(ციკლიდან: ,,ნათავედი“)*
ზოგჯერ უღრანში დაეხეტები, გხვდება, რაც ქვაა, ანდა კეტია, ან ქარი გაყრის, რაც ცისქვეშეთში ტყუილ-მართალი დაუხვეტია, გაუძელ დროს და მიენდე ღიმილს! - ტრაფარეტია, ეტიკეტია.
მოხდება ისიც, ტყუი და იცი, თავისმართლება - მეტისმეტია, სხვა გზა არ არის, ხმაგაკმედილმა გადაიტანე პერიპეტია.
მაგრამ თუ იცი სიტყვა მართალი, თუ გულში სიტყვა ვერ დაგეტია? თქვი, ამოხეთქე, ამოისუნთქე, გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია, გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია!
გასაწყვეტია.
- - - - - - - - *,,ნათავედი'' - არყის ხდისას წამოსული პირველი ჯერი, ნაკლებგრადუსიანი. ამ სათაურიან ციკლში ვაერთიანებ ლექსებს, რომელიც თავისებური მოცალეობისას, ჩემთვის მნიშვნელოვან ლექსთა შუალედებში იწერება. როგორც წესი, წინ უძღვის რაღაც უკეთესს. :)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. მ.ჭ.! მადლობა, რომ წაგიკითხავთ და მოგწონებიათ. :) ეს არც მახსოვდა. მ.ჭ.! მადლობა, რომ წაგიკითხავთ და მოგწონებიათ. :) ეს არც მახსოვდა.
14. რა უცნაურად მომეწონაა :))))))))))))))))))))) ^_^ რა უცნაურად მომეწონაა :))))))))))))))))))))) ^_^
13. მართლა შემომიყვანა ამ კომენტარებმა.ნათავედი იმერეთში არ ვიცით,ეგ სიტყვა უცხოა,მაგრამ პირველ ჯერზე რომ უფრო მაღალ გრადუსიანი გადმოდის,ანუ სპირტი,ამას მეც ვეთანხმები. კიდევ მუხას ნათქვამმა გამაკვირვა. "რახი"არის დაბალგრადუსიანი და ბოლოს გადმოსული.....სწორედ რახს აბრუნებენ და ორნახადი გადმოდის უფრო მაგარი .მოკლედ,ყველა კუთხეში სხვადასხვა ქვია.:) მართლა შემომიყვანა ამ კომენტარებმა.ნათავედი იმერეთში არ ვიცით,ეგ სიტყვა უცხოა,მაგრამ პირველ ჯერზე რომ უფრო მაღალ გრადუსიანი გადმოდის,ანუ სპირტი,ამას მეც ვეთანხმები. კიდევ მუხას ნათქვამმა გამაკვირვა. "რახი"არის დაბალგრადუსიანი და ბოლოს გადმოსული.....სწორედ რახს აბრუნებენ და ორნახადი გადმოდის უფრო მაგარი .მოკლედ,ყველა კუთხეში სხვადასხვა ქვია.:)
12. მომეწონა და სათაური (ციკლიდან "ნათავედი) ძალიან პოეტური და ჩემთვის კარგად გასაგებად გადმოცემულ შინაარს ატარებს. ავტორს უამრავი, , მრავალმნიშვნელოვანი რამ აქვს მარაგში და ხანდახან უცბად მოსდის მუზა და ამბობს სათქმელს, რაც ნიშანია იმისა, რომ უფრო ძლიერ და ემოციურ, საინტერესოს ველოდოთ შემდეგ ჯერზე. მე ასე გავიგე. რაც შეეხება თუ არყის ხდის პირველ ჯერს სხვადასხვა კუთხურში სხვადასხვანაირად, რომ უწოდებენ რა გასაკვირია, და დარბაისელის მოცემული რა თქმა უნდა სწორია, მაგ. გურიაში არაყის გამოხდისას პირველ ჯერს "რახი" ქვია, სადღაც მა პირველ ჯერს "ჟიპიტაურსაც" ე. ისე ვისაც თვად არ არაყი არ გამოუხდია, იმან ზეპირად არ უნდა წეროს "როგორია პირველი ჯერი არყის ნახადი" მე თბილისის ცენტრში ბარნოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი იტალიური ეზოს, რომ ეძახიან და ჩვენი ოჯახი ზაფხულობით ეზოშივე დაახლოებით 25- ლიტრა სუფთა არაყ ს ვხდითით, გვქონდა კასრები, დაჭყლეტილი ხილით ცავსე, მერე გავიდოდა დრო და გაზზე ვდგამDით ქვაბს და მოკლედ პირველი ჯერძე, მერე იმას ისევ შეატრიალებდნენ, მერე 3მედ და მაგარი გრადუსიანი გამოდიოდა, ასე, რომ დარბაისელი მართალს ამბობს, ხოლო სად რა ქვია მაგ პირველ ჯრს რა მნიშვნელობა აქვს, თუ გინდა სინია დაარქვი, მთავარია რას ამბობს ავტორი მაგით. ისე ხის კიბეს ხეძე ასასვლელს გურიაში პწკალა ქვია , კახელები რას ეძახიან?! მომეწონა და სათაური (ციკლიდან "ნათავედი) ძალიან პოეტური და ჩემთვის კარგად გასაგებად გადმოცემულ შინაარს ატარებს. ავტორს უამრავი, , მრავალმნიშვნელოვანი რამ აქვს მარაგში და ხანდახან უცბად მოსდის მუზა და ამბობს სათქმელს, რაც ნიშანია იმისა, რომ უფრო ძლიერ და ემოციურ, საინტერესოს ველოდოთ შემდეგ ჯერზე. მე ასე გავიგე. რაც შეეხება თუ არყის ხდის პირველ ჯერს სხვადასხვა კუთხურში სხვადასხვანაირად, რომ უწოდებენ რა გასაკვირია, და დარბაისელის მოცემული რა თქმა უნდა სწორია, მაგ. გურიაში არაყის გამოხდისას პირველ ჯერს "რახი" ქვია, სადღაც მა პირველ ჯერს "ჟიპიტაურსაც" ე. ისე ვისაც თვად არ არაყი არ გამოუხდია, იმან ზეპირად არ უნდა წეროს "როგორია პირველი ჯერი არყის ნახადი" მე თბილისის ცენტრში ბარნოვის ქუჩაზე ვცხოვრობდი იტალიური ეზოს, რომ ეძახიან და ჩვენი ოჯახი ზაფხულობით ეზოშივე დაახლოებით 25- ლიტრა სუფთა არაყ ს ვხდითით, გვქონდა კასრები, დაჭყლეტილი ხილით ცავსე, მერე გავიდოდა დრო და გაზზე ვდგამDით ქვაბს და მოკლედ პირველი ჯერძე, მერე იმას ისევ შეატრიალებდნენ, მერე 3მედ და მაგარი გრადუსიანი გამოდიოდა, ასე, რომ დარბაისელი მართალს ამბობს, ხოლო სად რა ქვია მაგ პირველ ჯრს რა მნიშვნელობა აქვს, თუ გინდა სინია დაარქვი, მთავარია რას ამბობს ავტორი მაგით. ისე ხის კიბეს ხეძე ასასვლელს გურიაში პწკალა ქვია , კახელები რას ეძახიან?!
11. ნაია, მაკაგელაშვილი, მანანა ქურდაძე, შენი ლუ, jonatan livingstoni. ტრისტანი. კახა გრძელიშვილი და არამითი777 ჩემო კარგებო, წინასწარ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს
არამით ძვირფასო! სწორედ ახლა ვესაუბრე ერთ კახელ ნათესავს, გურჯაანელს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ვერსია დაადასტურა. (თქვენიც გავაცანი).თუმცა მითხრა, მაგას კახელები წინწანაქარს ვეძახით, ნათავედი უფრო ქართლურიაო. თქვენი ვერსია კიდეც რომ ყოფილიყო უფრო სწორი. კონცეპტუალურად ჩემს ჩანაფიქრში ბევრი არც არაფერი იცვლებოდა. მადლობა საინტერესო კომენტარისთვისა და ასევე, გულწრფელად გამოთქმული აზრისთვის. :) ნაია, მაკაგელაშვილი, მანანა ქურდაძე, შენი ლუ, jonatan livingstoni. ტრისტანი. კახა გრძელიშვილი და არამითი777 ჩემო კარგებო, წინასწარ გილოცავთ ნათლისღების დღესასწაულს
