ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2013


კაცი თავი III

        გათენდა. გამოძინებულმა ავადმყოფმა თვალი გაახილა. შედარებით უკეთ იგრძნო რა თავი, მზერა  ღია სარკმელისაკენ გაექცა. უნდოდა სუფთა ჰაერი ჩაესუნთქა, ჩიტუნების ჭიკჭიკისათვის დაეგდო ყური. მედდას დაუძახა. რათქმაუნდა ძალიან დაბალი ხმით გამოუვიდა და მიხვდა ვერ გააგონებდა. სმენა დაძაბა. ეცადა გარედან შემოსულ ხმებისათვის მოესმინა. ,,კარგი გამიშვი, გეხვეწები, ნუ მაწვალებ!“ –– მოესმა მედდის წამოკივლება. უცებ დაიძაბა, გული აუჩქარდა. ცოტა ხანში კიბეებზე ამომავალი მისი ფეხის ხმაც მოესმა და კარიც გაიღო. მედდა საწოლს მიუახლოვდა, კაცს  სახეზე დააკვირდა. ,,ვაი გაიღვიძეთ?!  ეხლავე მოგხედავთ.“          ,, არაუშავს ნუ ნერვიულობ, კარგად ვარ.“ –– უპასუხა კაცმა. ,,არ ვნერვიულობ“ – ძალით გაუღიმა გოგონამ. ,,აბა რატომ ხარ სახეზე ასე აწითლებული?“ –– ჩაეკითხა მწოლიარე. ,,მითხარი მე მაინც ყველაფერი გავიგონე.“ ,,რა გაიგონეთ?“ ,,აი ვიღაცა რომ გაწვალებდა და არ გიშვებდა. შენი შეკივლებაც გავიგონე. მითხარი რა ხდება!“ –– მკაცრი ტონით სთხოვა პასუხი  კაცმა. გოგონა ჩამოჯდა. ,,ესეიგი გაიგონეთ?!“ კაცმა თანხმობის ნიშნად თავი დაუკრა. ,,ჩვენი მორიგე ექიმია. გადამეკიდა. გასაქანს არ მაძლევს. მიყვარხარო მეფიცება!“ –– გული გაუხსნა მედდამ. ,, მერე შენ რას ეუბნები? თუ შენც გიყვარს?“ –– დაინტერესდა ავადმყოფი. ,,არ ვიცი. ისე სიმპატიური ბიჭია და მომწონს, მაგრამ ცოლი ყავს და არ მინდა მასთან ურთიერთობა.“ ,,მერე კარი ხელი და უთხარი თავი დაგანებოს თორემ ყველაფერს ვიტყვითქო.“ –  ურჩია კაცმა. ,,კი ასე ვეუბნები, მაგრამ ეტყობა გრძნობს, რომ მომწონს და ცდილობს თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვას. თან მეუბნება: თუ ერთად ვიქნებით ცოლს გავშორდებიო!“ ,,მერე შენ გჯერა?“ ,,იცით, არ ვიცი.  მე ცოტა  დავიბენი. რაც დრო გადის უფრო მიყვარდება და მინდა დავიჯერო, რომ არ მატყუებს.“ –– ცოტა ცრემლი გაერია საუბარში. ,,კარგი, აი თქვენი წამლები. დალიეთ და მე ცოტახანში მოვალ წამოგაყენებთ. აი! გამიღეთ პირი!“ – წამლები მიუტანა პირთან მედდამ და წყლის დალევაშიც მიეხმარა, მერე სასთუმალი გაუსწორა და პალატიდან სწრაფად გავიდა.
    კაცი დაფიქრებული გაჰყურებდა შეღებულ სარკმელს. გოგონას მოყოლილმა ისტორიამ რაღაც ნაცნობი ეპიზოდი გაახსენა თავისი ცხოვრებიდან. რამდენი დრო გავიდა. ამ ხნის განმავლობაში იმდენი ტანჯვა გადაიტანა, რომ აღარც კი ახსოვდა სიყვარული. არადა მასაც უყვარდა როდესღაც და არა ერთხელ. სახეზე თბილმა ღიმილმა გადაურბინა. ფიქრებს აყოლილი, სადღაც მოგონებების მორევში  გადაეშვა.
    ოთახში ბნელოდა, მხოლოდ ფანჯრიდან შემოსული მთვარის მკრთალი შუქი არღვევდა  სრულ სიბნელეს, გარეთ ძლიერი წვიმა ახალი შეწყვეტილი იყო და მთვარეს მოესწრო ღრუბლებიდან თავის დაღწევა. კაცმა ბინის კარი გამოაღო და შევიდა, ოთახი ჩახუთული მოეჩვენა. კარები მოიჯახუნა. ოთახში ძაან ბნელოდა. იქვე სავარძელში ჩაეშვა და ის იყო ფეხზე გახდა დააპირა, რომ უეცრად უკნიდან სველ პერანგზე ცივი ხელის შეხება იგრძნო.  მოულოდნელმა  სიცივემ მთელ ტანში დაუარა, მაგრამ არ შეიმჩნია.  ,,შენ ხარ?” - ჰკითხა ჩუმი ხმით და ნერწყვი გადაყლაპა, ,,ვინმე სხვას ელოდები?” -  კითხვითვე უპასუხა ნაცნობმა ხმამ სიბნელიდან.  მერე ხელი მხარზე დაადო.  ,,არა, მაგრამ არც შენ!” - უთხრა კაცმა და ხელისგან სცადა თავის განთავისუფლება, ,,რატომ დაბრუნდი?” – ჰკითხა კაცმა და უცებ მაგიდას გახედა. ახსოვდა გასაღები როგორ დაუხეთქა წასვლისას მაგიდაზე, მაგრამ უკან როდის აიღო ეგ ვეღარ შეამჩნია.  უაზრო სიჩუმე ჩამოვარდა ოთახში.  კაცი სავარძლიდან წამოდგა და ქალს ზურგი აქცია, ცოტა ხანში კითხვა გაუმეორა.  ბოლო სიტყვები დამთავრებულიც კი არ ჰქონდა, რომ იგრძნო, ორი პატარა ხელის  ფრთხილად შეხება უკნიდან წელზე. ,,არ გაგიხარდა?” - ჰკითხა ქალმა  და სადღაც ხერხემლის მე-7 მალასთან აკოცა. კოცნა ისეთი თბილი და ტკბილი იყო, რომ კაცმა ვერ გაუძლო და ნელა მოტრიალდა მისკენ. უნდოდა სიბნელში მისი ლამაზი ჭრელი თვალები და სახე დაენახა, სველ თმებს ორი თითის მოსმით მოეალერსა, მერე უეცრად ხელები  ქვემოთ ბარძყის თავზე შემოაჭვდო და  ასე იყვნენ რამოდენიმე წამი.  მაგრამ უცებ წინა ღამით, მის მიერ ჩადენილი სისულელები გაახსენდა და სწრაფად გაშალა შეკრული დოინჯი.  ,,მიბრაზდები?” – კიდევ უფრო დაბალი ხმით, თითქმის ჩურჩულით დაუსვა შეკითხვა ქალმა. ,,რაზე?!” – გაბრაზებით, ამაყად მიუგო კაცმა. ,,სულელი ვარ!” – ჩაისლუკუნა ქალმა და ხელები სახეზე აიფარა. კაცს  ცოტაარიყოს შეეცოდა და ეხუმრა: ,,არა! ვიფიქრე ფეხები და კაბა დაგისველდა.  შემეშინდა ე მანდ მარცხი არაფერი მოგივიდესთქო, თანაც პატარა გოგო ხომ აღარ ხარ? წლები მაინც თავისას შვება და რა იცი?!”  ქალს გაეღიმა, სხვა დროს ალბათ გადაიხარხარებდა, შეიძლება ჩაბჟირებულიყო კიდეც სიცილისაგან, მაგრამ დაღლილი ჩანდა. კაცმა შეამჩნია დაღლილობისგან როგორ კეცავდა ერთ ფეხს ქალი. ,,დაჯექი მაინც!” - შეთავაზა და სკამის ასაღებად, სცადა  ნაბიჯის  სწრაფად  გადადგმა, მაგრამ უეცრად რაღაცა გამოედო ფეხებში და მთელი სხეულით მის მკერდს დაეტაკა. ქალმა წამოიკივლა, ,,ნუ გეშინია არაფერი მომსვლია უბრალოდ ფეხი წამოვკარი!” - შეეცადა მის დაწყნარებას კაცი. მერე მისკენ მუხლებზე მიხოხდა და თავი მისი მუხლების თავს მიაბჯინა. ქალმა თავზე თავი დაადო და ტირილგარეული ჩურჩულით ჰკითხა:  ,,გინდა დავრჩე?” - ,,ვითომ  რატომ?” - ისევ ეხუმრა კაცი. ,,ნუ დამცინი გთხოვ!” - კოპები  შეიკრა ქალმა, ,,ისე დამცინე,  რაც გინდა ის მითხარი, მე შენგან  ყველაფრის ღირსი ვარ!” 
    ოთახში ღია სარკმელიდან, ნესტისა და ოზონის  სუნი შემოვარდა, ირგვლივ ისევ უხერხული სიჩუმე იდგა. მხოლოდ მოძლიერებული წვიმა ახსენებდათ იქმყობთ თავს. ,,მოხვალ  ჩემთან?!”–  კითხასავით კაცმა და სანამ მისკენ წავიდოდი მოულოდნელად შიშით ქვემოდ დაიხედა, იფიქრა კიდევ არაფერს წამოვკრა ფეხიო, ისე სასაცილოდ გამოუვიდა, რომ ორივეს გაეცინათ.  ,,დაიცა მე მოვალ შენთან, მანდ იდექი, კიდევ არ დამემტვრე, რა მაგარი თავი გქონია. მოკლედ  მკერდი აღარ მივარგა?!” - უთხრა და ნელ-ნელა დაიწყო კაცისაკენ სვლა. სანამ ქალი სიბნელეში მისკენ მოემართებოდა, კაცი  თავის მართლებასავით ალუღლუღდა:  ,,იცი მე, იცი ნავარჯიშები…თავი მაქვს” კიდევ რაღაც უნდოდა ეთქვა, მაგრამ სიტყვა ვეღარ დაამთავრა, რომ ქალმა ორივე ხელი მის ასე ნაქებ, ,,ნავარჯიშებ”  თავის კეფაზე  შემოჭვდო,  ხოლო ტუჩებით კაცის ტუჩებს მისწვდა და ზედ დააკვდა. გზადაგზა  ხან ეჩურჩულებოდა რაღაც გაურკვეველი სიტყვებით, ხან კი ცდილობდა ტუჩებთან შეხებას. კაცი გრძნობდა, როგორი წვალებით იწეოდა ფეხისწვერებზე ქალი, რომ მას ძალიან ნაზად შეხებოდა. ის კიარ ვიცი რატომ,  შეგნებულად თავს არ ხრიდა და  კოცნაზე არ პასუხობდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა რატომ, მაგრამ გარინდებული იდგა და უყურებდა ქალის წვალებას. ერთ რამეს გრძნობდა. უნდოდა იმ წუთას დრო საერთოდ გაჩერებულიყო. გრძნობდა, რომ მასზე მეტად მთელს სამყაროში, არავინ უყვარდა, მაგრამ წინა ღამეს ნათქვამი საწყენი სიტყვები კივილივით ჩაესმოდა ყურში: ,,თავი დამანებე, შემეშვი, მე შენ ვეღარ გიძლებ, დამანებე თავი გთხოვ, შენ ვამპირი ხარ, ხო ენერგო ვამპირი, მთელი ჩემი ენერგია გადაყლაპე! ვეღარ გიტან გაიგე რა! მე ერთი პატარა გოგო ვარ, უკვე არც ისეთი პატარა, ჩაეცინა,  მაგრამ ამხელა სიყვარულისა და შენი თავგადასავლების ატანა აღარ შემიძლია, დამღალე, დამშალე, გამაგიჟე ქალი! გამიშვი გთხოვ, დამანებე თავი! მეზიზღები, რით ვეღარ გაიგე,  მე ზი ზღე  ბი !!!!!!!” - ამის გახსენებაზე კაცს სიბრაზემ მთელ სხეულში დაუარა.  წვიმა საშინელი ჭექა-ქუხილით აგრძელებდა  აივნის დასველებას. ისევ უჩვეულო სიჩუმემ დაისადგურა ოთახში.  