ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ივდო-ოტობარი
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2013


ახლა რომ მცივა...

მე სულში მცივა, დავცარიელდი,
აღარ გამათბოთ! ეს არ მჭირდება!
უეცრად გაქრა ნათელი ფერი,
ჩემ სამყაროში უცებ დაბნელდა.
დიახ, გახლავართ სულით ობოლი,
გულმა სიმშვიდე ვერაფრით ჰპოვა
და ვამბობ მართალს,განა მოგონილს?
რომ მხოლოდ დარდმა არ მიმატოვა!
დრო კი კვლავ მიდის ჩვეული რიტმით,
მოგონებები ისევ მაწამებს,
გადავიღალე უაზრო ფიქრით,
ცრემლი მისველებს ისევ წამწამებს.
მინდა გაფრენა, მბოჭავს სხეული,
მაგრამ სიცოცლე ჩემი ვალია.
გულის კარები ყოფილა ღია,
ახლა,რომ მცივა, ამის ბრალია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები