ჰოოოდა, რას გიყვებოდიით? უი, ჰო, გამახსენდა... ფასანაურში გამგზავრების ამბები უნდა მომეყოლა თქვენთვის. რამდენი დრო გასულა, როგორ მომენატრეთ. მოკლედ მე, დედაკო, მამაკი, ანიჩკა, ზიზიკო(ლიზიკო) ნათლია(მაშინ ჯერ ჩემი ნათლია არ იყო მაგრამ მაინც...), მარიკა და სალი კვირას დილით ზიარების შემდეგ ჩავსხედით ნივთებით საცოდავად დამძიმებულ მანქანაში და დავიძარით მთიულეთის მიმართულებით. ვაი, რა ლამაზობა იყოოოო... გაშტერებული ვიყურებოდი ფანჯრის მიღმა, მინდოდა ყველაფერი შემემჩნია, ერთმანეთზე გადაბმული მთები და მათ შორის დაკლაკნილი არაგვი, გამოქვაბულები მთის კალთებზე და ტაძრები კუნწუხებზე...
დედაკო ადგილზე ცქმუტავდა, ერთი სული ჰქონდა რაღაც დაცული წყალი, თუ წყლის საცავი დაენახა. ჟინვალი, ჟინვალიო გაიძახოდა. მოკლედ როგორც იქნა გამოჩნდა ეს დამცავი კი არა და დაცული, ფუუუ წყალსაცავი ვეღარ ვთქვი რა... ნეტავ ამხელა სიტყვებს ვინ იგონებს მანახა პასუხს მოვთხოვდი. ასეთი რამ პირველად ვნახე და მომეწონა სხვათა შორის, გარშემო ამსიმაღლე მთები ჰქონდა და შუაში მართლა დაცული იყო, მივხვდი რატოც ერქვა წყალსაცავი... გამიჩერეთო და გაუჩერეს, სანამ ყველა არ გადაიყვანა არ მოისვენა. ჩემი დედულეთიაო, ნახეთ რა ლამაზიაო, აი ამ სილამაზის ყურება როგორ უნდა მოგბეზრდესო.... -არ მოგბეზრდეს კი არა, დროზე მივიდეთ ბავშვი დაიღალაო. გავახსენდი მამაკის როგორც იქნა. ცოტაც გავიარეთ და ისევ აყვირდა დედაკო გამიჩერეთ ციხესთანო. აუუუუფ, ციხე თუ გინდოდა ამხელა გზაზე რას წამოგვიყვანე დალოცვილო, გლდანი უფრო ახლოს არაა? მაგრამ მაგას სახელი გაუტყდა ცოცხის ამბავში და ეტყობა იმიტომ არ უნდოდა იქ. კიდევ ჩამოვედით მანქანიდან. ციბრუტივით დატრიალდა, ნახეთ ყველა ჩუქურთმა ხვადასხვანაირიო, ჩემს წინაპრებს აქ რამდენი სისხლი დაუღვრიათო, რაღაც გვირაბიც იყო ეხლა გაუქმებულიაო. ათასი ისტორია მოჰყვა სად მქონდა მისი მოსმენის თავი? მამაკის თავი დავადე და... როცა გავიღვიძე უკვე ფასანაურში შევდიოდით. თუმცა გაცადა ვინმემ სახლამდე მისვლა? აქაც გააჩერეთო. ისევ ყველა ჩამოვიდა, თუმცა უკმაყოფილო სახეებით. აჟიტირდა, ასეთ სილამაზეს ვერსად ნახავთო, თეთრი და შავი არაგვის შესართავიაო. მართლაც ულამაზესი იყო, საშინელი სისწრაფით მომავალი ორი სხვადასხვა ფერის მდინარე ერთმანეთს ხმაურით ეხეთქებოდა, თითქოს ორივეს სურდა დაენახებინა- მე პირველი და მთავარი ვარო, ულამაზეს აქაფებულ ზვირთებს ქმნიდნენ და ცოტა უფრო ქვევით დამშვიდებული, დაზავებული მხარეებივით ერთად მიუყვებოდნენ კალაპოტს. ნანახმა ყველა დაადუმა. ისევ მე გავახსენე რომ სახლში მინდოდა და როგორც იქნა ჩავედით ლუიზა ბებოსთან. გულღია მასპინძელი უკვე გველოდა ყველაფერი გაემზადებინა ჩვენთვის. სანამ ესენი დალაგდებოდნენ გემრიელად გეახელით და დავიძინე.
საღამო ხანი იყო, სადღაც წასასვლელად ემზადებოდნენ და მეც რომ გავიღვიძე გაუხარდათ. მომკიდეს ხელი და ჩემი ეტლიანად სადღაც წამიყვანეს. ამბობდნენ პლაჟზე მივდივართო. ეხლა აგიხსნით ეგ რაც იყო, იქნებ ჩემსავით ვინმემ არ იცის. მოკლედ, აი ის არაგვები წეღან რომ შეერთდნენ, აქ უკვე ცალ-ცალკე მოდიოდნენ ჩვენი სახლიდან თეთრი არაგვი მოსჩანდა. ჰოდა, მის ნაპირას მივედით. ბალახზე პირსახოცები გაშალეს, მერე წივილ კივილით ჩავიდნენ წყალში, ამოვიდნენ დაწვნენ და დაიწყეს გაშრობა. ვერაფერი გავიგე, მე რომ მაბანავებენ პირსახოცით მამშრალებენ და თვითონ მზეზე რატომ შრებიან მეთქი ვფიქრობდი. ჯერ ბოლომდე მშრალები არ იყვნენ ისევ "ცვია" "ცივიას" ძახილით ჩავიდნენ წყალში. მამა ცხონებულო, თუ ისევ უნდა დასველდე რაღატო შრები? ან წეღან თუ ცივი იყო ეხლა სათავესთან გამათბობელი კი არავის დაუყენებია რომ გამთბარიყო? ხომ იცოდი ცივი რომ იყო რაღას ჩადიოდი? ვერ არიან მგონი ესენი მთლად დალაგებულები, კი არა და იმაზე გიჟები ყოფილან, ვიდრე მე მეგონა... ნეტა სხვისი მშობლები ასე უბერავენ? ამათ ყურებას ისევ ძილი ვამჯობინე თან ასეთ ჰაერზე ჩრდილში კოტრიალს რა სჯობდა. რყევამ გამაღვიძა. ესენი მგონი ბოშები არიან. სულ დადიან, სულ სადღაც ეჩქარებათ. მე არ ვივლი ამდენს, როცა გავიზრდები ვიწვები ჩემთვის სახლში ტელევიზორთან... ახლა მივხვდი ვის ვგავარ, გეფიცებით ამათი შვილი რომ ვიყავი ეჭვი მეპარებოდა, ისე უცნაურად იქცეოდნენ არ მესმოდა მაგრამ, რესტორანში მიდიოდნენ თურმე და იქ შესულებმა 6 ადამიანზე 120 ხინკალი რომ შეუკვეთეს, იქ გადავწყვიტე, რომ ჩემი მშობლები ესენი იყვნენ ნამდვილად და ბოლო იმედიც, იმის თაობაზე, რომ ნამდვილ დედ-მამას ვიპოვიდი და ისინი მაინც იქნებოდნენ ნორმალურები, სამუდამოდ დასამარდა...
სახლში ცუდ ხასიათზე დავბრუნდი. აბა, როგორ უნდა ვყოფილიყავი? ჩასკდნენ თვითონ და მე ხინკლის წვენიც კი არ მაღირსეს. ვაიმნეეე, აი ვაიმნეეე რაააა, ჯერ გავიზარდო დაბერდებიან და თუ ვაღირსო ჭამა ნახონ. მეც ასე უნდა ვაყურებინო როგორ ვჭამ და ამათ რძე ვასვა, ფაფები ვტენო და პამპერსები ამოვაკრა... ხასიათი რამ გამომიკეთა იცით? სახლში რომ მივედით სინათლეზე დავინახე ყველა და გაწითლებულები იყვნენ. მასე იცის ხინკალმა მეთქი ვფიქრობდი გაბრაზებული. თურმე მზეს ცოდნია. აბა რომ იწვნენ და ხმებოდნენ არაგვის პირას რა ეგონათ? ეხლა იარონ წითლებმა... სარკეში ჩემი თავი დავინახე და მე ისევ თეთრი რომ ვიყავი გამიხარდა... იმ ღამეს ძალიან მშვიდად მეძინა, მომეწონა სუფთა ჰაერზე ყოფნა სულ არ წამიყვანონ ნეტა თბილისში მეთქი ვფიქრობდი.
მოკლედ ასე გრძელდებოდა ყოველ დღე, დილით ხმებოდნენ, შუადღისას ერთმანეთს რაღაც მაზებს უსმევდნენ დამწვრობის გამო, საღამოს სეირნობდნენ, მერე ისევ ხმებოდნენ და თითქმის ყოველ დღე მაყურებინებდნენ როგორ სკდებოდნენ მთიულური ხინკლით ხაბიძგინით და კიდევ ათასი სასუსნავით. ფუ, ღორები! აი, ხომ ოცნებობენ, რომ ვილაპარაკო? ამათ ერთ სიტყვას არ ვაღირსებ. უკვე გავებუტე და როდის გამოისყიდიან დანაშაულს არ ვიცი.
ერთ საღამოს ახალგაღვიძებულმა ფაცი-ფუცი შევნიშნე. თურმე ჩემი ნათლია სოფო და მისი მეუღლე თემო ბიძია მოდიოდნენ, დედაკოს მეგობარ ირაკლი ბიძიასთან ერთად. მამაკი ეუბნებოდა წალამი წამოიღეთო. ნეტა ჩემთვის მოჰქონდეთ ეგ წალამია თუ რაღაცა მეთქი მიხაროდა. შენც არ მომიკვდე, მე ვის ვახსოვდი? თურმე ტოტები ყოფილა ცეცხლის დასანთებად. რომ დავინახე გავიგუდე სიცილით. ეგ ხომ ეზოშიც ეყარა და სახლის უკან ტყეშიც ბევრი იყო, თბილისიდან რომ არ მოეტანათ? აი, ხომ ვამბობ გიჟები არიან მეთქი. ხალხი არა ხართ? რისთვის გიყვებით ჩემს გაჭირვებას მიშველეთ ვინმემ წმიყვანეთ ამათგან სანამ მეც გამაგიჟეს ეს ჭკვიანი ქალი... მერე რაც მოხდა ძალიან მომეწონა, მწვადები შეწვეს(მართალია ისევ არ მაჭამეს, მაგრამ მწვადის გემოთი ვჭამდი ფაფას და ეგეც მომეწონა), სუფრა გაშალეს, ღვინო მოიტანეს და ისეთი ლამაზი ქართული დროსტარება დაიწყეს მეც მომინდა ლაპარაკი მცოდნოდა და ერთი ორი ჩემებურიც მეთქვა... მშვიდობით და საქართველოს მთა-ბარის დალოცვით რომ დაიწყეს, მამაკიმ თავისი რაჭა გიხსენა და ცრემლი მოადგა მონატრებისაგან. ტირილი და-ძმების დალოცვისას განაახლა(დაც და ძმაც საქართველოში არ ჰყავს და მგონი ამის მერე გაგიჟდა...), წასულების სადღეგრძელოზე ხომ მთლად მეორე დაცული წყალი დააყენა ოთახში. დედაშვილობის დალოცვისას უკვე დედაკოს მოერია ცრემლი, მეც ძალიან ძალიან ჩავეხუტე. აბა სხვანაირად ვერაფერს ვაგებინებდი. იყო ერთმანეთის კოცნა-პროშტვნა, ბეეევრი სითბო და იმდენი სიყვარული, რომ მთელ მსოფლიოს ეყოფოდა გულების გასათბობად. არ ვიცი გითხარით თუ არა ჩვენი სტუმარი ირაკლი ბიძია მომღერალია, რაღაც პროექტშიც მღეროდა ამ ბოლოს, თავის ძმასთან თოკო ბიძიასთან ერთად. ჩემი მამაკიც მღერის, დედაკოც, ანიჩკაც, ზიზიკო ნათლიაც და მოკლედ რომ დაიწყეეეეს... მაშინ უკვე მომეწონა ჩემი მშობლები. ეგრე რა, გქონიათ რაღაცის ნიჭი და ამას მიმალავდით? გადავირიე ქალი, გიჟების ხელში ვარ მეთქი. პლუსები ამათაც ჰქონიათ და მთლად გადასაყრელები არ ყოფილან. აი, რომ ამბობენ ქართული სუფრა აკადემიაა და ადამიანის კარგად გაცნობის საშუალებაო, მართალი ყოფილა. ნეტა აქამდე ექეიფათ და მენახა. უფ, რა მაგარი მამაკი მყოლიაააა. ისეთი სადღეგრძელოები თქვა სხვები ვეღარაფერს ამატებდნენ. დედაკოსაც რამდენი ლექსი სცოდნია? იგავ-არაკებით და შეგონებებით ამბობდნენ ყველა სადღეგრძელოს. არც სიმღერას ივიწყებდნენ და მრავალჟამიერით დაწყებული ძველი თუ ახალი, ქართული თუ უცხოური, ჯაზი თუ პოპი, არაფერი გამორჩენიათ. დედაკოს მკლავებში ისე ტკბილად დამეძინა ვერ აგიღწერთ...
დანარჩენს მერე მოგიყვებით არ მინდა თავი მოგაბეზროთ მპა(მაგისი გაკეთება უკვე ვისწავლე) ჩემგან ყველას...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ვაიმე ცუდად ვარ:) ამ ყველაფერს თუ ესე აღიქვამდი ტასო არ მეგონა, თორემ არ შეგაწუხებდით უკვე ბოლოსკენ ბღავილში გადასულ ვითომ სიმღერებით:) აუ რა კაი იყოოო... ვაიმე ცუდად ვარ:) ამ ყველაფერს თუ ესე აღიქვამდი ტასო არ მეგონა, თორემ არ შეგაწუხებდით უკვე ბოლოსკენ ბღავილში გადასულ ვითომ სიმღერებით:) აუ რა კაი იყოოო...
2. რა თბილი ამბებია...:-* ცოტა კიდევ გამოთბება თუ არა, უსიკვდილოდ წავალ არაგვთან...:) ძაკლიან საყვარელი ავატარი გაქვს...:-* რა თბილი ამბებია...:-* ცოტა კიდევ გამოთბება თუ არა, უსიკვდილოდ წავალ არაგვთან...:) ძაკლიან საყვარელი ავატარი გაქვს...:-*
1. გაიხარე ანასტასია! მომოყევი ფასანაურზე კიდევ ,, ჩამომიკარკლე , დაგელოდები, აბა შენ იცი არაფერი დაგავიწყდეს, გაიხარე ანასტასია! მომოყევი ფასანაურზე კიდევ ,, ჩამომიკარკლე , დაგელოდები, აბა შენ იცი არაფერი დაგავიწყდეს,
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|