ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
23 იანვარი, 2013


..........

ამფითეატრი, მშვენიერი შენობა სახლში,
ჩემი სიმშვიდე მთელი მასის ერთგული ცასთან,
თეთრი ხელები, როგორც გედები და სიყვარული ოცნებას მალავს,
რადგან თქვენ ყველა დადიხართ მარტო, თან ისე მარტო  არც კი იღიმით,
მე მომინდება ბევრი გიღიმოთ  და გავსხნა კარი, ეზოში გელით.
სიცილი, როგორც კისკისი წყალში შავ-თეთრ  გველებთან,
მე მომინდება ქალებს გიყუროთ გრძელი კაბებით და სექსის გამო ჩვენში მოკვდეს მთელი დროება,
რაც იყო გუშინ ანუ ლოცვა არაგულწრფელი და აღელვება აღიგზნება,
როცა თქვენ ღამე ჭერს უყურებთ ფალოსით ხელში.
რისთვის წაიღო რეალობა ეშმაკმა ქალთან
და შეეწირა სრულ სიმშვიდეს სრული აღგზნება,
გული კი ისე შეიბოჭა შამანთან თამაშში,
თქვენ შეგიძლიათ ორალური პოეზიის ლექსები წეროთ,
თქვენ გაქვთ უფლება სიკვდილთან თამაშის, როცა ცდუნდებით თეთრი ხელებით
და თქვენს ფანჯრებთან ჩუმად მოვლენ მტრედები ხველებით,
რადგან მათ გადასცდათ თქვენს მიერ დაყრილი ნამცეცი ფანჯრის რაფაზე,
თითქოს თვალებით დაამადლეთ პურის ნამცეცი.
ააა, გამახსენდა, თქვენ ხართ ტუსაღები საკუთარი თავების,
თქვენ გეშინიათ რეალობის, რადგან მძიმეა,
თქვენ გიხარიათ ბევრი ფული, ხარჯავთ,
ხარჯავთ და ცდილობთ დროის გაყვანას,
არაფერს ითხოვთ,
რადგან თავად არაფრები ხართ,
თქვენ ჩემი თვალებით დანახულნო
ქუჩაში  დაბნეულ ბავშვებს აშინებთ,
ყველა აკრძალვას ჩუმად უძლებთ და  მხოლოდ საკუთარ თავში ჩაკეტილებს,
გსურთ აკოცოთ ლითონის ჯვარს და
თქვენი ბილწი პირით ეკლესიიდან გამოსულებს ნება გაქვთ ყველაფრის
სექსის და წერაქვით ქუჩები ანგრიოთ,
რადგან მე მასში მხოლოდ ვხედავ მათხოვრებს ცრემლით,
თქვენ შეგიძლიათ სახლში დარჩეთ იქ იმათხოვროთ,
თქვენ ბედნიერი ერის შვილები სიკვდილს ნუ ელით,
ის არ იქნება, ის ახლა არის და ეს სიკვდილი თქვენთვის დღეს მე ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები