როდესაც ვინმე მომიკითხავს თბილი ღიმილით, მე კიდევ ვიცი, ეს იმიტომ, რომ რაღაც მთხოვოს... ვბრაზდები... მწყინს... და გავიფიქრებ: - დავეხმარები, ვახსენდებოდე, რა იქნება, სხვა დროსაც ოღონდ...
ღმერთო, შენთან კი, თუ მოვდივარ, რაღაცა მიჭირს... არც მახსენდები გასაჭირის გარეშე, ისე... ასეთი რაღაც ჩემს თავზე ხომ ძალიან მწყინს და... შენ კი, უფალო, მიმიღებ და თან, მშვიდად მითმენ...
მოვდივარ შენთან, ჩადენილი ცოდვების ნუსხით, (თითქოს კანკალიც დაეჩვიათ ცოდვიან თითებს) შენდობას ვითხოვ იმ იმედით - მომეტევება! შენც... კვლავ მპატიობ და ისევე სიმშვიდით მითმენ...
და როცა ვინმე პატიებას უკვე მე მომთხოვს, გამიჭირდება მიტევება, არა! ვერც შევძლებ!.. არადა, თვითონ, როცა ღმერთო, იგივე გთხოვე არც მიფიქრია, გაგიჭირდა შენდობა ეგებ...
ღმერთო, როდესაც ეჭვი შეაქვს ვიღაცას ჩემში... რომ არ მენდობა, ეს მაგიჟებს ყველაზე მეტად... არადა, შენი სასწაულის (რომელი ერთის) მერეც, ვყოყმანობთ: ხან არ გვეჯერა და ხანაც - გვჯერა...
იმ კითხვაზეც კი დავინახე ამით პასუხი, რაც უცნაური იყო ჩემთვის ერთ დროს ყველაზე: რომ გზა ჩემამდე, შენგან ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე იმავე გზის სიგრძეა, ღმერთო, შენამდე...
ლიკა ოხანაშვილი
4.02.2013
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. იდე-ურად იდეა-ლურია და ამიტომაც დაგიწერე უმაღლესი! <3 იდე-ურად იდეა-ლურია და ამიტომაც დაგიწერე უმაღლესი! <3
14. ღმერთო, როდესაც ეჭვი შეაქვს ვიღაცას ჩემში... რომ არ მენდობა, ეს მაგიჟებს ყველაზე მეტად... არადა, შენი სასწაულის (რომელი ერთის) მერეც, ვყოყმანობთ: ხან არ გვეჯერა და ხანაც - გვჯერა... ძალიან მომეწონა განსაკუთრებით ეს... ღმერთო, როდესაც ეჭვი შეაქვს ვიღაცას ჩემში... რომ არ მენდობა, ეს მაგიჟებს ყველაზე მეტად... არადა, შენი სასწაულის (რომელი ერთის) მერეც, ვყოყმანობთ: ხან არ გვეჯერა და ხანაც - გვჯერა... ძალიან მომეწონა განსაკუთრებით ეს...
13. ძალიან კარგია და მელოდიური:) ძალიან კარგია და მელოდიური:)
12. რა კარგია .მოგიწონე ავტორო.გაიხარე.++ რა კარგია .მოგიწონე ავტორო.გაიხარე.++
11. გილოცავ, გილოცავ დაბადების დღეს, ოქრო გოგო, ტკბილო პოეტო! გილოცავ, გილოცავ დაბადების დღეს, ოქრო გოგო, ტკბილო პოეტო!
10. გფარავდეს ღმერთი. გფარავდეს ღმერთი.
9. "იმ კითხვაზეც კი დავინახე ამით პასუხი, რაც უცნაური იყო ჩემთვის ერთ დროს ყველაზე: რომ გზა ჩემამდე, შენგან ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე იმავე გზის სიგრძეა, ღმერთო, შენამდე..."
მართლა ასეა - სამწუხაროდ... "იმ კითხვაზეც კი დავინახე ამით პასუხი, რაც უცნაური იყო ჩემთვის ერთ დროს ყველაზე: რომ გზა ჩემამდე, შენგან ბევრად უფრო მოკლეა, ვიდრე იმავე გზის სიგრძეა, ღმერთო, შენამდე..."
მართლა ასეა - სამწუხაროდ...
8. მომეწონა, კარგი ლექსია ძალიან
წარმატებები მომეწონა, კარგი ლექსია ძალიან
წარმატებები
7. პატარ-პატარა ხარვეზები.. თუმცა შინარსი აქვს ძალიან ლამაზი.. წარმატებები და ამას შეგიფასებ უკეთესის იმედით პატარ-პატარა ხარვეზები.. თუმცა შინარსი აქვს ძალიან ლამაზი.. წარმატებები და ამას შეგიფასებ უკეთესის იმედით
6. ბრავო ლიკაა
ფეხზე ამდგარი გიკრავ აპლოდისმენტებს :))) ბრავო ლიკაა
ფეხზე ამდგარი გიკრავ აპლოდისმენტებს :)))
5. წარმატებები ლიკა:) ++ წარმატებები ლიკა:) ++
4. წარმატებები ლიკა:) ++ წარმატებები ლიკა:) ++
3. :-) ღმერთს ჩვენ ვქმნით:-) :-) ღმერთს ჩვენ ვქმნით:-)
2. ლექსი ძალიან მომეწონა!!!! :) ლიკამ ჩემი სათქმელიც თქვა ამიტომ ჩემგან 5+ ლექსი ძალიან მომეწონა!!!! :) ლიკამ ჩემი სათქმელიც თქვა ამიტომ ჩემგან 5+
1. მომეწონა! სად გეტევა ამდენი სიკეთე და სიყვარული ამ პატარა გულში?!
მომეწონა! სად გეტევა ამდენი სიკეთე და სიყვარული ამ პატარა გულში?!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|