევა მდიდარს

თუ ცას და მიწას დღეს აზანზარებ,
აუცილებლად შენს სახლთან ახლოს,
იწვება სადმე ვინმე ლაზარე
და მე გირჩევ, რომ მიხვიდე, ნახო,

მიუსალბუნო ბეჩავს წყლულები,
ძაღლის სალოშნი არ გახდეს კაცი!
თორემ შეგრჩება აქლემს ფულები
და ნემსის ყუნწთან მოგივა მარცხი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები