| ავტორი: დულსინეა ჟანრი: პოეზია 23 თებერვალი, 2013 |
-აქედან ვაკე ახლოა? -არც ისე, 20 წუთი დაგჩირდება მანქანით. -მე მარტო მაღლივი ვიცი, როდის ვისწავლი ამხელა ქალაქს. ცოტა მეშინია, ზოგჯერ თუ ,,მარშუტკა’’ ჩაიცლება მეც ერთი გაჩერებით ადრე ჩავდივარ და მერე ფეხით მივუყვები. ...ჯანმრთელობაა ფეხით სიარული. -რა არის საშიში? არ გადამრიო. -რავიცი, 16 წლისები საზღვარგარეთ მიდიან და მე თბილიში მეშინია. იცი ჩემები როგორ მომენატრა? ბოლო გამოცდა დამრჩა,ჩაბავარებ სამ დღეში და წავალ. -შაბათს დათას დაბადების დღეა. არ დარჩები? -უი სულ აღარ მახსოვდა. (ალბათ გიორგიც მოვა) -რა თქვი? -არაფერი. ****************************** დათას დაბადების დღეზე ვევრი სტუმარი მოუვიდა. -ეს ჩემი ძმიშვილია თეკლა.წელს მოეწყო. სტუმრებს წარუდგინა ბიძამ სოფლიდან ჩასული სტუდენტი, როცა სტუმრები სუფრას შემოუსხდნენ. თეკლა ყველას თავაზიანად მიესალმა, ახლა მას მარტო ერთი აფიქრებდა ახარებდა და აფორიაქებდა. აქ არის, მაგრამ რა მერე? საკუთარ თავს ეუბნებოდა. -თეკლა შეგიძლია ყავა მოადუღო? ბიცოლას თბილი ხმა ჩაესმა . -კი რა თქმა უნდა. ცოტა გული დაწყდა რომ ცოტა ხნით ტოვებდა ოთახს სადაც გიორგი იყო... ყავით ეს ეს არის სასტუმრო ოთახში უნდა შესულიყო,კართან ხმა შემოესმა, მერე ისე ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა, ლამის ფინჯანი ყავა ზედ გადაავლო.ზედ არც კი შეუხედავს, მობილურზე ლაპარაკობდა, სადარბაზოში გავიდა. რა სულელი ვარ გაიფიქრა და ყავის ფინჯანი სუფრაზე დადგა. .............
-სად არის ამდენ ხანს ეს ბიჭი? კარგახნის მერე იკითხა თამადამ. (ნათესავი იყო ოჯახის) -შეყვარებულს ელაპარაკება,ხომ იცი ახალგაზრდები.ღიმილიტ უპასუხა გიორგის დედამ.
-ძალიან გამეხრდა.... - ერთი კარგი გოგო მინდოდა მისთვის, მაგრამ რადგან ასეა.ღმერთმა ბედნიერები ამყოფოთ. დათას ბაბუასგან ეს წინადადება ცოტა მოულოდნელი იყო ყველასთვის. ალბათ ჯობდა თეკლა არც დარჩენილიყო დაბადების დღეზე. ყველა ოცნება თავზე დაემსხვრა. ************* მეორე დღეს ნაღვლიანია თეკლა. ახლა თავის ნივთებს ისე ჩუმად ალაგებს ვერავინ ამჩნევს. გამოცდები კი კარგად ჩააბარა, მაგრამ მოწყენის მიზეზი მაინც აქვს. სხვისი ლაპარაკის მოსმენა არასდროს ჩვევია თუმცა გაიგო როგორ და რას ლაპარაკობენ მეორე ოთახში. -ვინ გოგო გინდოდა გიორგისთვის გუშინ? -ვინ და თეკლა, თეკლა მინდოდა. -გინდა დედამისი გაგიჟდეს? არ წაიყვანს მაგას გიორგი. თეკლას არ უნდოდა დაეჯერებინა. დათას დედა ასე რომ თხოვდა დაბადების დღეზე დარჩენას ... რორი მოულოდნელი იყო.., პირველად ინატრა სკოლის პერიოდი და თავისი სოფელი, რომელსაც არც ისე დიდი მანძილი აშორებდა თბილისს. დღესვე წავა და აღარ ჩამოვა. მაგრამ რა უთხრას მშობლებს? სწავლა უნდა გააგრძელოს,იმ ოჯახში უნდა იცხოვროს სადაც შვილივით მიიღეს... მთებში მოთოვა. აცივდა. უკვე ორი წელია რაც თეკლას ასე ცივა. მარტოა ვერავინ გაიგებს ვერავინ გასცემს კიტხვებზე პასუხს რომლებიც განკითხვაძე მდგარი სულებივით ულევია. სხვა ადამიანები როგორ უძლებენ ტკივილებს? ხშირად ეკითხებოდა თეკლა საკუთარ თავს. მერე ახსენდებოდა ერთი შეშლილი ქალი,რომელიც თბილიში რამდენჯერმე ნახა,თუმცა არვისთვის უთქვამს რომ ერთ დროს იცნობდა.ის ქალი რუსი გენერლის შვილი იყო,მისი ოჯახი ზაფხულობით საქართველოს ,,კურორტებზე’’ ისვენებდა.სწორედ აქ გაიცნო ერთი სიმპათიური ბიჭი,შეუყვარდა მერე ამ სიყვარულმა ნაყოფი გამოიღო.ქალიშვილი შეეძინა. თუმცა გოგოს დაბადებამდე ორი თვით ადრე მამა ჯვარს იწაერდა სხვა ქალზე.სადედამთილოს უარი უთქვამს რუს სარძლოზე, მაგრამ არ იცოდა თუ შვილიშვილი უნდა ჰყოლოდა. ისე გადაუხასეს ვაჯს რვაას კაციანი ქორწილი. ... გენერლის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს გაუჭირდა, ამ ყველაფრის მერე ქალი შეიშალა და უკვე დიდი ხანია მას ასე ცნობენ თბილიში.რატომ ფიქრობდა ბოლო დროს თეკლა ასე ხშირად ამ ქალზე. ებრალებოდა თუ რაღაცის ეშინოდა?.... დრო ისე ჩქარა გვიდა თეკლა უკვე სახელმწიფო გამოცდებს ჩააბარებს და ბაკალავრის დიპლპმს აიღებს. დროდადრო კომპიუტერს მიუჯდება დასასვენებლად. ერთ დღეს ვინმე ნიკი გაიცნო -წერე არე ყოუ ფრომ? -ფრომ Gეორგია -ნიკა თუ ნიკი, აქ UშA გიწერია ქართველი არ მეგონე. -კი, მაგრამ საქართველოში არ ვცხოვრობ.შენზე რას მეტყვი? უკვე მერამდენედ წერდა და ახლა შეიტყო რომ ქართველი იყო და თან საქართველოში არ ცხოვრობდა. კარგი ადმიანო ჩანს, მას ვერასროს შევხვდები საქართველოში. რა მოხდება თუ ვეტყვი ჩემზე? დიდი ფიქრი არ დასჭირდა, მოუყვა როგორ ეტკინა გული. -მას შემდეგ სულ ვტირი, თავი ყველაზე მახინჯი მგონია,რა სულელი ვარ -არ ხარ სულელი -მაშინ საცოდავი ხო? -არც საცოდავი რაგაც ცუდი გრძნობა დაეუფლა. რატომ ვუთხარი რა სირცხვილია მიწერ მოწერა შეწყდა. დუმილი ტკივილი -წახვედი? -წახვედი? გაუმეორა თეკლამ. ხანმოკლე პაუზის შემდეგ პასუხმა დააბნია. -მაპატიე -რა? შენ რა უნდა გაპატიო? -მომეცი ნომერი და დაგირეკავ. -არა რა ნომერი,როგორ დამაბნიე -გთხოვ მომეცი ნომერი, გთხოვ -არ შემიძლია. მეორე დილა კედელზე დიდი ასოებით ეწერა I LOVE YOU თEK იმის მერე აღარაფერი იცის თეკლამ დღემდე. ნომერი რომ მიეცა შეიცვლებოდა რამე? ან ვინ იყო? რატომ თხოვდა პატიებას? ************************************ დიდმა დრომ გაიარა, დღესაც ელოდება თეკლა კითხვებზე პასუხს, დროდადრო ცრემლი თვალებზე. დღეს თავისი სახლიც ენატრება, მაგრამ უკვე სხვა ქვეკანაში, საქართველოს სუნიც ენატრება.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ნამდვილად არ ველოდი ასეთ კომენტარს, უფრო კრიტიკისთვის ვიყავი მზად. გამეღიმა :)) მადლობა. ნამდვილად არ ველოდი ასეთ კომენტარს, უფრო კრიტიკისთვის ვიყავი მზად. გამეღიმა :)) მადლობა.
1. :))) ოცნება რომ შეუძლია ადამიანს და ფანტაზია აქვს,ძალიან კაია.რომ ვთქვა ნაწერმა აღმაფრთოვანა_მოგატყუებ,თუმცა პერსპექტივას ვხედავ :))) ოცნება რომ შეუძლია ადამიანს და ფანტაზია აქვს,ძალიან კაია.რომ ვთქვა ნაწერმა აღმაფრთოვანა_მოგატყუებ,თუმცა პერსპექტივას ვხედავ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|