არამით ძვირფასო! სწორედ ახლა ვესაუბრე ერთ კახელ ნათესავს, გურჯაანელს. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემი ვერსია დაადასტურა. (თქვენიც გავაცანი).თუმცა მითხრა, მაგას კახელები წინწანაქარს ვეძახით, ნათავედი უფრო ქართლურიაო. თქვენი ვერსია კიდეც რომ ყოფილიყო უფრო სწორი. კონცეპტუალურად ჩემს ჩანაფიქრში ბევრი არც არაფერი იცვლებოდა. მადლობა საინტერესო კომენტარისთვისა და ასევე, გულწრფელად გამოთქმული აზრისთვის. :)
10. არყის ხდისას წამოსული პირველი ჯერი არის ყველაზე მაღალგრადუსიანი ქალბატონო ნინო,ესაა ასე ვთქვათ სპირტი,რომელსაც მოსდევს მყრალი ეთერზეთები,რაც განაპირობებს ჭაჭის არომატს,იმ შემთხვევაში,თუ გამოსახდელ სითხეს პირველ 5-7 პროცენტს მოვაცილებთ,(ანუ დაახლოებით 1 ლიტრამდე ამ სპირტს,) ჭაჭა გამოდის საკმაოდ რბილი და სასიამოვნო დასალევი,სიმყრალე თითქმის აღარა აქვს,მაგრამ ეს 7 პროცენტია ზუსტად,რომელიც განსაკუთრებულ სიმაგრეს აძლევს ამ ერთობ სპეციფიკურ,ცეცხლოვან სასმელს.. :)
ლექსი არ მომეწონა,დაველოდები უკეთესს:) არყის ხდისას წამოსული პირველი ჯერი არის ყველაზე მაღალგრადუსიანი ქალბატონო ნინო,ესაა ასე ვთქვათ სპირტი,რომელსაც მოსდევს მყრალი ეთერზეთები,რაც განაპირობებს ჭაჭის არომატს,იმ შემთხვევაში,თუ გამოსახდელ სითხეს პირველ 5-7 პროცენტს მოვაცილებთ,(ანუ დაახლოებით 1 ლიტრამდე ამ სპირტს,) ჭაჭა გამოდის საკმაოდ რბილი და სასიამოვნო დასალევი,სიმყრალე თითქმის აღარა აქვს,მაგრამ ეს 7 პროცენტია ზუსტად,რომელიც განსაკუთრებულ სიმაგრეს აძლევს ამ ერთობ სპეციფიკურ,ცეცხლოვან სასმელს.. :)
ლექსი არ მომეწონა,დაველოდები უკეთესს:)
9. კაგია ნინო, როგორც ყოველთვის :) კაგია ნინო, როგორც ყოველთვის :)
7. წინა ლექსზეც მინდოდა მეკითხა "ნათავედი" რა არის-თქო:)
ეს კარგი სიტყვაც ხო გავიგე და ლექსიც , თავისთავად, მომეწონა. წინა ლექსზეც მინდოდა მეკითხა "ნათავედი" რა არის-თქო:)
ეს კარგი სიტყვაც ხო გავიგე და ლექსიც , თავისთავად, მომეწონა.
5. თქვი, ამოხეთქე, ამოისუნთქე, გაწყდეს იქ , სადაც გასაწყვეტია, გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია!
++ თქვი, ამოხეთქე, ამოისუნთქე, გაწყდეს იქ , სადაც გასაწყვეტია, გაწყდეს იქ, სადაც გასაწყვეტია!
++
4. ძალიან მომეწონა!!! :) ძალიან მომეწონა!!! :)
3. დაველოდები რაღაც უკეთესსაც. პატივისცემით. დაველოდები რაღაც უკეთესსაც. პატივისცემით.
2. ძალიან კარგია.+++++ ძალიან კარგია.+++++
1. ,, ნათავედი'' - არყის ხდისას წამოსული პირველი ჯერი, ნაკლებგრადუსიანი. ამ სათაურიან ციკლში ვაერთიანებ ლექსებს, რომელიც თავისებური მოცალეობისას, ჩემთვის მნიშვნელოვან ლექსთა შუალედებში იწერება. როგორც წესი, წინ უძღვის რაღაც უკეთესს. :) ,, ნათავედი`` - არყის ხდისას წამოსული პირველი ჯერი, ნაკლებგრადუსიანი. ამ სათაურიან ციკლში ვაერთიანებ ლექსებს, რომელიც თავისებური მოცალეობისას, ჩემთვის მნიშვნელოვან ლექსთა შუალედებში იწერება. როგორც წესი, წინ უძღვის რაღაც უკეთესს. :)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|