სიყვარულს გასწავლი და ტკივილს გაგიქრობ, ყოველდღე ღიმილით შეხვდები განთიადს, ჩემი სტრიქონებით შენს გულს რომ დავიპყრობ, მაშინვე იაზრებ, ვიღაცა გაკლია... რა ვუყოთ გიჟი ვარ... ან იქნებ ცანცარაც... წამოდი, მინდორში დავკრიფოთ გვირილა. გავექცეთ სამყაროს, რადგანაც, რადგანაც... გახსოვს ის ჭორები, ნერვებსაც რომ გვიშლიდა? ვიცინოთ, ვიცინოთ, თუნდაც არაფერზე. სიცილის იოგებს ძარღვები დავწყვიტოთ, არ ვიცი, ამ ლექსით ეგებ წაგაქეზე... ბოდიში, ქურდი ვარ... გულებზე ვნადირობ!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. დიდი მადლობა:) დიდი მადლობა:)
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|