ავტორი: ნინიცა ჟანრი: პოეზია11 თებერვალი, 2013
Your browser does not support the audio element.
ერთხელ, სულ ერთხელ, მამყოფა მთის წვერზე, ღრუბელთ სადგომში... ცისკრის ჟამს ნისლი მეხვიოს, ცარგვალს მიეკრას მნათობი, ნელ-ნელა შემოაძარცვოს მთის კალთებს ნისლის ნაბადი, გადმოაფრქვიოს ბილიკებს ფიქრნი ღვთისაკენ მავალნი, გამოაღვიძოს ოცნება - მთვლემარე იალაღზედა, სხივი, კაცთათვის მიგვრილი, არაგვზედ გაიგრილოსა გაათბოს გმირთა სავანე, საძვალე მამათ მამისა, სადაც, კვლავ სუნთქავს მიწა და ,,ცრემლნი ცვარ-ნამად სდენია", სადაც კვლავ იძვრის სურნელი გარდასულ მძლეთა ჟამისა, სალოცავიდან ისმოდეს გალობა ,,დასთა დასისა”... ცა მოიქუფრა, გაშავდა, გაქრა ოცნება, წადილი, მხოლოდ სიჩუმე ბოგინობს აბჯარასხმული მტერივით, აქ აღარც დედათ ხმა ისმის, გალობა ტკბილი ,,ნანაო”, ცას მოწყვეტილან სიზმრები, ჯანღმა მოიცვა ჭალაო... ამის შემყურე უფალი გოდებს, აკურთხებს ცრემლითა, ჩაფიქრებული შეჰყურებს დარღვეულ ბანებს, კალოსა და მიტოვებულ საფლავებს თავად აუნთებს სანთლებსა...
კომენტარები
ილუსტრაციები
რეცენზიები
10. ეს კი ყველაზე მეტად მომეწონა შენს ლექსებში+++წარმატებები.
ეს კი ყველაზე მეტად მომეწონა შენს ლექსებში+++წარმატებები. 7. ++++ ერთხელ, სულ ერთხელ, მამყოფა მთის წვერზე, ღრუბელთ სადგომში... ცისკრის ჟამს ნისლი მეხვიოს, ცარგვალს მიეკრას მნათობი, ნელ-ნელა შემოაძარცვოს მთის კალთებს ნისლის ნაბადი, გადმოაფრქვიოს ბილიკებს ფიქრნი ღვთისაკენ მავალნი, +++ მეც მინდა <3
++++ ერთხელ, სულ ერთხელ, მამყოფა მთის წვერზე, ღრუბელთ სადგომში... ცისკრის ჟამს ნისლი მეხვიოს, ცარგვალს მიეკრას მნათობი, ნელ-ნელა შემოაძარცვოს მთის კალთებს ნისლის ნაბადი, გადმოაფრქვიოს ბილიკებს ფიქრნი ღვთისაკენ მავალნი, +++ მეც მინდა <3 6. ,,ცრემლნი ცვარ-ნამად სდენია", სადაც კვლავ იძვრის სურნელი გარდასულ მძლეთა ჟამისა, სალოცავიდან ისმოდეს გალობა ,,დასთა დასისა”... ++++++
,,ცრემლნი ცვარ-ნამად სდენია", სადაც კვლავ იძვრის სურნელი გარდასულ მძლეთა ჟამისა, სალოცავიდან ისმოდეს გალობა ,,დასთა დასისა”... ++++++ 4. ავტორი: ნინიცა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 კარგად დაიწყო და არც ისე კარგად დამთავრდა
ავტორი: ნინიცა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 1 კარგად დაიწყო და არც ისე კარგად დამთავრდა 3. მთის ლექსის კარგი მცდელობაა. თუმცა მთის მეტყველება დამაკლდა. მთლიანობაში მომეწონა. კარგი იქნება თუ ასეთ ლექსებში მთლიანად მთიდან წამოსულ გამოთქმებს მოვისმენ :) (ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თავს არ გახვევ) :)
მთის ლექსის კარგი მცდელობაა. თუმცა მთის მეტყველება დამაკლდა. მთლიანობაში მომეწონა. კარგი იქნება თუ ასეთ ლექსებში მთლიანად მთიდან წამოსულ გამოთქმებს მოვისმენ :) (ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თავს არ გახვევ) :) 2. კარგი ლექსი, ოღონდ, რითმები დამაკლდა :)) წარმატებები:
კარგი ლექსი, ოღონდ, რითმები დამაკლდა :)) წარმატებები: 1. მთის ლექსს გავს:)) კარგია წარმატებებიი:))
მთის ლექსს გავს:)) კარგია წარმატებებიი:))
მონაცემები არ არის