ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
16 იანვარი, 2013


ჩემო საქართველო

ჩემო საქართველო, ჩემო საქართველო,
ბურჯო, თვალის ჩინო, ჩემო სასახელო,
ნუთუ ერთხელ მაინც ჟამი არ დადგება,
შენი სახელი რომ ცრემლით არ ვახსენო!..
ჩემო საქართველოვ, მტერ-მოყვარის ბინავ,
ზეცავ საუფლოო, მიწავ როგორ რკინა,
მიდით! შეეცადეთ იქნებ მომიძებნოთ,
კუთხე ჩემი სისხლით რომ არ შეღებილა,
ერთი მუჭა ხორცი მამულს შევსწირე, რომ
სახლი ჩემი ძვლებით ამეშენებინა!..
ჩემი მეუღლისა, თმების ნაწნავითა,
ვაზი ვენახშიდაც გამეშენებინა,
წვენი საარაკო, ვაზის ნაჟურიდან,
ღვინო ქვეყარანაზე გამევრცელებინა...
და ახლა, შენს თვალწინ, ჩემო საქართველო,
ამ ვაზის ნაჟურმა, დე, მხეცად მაქციოს,
ნერგო კეთილო და ჩემო სანატრელო,
ღმერთო შენ დიდება, ღმერთო შენ აქსიოს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები