ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დიოტიმა
ჟანრი: საბავშვო
15 იანვარი, 2013


ნინო დარბაისელი ,,როგორ მოვაშოროთ ლაქა ძვირფას კაბას"

ნუ ენდობი იმას,
ვინც ბევრ ილაქლაქებს.
მე გასწავლი, როგორ
მოერიო ლაქებს:
დაგჭირდება ნემსი,
თეთრი ძაფი კიდევ.
დალაქული კაბა
ფრთხილად ჩამოკიდე.
ამობლანდე ირგვლივ
ლაქა თეთრი ძაფით,
იმუშავე ნელა,
ნუ იქნები სწრაფი.
ამოჭერი მაკრატლით
დამჩნეული ლაქა.
ჭირი იყოს იქით,
ლხინი - იყოს აქა!

:)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები