მაა... შენ არასოდეს შეგიმჩნევია, ჩემს თვალებზე სისველე და არც არასდროს მიმხვდარხარ,რატო ტკივა ჩემს წარსულს ყოველი შემოდგომა...
მაა... შენ არასდოს არ დაგინახავს, ზღვის ნაპირებთან მოწანწალე ჩემი სხეული, სული, რომ ტალღებისკენ ეღვრება, რომ ეცლება....
მაა... შენ არასოდეს გიგრძვნია შენი "დამჯერი შვილის" უარაფრო გული, მკერდიდან, რომ თანდათან ელევა, რომ ესხვისება, შენი ნაჩუქარი უმანკოება...
მაა... შენ არასდროს, არ შეგიმჩნევია ჩემი მარცხენა, ტკივილით, რომ ინახავს დანით დასერილ პიველ სიყვარულს...
მაა... შენ არასოდეს არ დაგინახივარ მუხლებდაკარგული და არც დაგითვლია, რამდენჯერ დაანარცხეს მიწას შენი პატარა გოგოს გაყინული სხეული... არც არასდროს აგიყენებივარ...
მაა... შენ არ იცი, თუ რატომ ათენებს, ჩემი სული მუქად დაფარულ დღეებს... ან რატომ იმზადებს ზეცას სამუდამო ნავსაყუდელად ...
მაა... შენ ახლა გძინავს საოცარი სიმშვიდით სავსეს... და შენს სახეზე ჩაფენილ ნაოჭებს, დრო კი არა ღიმილი ემატება დაწყვეტილ ხაზებად...
მაა... მშვიდად იძინე...
მეც მალე მოვალ...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა..ტკივილიანია.. :) მომეწონა..ტკივილიანია.. :)
5. უღრმესი მადლობა დავით :*:*:*:* უღრმესი მადლობა დავით :*:*:*:*
4. ექსპრომტად :))
"გულმა იგუგუნა, ცრემლი ამოღვარა, მომინდა, დამეწერა სტროფი ამ ტკივილზე. არ ვიცი, ვინა ხარ, დიდი თუ პატარა. უბრალოდ კარგად წერ სევდაზე, სიკვდილზე."
წარმატებები ექსპრომტად :))
"გულმა იგუგუნა, ცრემლი ამოღვარა, მომინდა, დამეწერა სტროფი ამ ტკივილზე. არ ვიცი, ვინა ხარ, დიდი თუ პატარა. უბრალოდ კარგად წერ სევდაზე, სიკვდილზე."
წარმატებები
3. დიდი მადლობა :* დიდი მადლობა :*
2. საოცარია <3 საოცარია <3
1. მიყვარს ლექსად გადაქცეული ტკივილი მიყვარს ლექსად გადაქცეული ტკივილი
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|