ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტაბატა
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2013


წერილი აფხაზს ქართველისგან

ღმერთო მაღალო, ღმერთო მაღალო,
ცრემლი მერევა ვლოცულობ ოდეს,
ამის მიზეზი: მიწა და კალო... (გამხდარა)
ან გასაყოფი რა გვაქვს ძველ კოლხებს!..

ჩაისფერ ყანას ოფლით მოყვანილს,
და ედემისფერ მიწას ვტოვებდი,
ტაძარს დანგრეულს, მერე აღდგენილს,
მტერს საგინებლად კვლავ ვუტოვებდი!

დე, წარიშალონ ჩუმ სიზმარივით,
მოგონებებიც ჯოჯოხეთისა,
უკან დამყვება ავი ძაღლივით,
ხმა აღარ მესმის გარდა ყეფისა!

მე გამაძევეს მშობელ მიწიდან,
მაგრამ სამშობლოს, თოკზე გაბმული,
თოთო ლეკვივით გამომეკიდა
და მგლის ლეკვივით მორთო ყმუილი!

ვერ დაგვაშორებს ბედის ავობა,
არა მხოლოდ ცის არამედ ბედქვეშ
ერთნი ვართ, ქრისტეს მსგავსად აღდგომა,
ახასიათებთ ღვთის რჩეულ ერებს!

პარასკევ ღამით მუხლზე დავარდით,
აღდგომის დილას ტაძარს ვაშენებთ (ერთობ)
ეკლის გვირგვინი თავზე დავადგით,
ახლა მის სახელს ლოცვით ვახსენებთ - (ღმერთო!)

ღმერთო მომასწრე იმ დროს ტანჯული,
შუღლმა დაუთმოს გზები ჩვენს ძმობას,
და ვით იესოს გვერდით ჯვარცმული,
ასე ერთმანეთს ვთხოვდეთ შენდობას!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები