ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბობი ბრაუნი
ჟანრი: პოეზია
23 თებერვალი, 2013


მე მოვდივარ შენს მოსაკლავად

მე აღარ მჯერა არც ერთი გამვლელის,
მე აღარ მჯერა არც ერთი ბავშვის,
მე მეშინია ყოველი სიტყვის ქვეშ დამალული უაზრო აზრის.
ჩუმი ყვირილი ჩემს სხეულს ტკივა,
მე აღარ მჯერა არც ერთი ქალის,
ჩუმი სიცივე ჩემს სულს აწამებს,
მე კვლავ მომინდა გაქცევა ცაში.
მე მენატრება მცირედი სითბო,
მე მენატრება ლოყაზე კოცნა,
მე მენატრება ტუჩებზე სითბო
და ყველა ყალბი გრძნობის დამხობა.
მე მენატრება თქვენში სიმართლე
მე მენატრება გულწრფელი აზრი,
მე მენატრება ერში სიმშვიდე
და სიხარული ჩემს ბინძურ ტანში.

ჩუმი ყვირილი სხეულს აწამებს,
ჩემში დღეს ვნება გზას ვერ იკვალავს,
მე თქვენ ქუჩაში ყოველდღე გხედავთ
თქვენი არ მჯერა არც ერთი ფრაზა.
ამდენი სევდა,თითქოს ტირილი,
მოჩვენებითი ყალბი სიტყვები,
გამონაგონი თქვენი ქცევები,
აყროლებული თქვენი ლექსები.
და შებილწული წრფელი გრძნობები
გამოგონილი თქვენი ქცევები
აყროლებული თქვენი ლექსები.
და შებილწული წრფელი გრძნობები
გამოგონილი თქვენი ქცევები
საზოგადოებაში კარგად გამოჩენისთვის,
სიყალბე თქვენი ცხოვრების აზრი
მე მეზიზღება ამდენი ფარსი.
მოვდივარ მარტო მკვლელობისათვის,
თქვენ დღეს ეჭვების წრეში ცოდვილობთ.
თავისუფალი, როგორც სიცოცხლე
მოვდივარ მშვიდად, ბოლო მოგიღოთ.

ყოველ ჩემს სითბოს სიცივე მოაქვს,
გაცემულ გრძნობას მხოლოდ დუმილი,
მე ტანჯვის ცრემლი სახეზე მისვამს
და ამ სიყვარულს ვყრიდი წუხილში.
მტკვარში ვისროდი სიყვარულს წრფელს
სახლში მომქონდა მშვიდი ბავშვობა.
მე მეზიზღება ხალხის ყურება,
რომელსაც ფულში აქვს სული ჩამხრჩვალი
რომელსაც ეჭვებით უნდა ერთობა,
რომელის ამაყობს თავისი ბოდვებით
მე მეზიზღება ყველა სიყალბე
ყველა კომპლექსი გამოხატული სიყვარულის აზრით
ანუ ხელოვნური სიყვარული.
მე მძულს ხელოვნური სიყვარული
მე მძულს ეშმაკი დამალული თქვენში
მეზიზღება თქვენი  ძალით დაფიქრებული სახეეები,
მე მძულს სიცივე, გულგრილობა
ხელოვნური სიყვარული
თქვენი უნებისყოფო ცხოვრება
წამებში შეცვლილი აზრები
სიცივე, სიცივე,
მოვალეობის მოხდით ცხოვრება
ძალის ძალად სიცოცხლე
თქვენი არაბუნებრივი
მკვდარი სიმშვიდე,
გულგრილი სიყვარული.

აქ ვერ იპოვი სიყვარულს
აქ ზიზღი მეფობს,
აწ ეჭვებში შეფუთულ ხალხს უყვართ ქეიფი,
თქვენს მაგიდაზე დავაფურთხე,
როცა გულგრილობას სვავდით ყანწებით,
თქვენს თეფშებზე გული ამერია,
როცა სიცრუეს ჭამდით
და თქვენს ყალს სახეებში კიდევ ერთხელ შემეჩეხა
მთელი ერის უბედურება.
კომპლექსებს ჩაბღაუჭებულო ხალხო,
ორმოც წელს გადაცილებულო უწიგნურო  მამებო,
ღრეობაში ჩამკვდარი სევდით ცხოვრობთ,
თქვენ გტკივათ წარსული
თქვენი გაცრუებული იმედების გეშინიათ,
ახალგაზრდებო და თინეიჯერებო
თქვენს მასას უვიცობის მადლი მოსავს
და ყველა დემონს გაუაზრებლად მიჰყვებით.


მოკვდიიიი, მოკვდიიი სატნავ,
დატოვე ჩვენი გულები, ჩვენი სულებიდან გამოდი,
დაკომპლექსებულო პოეტებო,
დაკომპლექსებულო მწერლებო
გამიყვანეთ ამ მძიმე ფონიდან.
გაჩნდი, გაჩნდი დაიბა ღმერთო ჩვენში,
აფეთქდი სიყვარულო და და დაგვწვი ყველა,
სიყვარულო სად ხარ,
ყოველდღე გელოდები,
მათხოვრებში და ბომჟებში გეძებ, უბრალოებაში გეძებ,
სიყვარულო გეძებ,
საკეთე გამოჩნდი გეძებ,
სიმართლე დაიბადე ჩემში,
სიმართლე გაღვივდი ჩვენში.
მორჩით, მორჩით.
დაფიქრდით თქვენზე,
თქვენს აყროლებულ მოძრავ გვამებზე,
ჩვენ ყველა მკვდრები ვართ,
ჩვენ ჩვენს გულებში არაფერს ვეძებთ.
მძულხარ გაუაზრებელო, ხელოვნურო სიყვარულო,
მთელი ცხოვრების სისასტიკევ
მძულხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები