ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დებორა
ჟანრი: პოეზია
18 იანვარი, 2013


აივანი


ის:  - ამ ავდრის მერე
      ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა,
      თითქოს გაისმა ხმა,
      მამისგან გარდმომავალი
      და იღიმება ნათლისმცემელი
      და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში.

მე:  - სალომეა კი გამოუძვრა სულელ გადიას,
      რა ეჩქარება სწავლა!
      ცეკვის გაკვეთილს აცდენს,
      ჰეროდეს ბაღში
      პეპლებს დასდევს ფერადი ბადით.

შენ:  - დარი-ავდარი,
      დღე და ღამე,
      აღმართ-დაღმართი,
      სიკვდილ-სიცოცხლე...
      დასაბამიდან დასასრულამდე
      ჯამში - ერთია.
      აღარ შევიდეთ?

ისინი - ისევ გვიანდებიან.

მარტო ხმა ისმის:
      - სადა ხარ, მამა!
      რად დაგვიტოვე ეს სამყარო,
      სიტყვით შექმნილი,
      მაგრამ სიტყვით გამოუთქმელი?


                                        2009

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები