ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: პოეზია
11 იანვარი, 2013


შუაღამის სიზმარი

ზამთარია, ჩაბნელებულ ფანჯრებს ქარი აწყდება.
ახლა მართლა სიგიჟეა სიყვარულის დაწყება,
მაგრამ სიზმარს მოერევა ფიქრი მონარჯულები?
მომიხვალ და მოღიმარი ჩუმად მეჩურჩულები:

- მგონი რაღაც გვემართება,დრო საამო ახლოა...
- ნასახლარი გული მუდამ კარგი სამოსახლოა.

- ამ უკუნით და სიცივით,იცი,რა დაიწყება?
- ჩანაღვლული გოლეული - მწარე თავდავიწყება.

- ნუთუ მართლა ასეთი ხარ? ნუთუ მართლა შენა ხარ!
- ჰო,ვისწავლე სინაზეთა გულისგულში შენახვა.

- რა მლაშეა ზღვის წყალივით ეგ თვალები,სველები!
- ..., ..!
  და ღივდება ზამთრის ხნულში თესლი დანასვენები.

  ქარი ღმუის, ჩაბნელებულ ფანჯრებს ფრთებით აწყდება.
  ო, რა ბრძნული სიგიჟეა სიყვარულის დაწყება!

                                                                            1993

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები