 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 15 თებერვალი, 2013 |
მე არ ვნებდები წვიმებს და ქარებს, არც ბედის ხუშტურს მე არ ვნებდები! ჩემი თავიდან გამოვალ გარეთ, იმედის ცხარე სანელებლებით... მოვკაზმავ ტკივილს მუშკით და ამბრით, სადავეს შევხსნი თავნება ნებას! შურს შევღიმილებ, თან დიდის ამბით, და იქით გავწევ, საითაც მნებავს!.. ყურს არ გათხოვებ შიშების ქოროვ, ნუ შემაშინებ აღმართ-დაღმართით! ცვალებად დროში როგორღაც ვცხოვრობ და არ მჭირდება სხვა მისამართი! გამოვიარე მეწყერიც, ზვავიც, თან წაღებული ვყავდი ქარიშხალს. და ერთი გზიდან მეორე გზამდე წლები დავტოვე დროის სანიშნად. თუ გამიჭირდა, კეფამდეც ავალ, ავაცოცდები მალებს ხერხემლის, თავს მოვუმზადებ ნატკენზე წამალს, თუკი დამიცდა ძვალზე ფეხები... მე არ მჭირდება ფორტუნას ფლირტი, არც მორთმეული ლანგრით იღბალი! მჭირდება ძალა, წყლის - არა, სიტყვის, მისთვის ჩვეული სიტკბო-სიცხარით! არ მეშინია ამ წყევლა-ლოცვის - „გეცხოვროს დროში, მუდამ ცვალებად!“ სულს გაუჭირდა, თორემ ეს ხორცი, რუჯითაც კი გრძნობს ფერიცვალებას... 12.02.13
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
14. თავნება ნებასაც რომ თავის ნებაზე დაიყოლიებს, ისეთი ლექსია. თავნება ნებასაც რომ თავის ნებაზე დაიყოლიებს, ისეთი ლექსია.
12. ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5
11. იყო მემენტები, რომლებიც ძალიან მომეწონა.
++
იყო მემენტები, რომლებიც ძალიან მომეწონა.
++
10. მე არ ვნებდები წვიმებს და ქარებს, არც ბედის ხუშტურს მე არ ვნებდები! ჩემი თავიდან გამოვალ გარეთ, იმედის ცხარე სანელებლებით...
ძლიერი ადამიანის სიტყვებია! მშურს თქვენი :)
+5 მე არ ვნებდები წვიმებს და ქარებს, არც ბედის ხუშტურს მე არ ვნებდები! ჩემი თავიდან გამოვალ გარეთ, იმედის ცხარე სანელებლებით...
ძლიერი ადამიანის სიტყვებია! მშურს თქვენი :)
+5
9. შეუპოვარი, ურჩი ლექსი:)
"მოვკაზმავ ტკივილს მუშკით და ამბრით, სადავეს შევხსნი თავნება ნებას! შურს შევღიმილებ, თან დიდის ამბით, და იქით გავწევ, საითაც მნებავს!.. ყურს არ გათხოვებ შიშების ქოროვ, ნუ შემაშინებ აღმართ-დაღმართით! ცვალებად დროში როგორღაც ვცხოვრობ და არ მჭირდება სხვა მისამართი! " შეუპოვარი, ურჩი ლექსი:)
"მოვკაზმავ ტკივილს მუშკით და ამბრით, სადავეს შევხსნი თავნება ნებას! შურს შევღიმილებ, თან დიდის ამბით, და იქით გავწევ, საითაც მნებავს!.. ყურს არ გათხოვებ შიშების ქოროვ, ნუ შემაშინებ აღმართ-დაღმართით! ცვალებად დროში როგორღაც ვცხოვრობ და არ მჭირდება სხვა მისამართი! "
8. ბრავოო , ძალიან მაგარია +++ ბრავოო , ძალიან მაგარია +++
7. შურს შევღიმილებ, თან დიდის ამბით, და იქით გავწევ, საითაც მნებავს!.. ყურს არ გათხოვებ შიშების ქოროვ, ნუ შემაშინებ აღმართ-დაღმართით! ცვალებად დროში როგორღაც ვცხოვრობ და არ მჭირდება სხვა მისამართი! გამოვიარე მეწყერიც, ზვავიც, თან წაღებული ვყავდი ქარიშხალს. და ერთი გზიდან მეორე გზამდე წლები დავტოვე დროის სანიშნად.
კარგია+++ შურს შევღიმილებ, თან დიდის ამბით, და იქით გავწევ, საითაც მნებავს!.. ყურს არ გათხოვებ შიშების ქოროვ, ნუ შემაშინებ აღმართ-დაღმართით! ცვალებად დროში როგორღაც ვცხოვრობ და არ მჭირდება სხვა მისამართი! გამოვიარე მეწყერიც, ზვავიც, თან წაღებული ვყავდი ქარიშხალს. და ერთი გზიდან მეორე გზამდე წლები დავტოვე დროის სანიშნად.
კარგია+++
6. უსიტყვოდ 5! უსიტყვოდ 5!
4. მე არ მჭირდება ფორტუნას ფლირტი, არც მორთმეული ლანგრით იღბალი! მჭირდება ძალა, წყლის - არა, სიტყვის, მისთვის ჩვეული სიტკბო-სიცხარით! არ მეშინია ამ წყევლა-ლოცვის - „გეცხოვროს დროში, მუდამ ცვალებად!“ სულს გაუჭირდა, თორემ ეს ხორცი, რუჯითაც კი გრძნობს ფერიცვალებას...
მომწონს გულწრფელად ძალიან 5 მე არ მჭირდება ფორტუნას ფლირტი, არც მორთმეული ლანგრით იღბალი! მჭირდება ძალა, წყლის - არა, სიტყვის, მისთვის ჩვეული სიტკბო-სიცხარით! არ მეშინია ამ წყევლა-ლოცვის - „გეცხოვროს დროში, მუდამ ცვალებად!“ სულს გაუჭირდა, თორემ ეს ხორცი, რუჯითაც კი გრძნობს ფერიცვალებას...
მომწონს გულწრფელად ძალიან 5
3. სულს გაუჭირდა, თორემ ეს ხორცი, რუჯითაც კი გრძნობს ფერიცვალებას...:))))) სულს გაუჭირდა, თორემ ეს ხორცი, რუჯითაც კი გრძნობს ფერიცვალებას...:)))))
2. კარგია!
წარმატებები ++ კარგია!
წარმატებები ++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|