კაცი მივდა და აივნის კარის გაღება დააპირა… ,,ნუ გააღებ რა,  რაღაც ძაან  შემცივდა!” - უთხრა ქალმა და მიეკრა. კაცი ოდნავ დაიხარა და საღებავისგან დამწვარ  თმებზე აკოცა. ქალმა უეცრად თავი გადახარა და ქვემოდან ზემოთ ახედა, ისე, რომ ფანჯრიდან შემოვარდნილი მთვარე,  ზუსტად მის შიშველ ყელს დააშტერდა და მკრთალი ათინათით მოეალერსა. კაცს ტანში ჟრუანტელმა დაუარა, ვეღარ გაუძლო და დაეწაფა, ,,ჩემი ვამპირი!” – თქვა ქალმა და თვალები დახუჭა. ,,ჩემი სულელი! გინდა დეა, დღეს დარჩი ჩემთან?!” - ჩაჩურჩულა კაცმა. ქალმა თავი ასწია და უთხრა: ,,რა ლამაზი ცხვირი გაქვს, რომ იცოდე? იცი, აღარ მეგონა როდესმე კიდევ თუ მეტყოდი ამ სიტყვებს, მე ხომ არც წავსულვარ სულელო ან კი შემიძლია შენგან წასვლა? მოიცა გავიხდი!”-  უთხრა და მიტრიალდა, ,,ვგიჟდები შენზე” - უთხარა კაცმა და სიგარეტს მოუკიდა. ,,ცოტა მეც დამიტოვე, ეხლავე მოვალ, შუქი არ აანთო გთხოვ, დამელოდე კარგი?!”  უკუნი სიბნელე ისეთი ძნელი გადასატანი აღარ იყო კაცისთვის. ნახევრად ჩამწვარი სიგარეტი საფერფლეზე დადო და  გახდა დავიწყო. სასიამოვნო ფიქრები არ ასვენებდა. მათ ხომ წინ მთელი ღამე ელოდებოდათ.  ისევ წვიმდა, მაგრამ აღარ ელავდა. ჩაფიქრებულ კაცს უცებ ზურგსუკან ჩურჩულით ნათქვამი ნაზი სიტყვები მოესმა: ,,აი მეც მოვედიიი”, ტანში გასცრა: ,,მოხვედიიი? დეა! მოდი ჩემთან!“..
    ,,ასე რატომ გეღიმებათ? მოდი მოგეხმარებით. არ გინდათ, რომ წამოგაჯინოთ?“ –– პალატაში დაბრუნებულიყო მედდა. ,,კი მინდა, ძალიან მინდა და თუ შეიძლება სარკმელთან დამსვი.“–  დათანხმა კაცი. ,,მართალია, სუფთა ჰაერი არ გაწყენთ, მაგრამ მეშინია არ გაცივდეთ, ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა გარეთ!“ – მზრუნველობა გამოიჩინა გოგონამ. ,,არაუშავს, ნუ ღელავ მე მაგითი ვერ შემაშინებ!“ –  ღიმილით მიუგო კაცმა და დაამატა: ,, ისე თურმე როგორ მომენატრა!“ ,,რა მოგენატრათ?“ –  გაიკვირვა გოგონამ. ,,გაზაფხული მომენატრა, გიჟი გაზაფხული და სუსხნარევი სითბო!“ – ხმა აუკანკალდა კაცს. ,, შენ არ იცი რა ძალა აქვს გაზაფხულს. შენი გაზაფხული ჯერ არ დამდგარა. მაგრამ აუცილებლად დადგება და მერე ნახავ, როგორ შეიცვლება შენს ირგვლივ სამყარო. უბრალოდ დაელოდე და მოვა,იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება რომ მოხდეს, სანამ დედამიწა ბრუნავს, ზამთარს ყოველთვის ცვლის გიჟი, მიწაგამოცლილი გაზაფხული. კარგია ვისაც ამის ჯერა და თავისი გაზაფხულის დალოდება შეუძლია. კარგი მოდი აბა მომეხმარე!“ – ღიმილიანი სახით თხოვა კაცმა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები