ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნიგოზა
ჟანრი: პროზა
26 თებერვალი, 2013


კაცი თავი VI

    ძილეთის ქვეყანაში მყოფ კაცს, თვალწინ გაურბინა ყველა იმ საყვარელი ადამიანის სახემ, რომელებთანაც, დროის სხვადასხვა პერიოდში, რაიმე შეხება ჰქონდა. ერთმანეთს ცვლიდნენ საყვარელი ქალების სახეები, თავიანთი დამახასიათებელი საქციელებით. ძმაკაცების თკბილად ნამღერი  სიმღერები და მათ მიერ მოყოლილი ანეგდოტები. მის მოლოდინში აცრემლებული დედის სახე და დამწუხრებული, განადგურებული  მეუღლის ქვითინი. მისი ქალიშვილის გადაკისკისება და კოცნა. მამამისის მკაცრი ხმა, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ავიწყდებოდა: ,,არასოდეს დაგავიწყდეს! ამ ცხოვრებაში მთავარია გულით გიყვარდეს როდესაც გიყვარს და სულით გძულდეს როდესაც საძულველია. არასოდეს არ უღალატო ჭეშმარიტებას და ყოველთვის გახსოვდეს, რომ ამ ქვეყნად, ყველაზე დიდი სიმდიდრე და ამავე დროს ყველაზე მძიმე თვირთი, კაცური  კაცის სახელის ამაყად ტარებაა!”  უეცრად სახეები გაქრა და კაცის გონება ერთ საღამოს მომხდარ ამბავში დაბრუნდა.
      ,,მთვრალი ვარ უკვე ბიჭებო!” – თქვა კაცმა და თითქმის დაცლილი კოკიდან, ბოლო ჭიქა ჩამოასხა. პარტიული აქტივი  კაცის თანაპარტიელის დაბადების დღეს იხდიდა რესტორანში. მართალია კაცს ეს დღე დაკარგული ეგონა, მაგრამ ამ ქეიფს მაინც მოუსწრო, ზოგიერთი საქმეც გადაარჩინა. მოკლედ, რომ ვთქვათ, დღემ ურიგოდ  მაინც არ ჩაიარა. ესაა, რომ გადაჩვეულზე სასმელი სწაფად მოერია და ცოტა დაათრო. ყოველთვის კარგი ღვინის გამოგზავნა იცოდა იუბილარის მამამ. არც ამ ჯერზე შეურცხვენია თავი. ნამდვილი კახური რქაწითელი, ,,ცრემლებს,” რომ ეძახიან, აი იმ მარაგებიდან უფეშქაშათ სტუმრებს. ხო და ამ ,,პროლეტარებს” მეტი რა უნდოდათ? თვითონაც ერთი კარგად მოილხინეს და იუბილარიც  გაახარეს. ,,დროზე დავახვიე აქედან!” – გაიფიქრა კაცმა, როცა გვარიანად შემთვრალ, მდივანს მოკარა თვალი. იცოდა ლიას ლოშნა-პროშნის თავი არ ჰქონდა... ,,მოკლედ, ძმებო ყველა წმინდა დავლოცოთ, ჩვენს მოშლა არ დაშლას გაუმარჯოს!” – თქვა და ბოლო განსხვავებული სასმისი დაიმხო პირზე. ,,აბა ასე მტერი დაგეცალოთ! წავედით!“ – თქვა კაცმა და ნელ-ნელა კოცნა-კოცნით გამოემშვიდობა სუფრის წევრებს. როდესაც რიგით ლიკას გადაკოცნის ჯერი დადგა, ქალმა ყურში ჩასჩურჩულა: ,,მე შენს ბუდეში მოვფრინავ!” ,,აბა რა!” – მიუგო კაცმა დაუიქრებლად, იმიტომ რომ შეწინააღმდეგებას  აზრი არ ჰქონდა. ,,აბა, მადლობა!” – საჰაერო კოცნა ესროლა რესტორნის პერსონალს, რომლებიც სტუმრების გასაცილებლად ჩამწკრივებულიყვნენ. კაცი რის ვაივაგლახით გასასვლელისაკენ დაიძარა, ხელში ამოჩრილ, ძვირფას, მაგრამ, საკმაოდ ძნელად ტრანპორტირებად ტვირთთან ერთად.  გარეთ როცა გამოვიდა, შეეცადა ლიკა ფეხზე დაეყენებინა. ,,ეხლა კოტეს ვთხოვ და ჩემთან წაგვიყვანს” – უთხრა კაცმა ქალს, სანამ თვითონ ქალი ეტყოდა რამეს. მან ბედნიერი ღიმილით ხელი დაუქნია კაცს და თავი ჩაქინდრა. კოტიკოს თვალით ანიშნა კაცმა: ,,მოდი ჩემთანო!” ,,რამ შეგაწუხათ უფროსო?” – თვალებანთებული ელოდა ხელმძღვანელის დავალებას კოტიკო. ,,მომისმინე, ეხლა შენ ამას წაიყვან სახლში, გაიგე?!” ,,რომელ სახლში?” - გამოსცადა უფროსი ხუმრობით. ,,გინდა ამის და გინდა შენს სახლში, მოკლედ ჩემთვის სულერთია, მთავარია მე მომაცილე და შენ იცი!” – ხუმრობითვე მიუგო კაცმა. ,,რას მომჩერებიხარ ვერ გაიგე, ამის დანახვა აღარ მინდა!” – თქვა კაცმა და ერთი გვარიანად გადააფურთხა. ,,რას ამბობთ ,,ბოოს!” ამისთანა ქალზე როგორ ამბობთ უარს?! გავგიჟდით ,,ნაჩალნიკ?!” – გაკვირვებული თვალებით უყურებდა კოტიკო. ,,ვის უბედავ შენ ღლაპო! ე! თუმცა, შენ მაგას ჯერ ვერ გაიგებ. მოკლედ, შენ თუ ასე მოგწონს ეგ ,,საკროვიშჩე’, ადექი და შენთან  წაიყვანე. ხო! შენი იყოს, გჩუქნი!” – უთხრა კაცმა და კოტიკოს მოწონებული ქალის ცოცხალმკვდარი სხეული, ცოტაოდენ შერჩენილ სულთან ერთად, იმწამსვე  გადაულოცა მას. მისი გახარებული თვალები, უსაზღვრო მადლიერებას ესროდნენ კაცს. მიათრევდა მოულოდნელ გამართლებას კოტიკო და დროდადრო უკან გაცინებული იხედებოდა. ისე გავდა იმ მომენტში იმ პესონაჟს, ცნობილი ქართული ფილმიდან, რომელიც ნახტომში ამბობს ,,მე ამისაგან გავაკეთებო!” – გაიფიქრა კაცმა და ჩაეცინა. ,,ტვირთი” მიაბინავა თუ არა, უცებ დეა გაახსენდა. იქვე მდგარი ,,ტაქსი” შენიშნა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ჩასტვინა. მანქანაში სწრაფად ჩაჯდა და მძღოლს მარშრუტი მოუხაზა. ,,წავედით!” –  ბოხი ხმით ამოიროხროხა  მძღოლმა და აქსელატორს მიაჭირა. რამოდენიმე წუთში დეას ბინის სადარბაზოსთან გაჩერდა მანქანა. კაცმა თანხა მიაწოდა მძღოლს და კარები მიუჯახუნა. ისეთი მთვრალი იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა.  კიბეზე ასვლამ, ხომ  სულ მოუღო ბოლო. გასაღები ჯერ ძლივს იპოვა და მერე ძლივს შეუყარა საკეტში. კარი შეაღო, იმის იმედით, რომ  დეა გაღიმებული შეეგებებოდა, მაგრამ არსაიდან არანაირი ხმა არ ისმოდა. ოთახში ბნელოდა და სამარისებური სიჩუმე იდგა. ,,ჩიტუნა!” – ეცადა გაეგონებინა  თავისი ხმა დეასათვის.  საძინებელში შეიდა  და რას ხედას?! დეას ტკბილად არ ძინავს.  ,,მთელი დღე გძინავს?” – თკბილი ხმით მიეალერსა. დეა ნაზად შეიშმუშნა, კაცისაკენ პირი მიაბრუნა და  გაოცებულმა უთხრა: ,,ვაიმე,  შენ? როდის მოხვედი?” ,,აბა სად წავიდოდი?” – შეეკითხა კაცი ისე, თითქოს სხვა წასასვლელი მართლა არსად ჰქონოდა. დეას ლაპარაკი უჭირდა.  საერთოდ ასე უჭირს ლაპარაკი ნამძინარევს. ხელის ლოგინზე დარტყმით ანიშნა კაცს, თუ გინდა დაწექიო. ,,ეხლავე თქვენო ,,უსაყვარლესობავ!” თქვენი სიზმარი ეხლავე იქცევა ცხადად!” – ისეთი უხეირო ნათქვამი გამოუვიდა კაცს, რომ  ქალი მოტრიალდა და კარგად დააკვირდა. ,,ა! გასაგებია! აი რატომ გაგახსენდი! მე კიდევ რა სულელი ვარ, ვიფიქრე მოვენატრეთქო!  გასკდით არა  სადღაც? მეც არა ვთქვი რა სუნი მოიტანათქო? სად ბრძანდებოდი სიცოცხლევ?” ,,ხო,რა მოხდა ასეთი! კოტიკოს ,,დაბდღე” იყო და შეუბერეთ!” –  თქვა კაცმა  და გახდა დაიწყო. ,,მარტო ბიჭებმა?” – თვალები მოიფშვნიტა დეამ. ,,ხო, მარტო, მარტო! აი მეც მოვედი! გაიწი!” – გახდა დაამთავრა კაცმა  და ლოგინში შეწოლა დააპირა, რომ წინ დეას ჭრელთვალება  მზერა შეეჩეხა. ,,რას მაკვირდები? ,,ა! ,,პომადის” კვალს ეძებ არა?” ,,უფ! გეგონოს, მეტი საქმე არა მაქვს!” – თქვა ქალმა და ლოგინის კიდისაკენ გაიწია ისე, რომ მთელი ზურგი გაუშიშვლდა. კაცი  მის სხეულს მიუახლოვდა და ნაზად შეეხე მხარზე. შეხებაზე დეა შეხტა. მეორე შეხებაზე გაინაბა და დიდი სიამოვნების მოლოდინში ბალიშისაკენ გადაიხარა, რომ კაცისათვის თვალი არ გაესწორებინა. ,,იცი რა მიკვირს, რამდენი ხანი გავიდა, რაც ერთად ვართ და მაინც ვერ შემეჩვიე.” ,,რატომ გგონია ასე?” ,,რატომ და ასე მგონია კიდევ გრცხვენია ჩემი,  ეს ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ...” –  თქვა კაცმა  და ჩაფიქრდა.  ნეტა რა იყო ამაში სასიამოვნო? სიჩუმის დარღვევას არცეთი  არ აპირებდა. მერე კაცი ზურგზე გადაწვა და  მზერა ჭერს მიაბჯინა. დეა ფრთხილად მიუახლოვდა და ზემოდან დააცქერდა. თვალებით შეჭამა. მერე დაიხარა და ტუჩი ძუძუს თავს შეეახო. კაცს ტანში გააჟრჟოლა და გააკანკალა. გაიტრუნა, რაღაც უფრო მეტი სიამოვნების მოლოდინში. ,,რა დალიე ასეთი, საშინელი სუნი აგდის, ახლოს ვეღარ გეკარები!” - წყენით უთხრა ქალმა და ლოგინზე წამოჯდა. ,,მე ეხლავე მოვალ!” – უცებ მიახალა კაცს.  ,,სად მიდიხარ?” ,,კონიაკი მაქვს გადანახული. მე სულელმა შენთვის გავაცივე. ვიფიქრე მოვა და ცოტას ჩავკრავთთქო. წავალ და ცოტას ეხლა ჩავარტყამ. ასე უფრო გამიადვილდება მაგ სუნთან შეგუება.” ,,ო! რა სულელი ხარ!” – მიაძახ კაცმა.  ,,თან როგორი  საყვარელი სულელი!” – მისთვის გაიფიქრა და აბაზანაში შევიდა კბილების გამოსახეხად, ვითომ ეს უშველიდა მის გაჭივრებას. უცებ შხაპის მიღებაც მოინდომა  და ცხელი წყლის ონკანი მოუშვა.  კბილის ჯაგრისიანად შევიდა ნელ-თბილი წყლის ჭავლის ქვეშ.  სიამოვნებისაგან კედელს მიეყრდნო და თვალები დახუჭა. უეცრად სხეულზე ნაზი შეხება იგრძნო. დეა თან კოცნიდა კაცის მკერდს და თან ნელ-ნელა ტანზე იხდიდა. ,,რას აკეთებ?” –  სულელური შეკიხვა, უნებლიედ დაუსვა კაცმა. ,,უნდა გაგაუპატიურო!” – ღიმილით დაემუქრა ქალი და ძუძუს თავი თავისი პატარა თითებით მოუსრისა. ,,არა გივილო! აქ ვერ დაგნებდები, თუ გინდა შენთან ერთად ლეღვის ტოტზეც ვიცხოვრებ, ოღონდაც აქ არა!” – კაცი  ერთობ  უადგილოდ ოხუნჯობდა. ,,გაჩუმდი სულელო!” – უთხრა დეამ, როცა უკვე მთლიანად განიძარცვა ტანისამოსი და კაცის სხეულს მიეკრა. ,,ვაიმე!” –  სიხარულითა და უფრო  დიდი ბედნიერების მოლოდინით აღმოხვდა კაცს.  ,,ნუ გეშინია გივილო! არაფერს დაგიშავებ.” – დეა  ჩურჩულით ეხუმრა და დასრესილ ძუძუს თავს დაუწყო კოცნა.  კაცმა იგრძნო, როგორ გაიზარდა მისი  სხეული რამოდენიმე სანტიმეტრით. ეს სიახლე დეამ თავისი პატარა თითებით გადაამოწმა და სასიამოვნო ფაქტის აღსანიშნავათ ქვედა ტუჩზე იკბინა. კმაყოფილი, ცოტა ხნით გაინაბა. მერე კი კაცის ტუჩების ,,ოკუპირებას”  შეეცადა, ,,მიდი არ დამინდო!” – გაამხნევა  კაცმა.  კიდევ უნდოდა რაღაც ეხუმრა, მაგრამ ვეღარ შესძელო.  დეამ ენა კაცის ენას შეახო და ისე დაატრიალა, რომ კაცს ტანზე კინაღამ ბანალი გასცვივდა.  ამის ასე ყურება უკვე შეუძლებელი იყო. ,,მოდი აქ დეა!” – უთხრა კაცმა  და  მის სხეულს დაეწაფა.  ხელით შეეხო თუ არა მის ლამაზ მკერდს, იმ წუთშივე  ქალს ფეხები მოეკვეთა.  ,,რას შვები? ეხლა არ დამტოვო!” - ისევ ხუმრობით შეეცადა კაცი  ქალის  წონასწორობის აღდგენას. ,,ხო, წამოდი ლოგინში წავიდეთ, ასე  ჯობია რა!” -  უთხრა  დეამ და თავი მიადო. კაცი  გადმოვიდა აბაზანიდან და  ქალის ხელში აყვანას შეეცადა, ,,ეგრე არა!” – შეაჩერა დეამ. წელზე შემოახტა.  ირგვლივ ორივე ფეხები შემოაჭდო.  ხელები თავზე მოხვია და თვალებით დაუწყო ფერება.  ,,წავედით!” – უთხრა კაცმა  ,,ვატმანივით” და საძინებელისაკენ დაიძრა ეს ფრიად საინტერესოდ დალაგებული სხეულთა ერთობლიობა. ლოგინმა ამ რთული კომპოზიციის  ,,დანახვაზე” ერთი ,,გადაიხარხარა” და დიდზე გადაშალა თავისი ფუმფულა მკლავები. ,,რა სასწაული ხარ!” – ალალად წამოსცდა კაცს. დეას თვალზე ცრემლი ჩამოუსრიალდა. კაცმა  ვერ მოითმინა და მის დასაშრობად, თვალზე აკოცა. ,,ძაან მიყვარხარ!” – უთხრა  დეამ და ყელზე დაუბრუნა კოცნა.  კაცმა  ხელები წელს ქვემოთ შეუცურა. ცოტათი ზემოთ წამოსწია  და ქალის გადაშლილ მკერდს დაუწყო ნაზად ალერსი. დეა მთლად გადაირია და მისი სხეული დაიკლაკნა. თითქოს შეეცადა თავი დაეღწია კაცის ალერსისაგან, მაგრამ ისეთ კლანჭებში იყო მოქცეული, რომ თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. ჩუმი კვნესა, დროდადრო ხმამაღალ წამოკივლებაში გადადიოდა. კაცი  ნაზად, მაგრამ შეუჩერებლად მოძრაობდა. ისეთი ვარდისფერი სიმხურვალე მოდიოდა დეას სხეულიდან, რომ ოფლის ნაკადი ნაკადულივით ეკლაკნებოდა კაცის სხეულს. ,,მიყვარხარ!” – უთხრა კაცმა. მაგრამ მიხვდა, რომ ქალს აღარ ესმოდა. თვალდახუჭული იწვა და თავის აქეთ-იქეთ გადაქნევით, ისეთი ბედნიერებით იღებდა სიამოვნებას, რომ არაფრის თქმას აზრი აღარ ქონდა. კაცსაც მეტი რა დარჩენოდა?  დასცქეროდა ქალის  თვალდახუჭულ, ვარდისფრად ალეწილ სახეს და ცდილობდა ყველა მის მოძრაობას დეასათვის განუმეორებელი სიამოვნება მიენიჭებინა. ეს იქამდე გრძელდებოდა სანამ  ქალი სულ არ ,,მოუკვდა” და კაცს თხოვნით არ უთხრა: ,,აღარ შემიძლია, მოვკვდები, პატარა გოგო ხომ აღარ ვარ, შენ რა გაგიძლებს, რა დაუნდობელი ხარ გივილო?!” – ეხუმრა  და ოდნავ ხელის კვრით გაინთავისუფლა თავი. გვერდით გადაბრუნდა და ორიოდ წუთში მკვდარივით ჩაეძინა.  კაცი  მოტრიალდა და ,,მშიერი” შიშველი უცხოელივით წამოჯდა საწოლზე. პირი საშინლად უშრებოდა.  ენა სასას ეკვროდა. ოფლი მოიწმინდა.  საცვალი ამოიცვა და სიგარეტს მოუკიდა. ,,ვოტ ტებე ი რომანტიკა?!” –  გაიფიქრა ცოტა გულნაკლულმა კაცმა და  ძალაგამოცლილ დეას  მძინარე სხეულს გადახედა. დიდი ხანი უყურებდა.  მერე ინატრა, რომ არასოდეს ეს ადამიანი არ დაეკარგა.  ცოტახანში პირი დაიბანა.  ჩაიცვა და ქუჩაში გამოვიდა. გარეთ მცირე ქარი ამოვარდნილიყო. კაცი  ნელი ნაბიჯით  მიაბიჯებდა თავისი სახლისაკენ  და სახეზე ღიმილი დაურბოდა.  ყველაფერი უკან დატრიალებული კადრივით მოძრაობდა თავში და ისევ დეასთას გატარებულ ბედნიერ წამებთან აბრუნებდა. უეცრად ჯიბეზე მოისვა ხელი.  ცხვირსახოცი ამოიღო  და სახეზე აიფარა. დეას  სუნამოს სუნი რომელიც მის ცხვირსახოცს ასდიოდა, ღრმად ჩაისუნთქა. ცოტა ხანი  ასე თავაწეული იდგა  და მიხვდა. ,,აი რა არის თურმე ბედნიერება!”  ქარი გაძლიერდა და კაცმაც  ნაბიჯს აუჩქარა.  თბილისი დაძინებას აპირებდა. კაცს  კი ძილი არ ეკარებოდა. უბრალოდ  არ უნდოდა. იგი  ბედნიერი მიაბიჯებდა მტკვრის ბებერ სანაპიროზე და გიჟივით იღიმებოდა. ,,მიყვარხარ დეა!” – ამ სიტყვებს იმეორებდა და გრძნობდა,  თუ როგორ ძლიერ უცემდა გული.
    ,,ექიმო პულსაცია ასსამოცია! პაროქსიზმია. რას ვაკეთებთ?“  –  აღელვებული შეეკითხა ექთანი ექიმს. ,,პანიკის გარეშე. ეგ ნაგავი ეგრე ადვილად არ მოკვდება!“ – თქვა ექიმმა. ,,მომისმინე! სად ხარ გესმის ჩემი?“  –  ჩაჰყვირა მორიგე ექიმმა კაცს და ექთანს ანიშნა დამამშვიდებელის დიდი დოზა შეეყვანად ავადმყოფისათვის ვენაშიო. ,,შენი სიკვდილი ჯერ არ შეიძლება. თორემ მაგას რა უნდა? ეხლავე გაგიყენებდი ჯოჯოხეთის გზას, მაგრამ ჯერ ბევრი რამეები გაქვს სათქმელი! შენ ნაგავო!“ – გამწარებულ ექიმს, ნამდვილად წამოსცდა ის, რისი თქმაც ხმამაღლა არ შეიძლებოდა. იქ მყოფი ორივე მედდა მიხვდა, რომ თავისდაუნებურად, ძალიან ცუდი სიტუაციის მოწმენი გახდნენ და ორივემ უცებ გაიაზრეს, რომ მათ სიცოცხლესაც უკვე დიდი საფრთხე დაემუქრა. ამიტომ ერთმა მათგანმა, იმ მედდამ, რომელიც ავადმყოფის პირადი მედდა იყო, კაცისათვის გამზადებული ინექცია, უკნიდან  პირდაპირ კისერში ჩაარჭო ექიმს და პრეპარატი მთლიანად შეუშვა ორგანიზმში.  მოტრიალებულმა ექიმმა გაოცებული თვალებით შეხედა ექთანს და იატაკზე გაიშხლართა. ,,შენ დარჩი თუ გინდა. თქვი, რომ აქ არ იყავი და როდესაც შემოხვედი ოთახში, აი ეს სურათი დაგხვდა. ცოტას გაგაწვალებენ , მაგრამ შენზე ეჭვს მაინც ვერ აიღებენ. მე კი ამას გავიყვან. თხუთმეტი წუთი მომეცი და მერე გააგებინე მორიგეს. კარგი?“  – მიმართა ექთანმა მეორე ექთანს, რომელიც შეშინებული კედელს აკვროდა და ცახცახებდა. ,,მე რა? მე ისედაც არაფერი მიქნია. მე რატომ? მე...“ –  ტიროდა შეშინებული ექთანი. ,,მოიცა! ნუ პანიკობ. დაწყნარდი და როგორც გითხარი, ისე მოიქეცი. ხუთმეტი წუთი. კარგად გამიგე?!“  –  ისევ შეახსენა თავისი პირობა მედდამ და ავადმყოფის სავარძელიანად დატოვა მეცამეტე პალატა. მერე მიმღების სატვირთო ლიფტით პირველ სართულზე ჩავიდა. შემოსასვლელთან სასწრაფო დახმარების მანქანა შენიშნა. რეგისტრატურაში შეიხედა. იქ ორ მედდა რეგისტრატორს ეძინა. მეორე გასასინჯ ოთახში შეაღო კარი. იქ  სასწრაფოს ეკიპაჟი და მანქანის მძროლი სკამებზე ჩამომსხდარიყვნენ და ტკბილადთქო ვერ ვიტყვი, მაგრამ, აი ღრმად კი ეძინათ. ექთანი უკან დაბრუნდა და  კაცის სავარძელი  სასწრაფო დახმარების მანქანასთან მიაგორა. მანქანაში ფრთხილად შეიხედა, მაინც ყოველი შემთხვევისათვის. იქ არავინ არ იჯდა. მერე  ერთი თვალით გასაღებს დახედა. გასაღები თავის ბუდეში იყო ჩარჭობილი. ჯერ კაცი რის ვაი–ვაგლახით  შეეაგორა უკანა კარებიდან. შემდეგ ინვალიდის სავარძელი შეაგდო, კაბინის კარი გამოაღო  და საჭეს მიუჯდა. პირჯვარი გადაიწერა და გასაღები გადააბრუნა. მანქანა დაიქოქა. მერე ნელა დაიძრა და ორ წუთში კლინიკის ტერიტორია დატოვა. ,,ეს რა შარში გავეხვიე?!“  ––  ფიქრობდა ექთანი და თან სარკიდან უკან გზას აკვირდებოდა, მდევარი ხომ არ მომძდევსო. ,,დიდი ხანი ამ მანქანით მოძრაობა არ შეიძლება.”  –  გაიფიქრა და თავისი მეგობარი, კლასელი ბიჭის სახლისაკენ გადასახვევში შეუხვია. იცოდა, რომ იგი მარტო ცხოვრობდა და ამიტომ მასთან მისვლა ყველაზე ნაკლები რისკი იქნებოდა. ჯიბეში მობილური ტელეფონი მოიძია. ბიჭის ნომერი ამოაგდო  და უნდა დაერეკა, რომ უცებ ერთმა აზრმა გაუელვა თავში. შეიძლებოდა მისი ზარები გაეშიფრათ, ამიტომ მანქანა მისი მეგობრის სახლიდან მოშორებით გააჩერა და გზა ფეხით განაგრძო. მედდა მეგობრის სახლის ეზოში შევიდა. ირგვლივ მიმოიხედა, ძაღლი ხომ არ არის სადმეო და კარებზე დააბრახუნა. ,,რომელი ხარ?“ –  ცოტახანში მოესმა ნამძინარევი მეგობრის ხმა და კარიც გაიღო. ,, ვა! შენ?“ – გაკვირვებას ვერ მალავდა სახლის პატრონი. ,,ხო,მე ვარ. არ  შემომიშვიებ? შემომიშვი და ყველაფერს მოგიყვები. სწრაფად არავინ დაგვინახოს.“ ,,კარგი რა! რას ნერვიულობ?  შენ აქ ყველა გიცნობს. ცუდი ვინ რა უნდა იფიქროს?“ ,,ხოდა სწორედ ეგ არ მაწყობს,  ყველა რომ მიცნობს. საერთოდ არ მინდა, რომ ვინმემ დამინახოს.“ ,,ნუ მაშინებ რა! რა ხდება ასეთი? კაცი ხომ არ მოკასლი?“ ,,შემომიშვი თუ მიშვებ,  რა კარებში დამაყუდე?“ – გაბრაზებულმა გოგომ ხელისკვრით გაინთავისუფლა გზა და სახლში შევიდა.
      ოცი წუთის შემდეგ მედდამ და მისმა მეგობარმა, რის ვაი–ვაგლახით ამოაგორეს კაცი ქვაფენილიან ქუჩაზე და სახლში შეიყვანეს. ,,ფურცელი და საწერკალამი მომეცი. წამლებს ჩამოგიწერ და გეტყვი სად რამდენი და როგორი უნდა იყიდო. ეს ყველაფერი ნახევარ საათში უნდა მქონდეს. ხო მართლა ფული გააქვს? ეს არც ისე იაფი ეღირება!“ – უთხრა ექთანმა და თან მოკრძალებით გაუღიმა. მეგობარმაც ღიმილით გადააქნია თავი და უპასუხა: ,,შენ მაგაზე ნუ ფიქრობ. რამეს მოვახერხებ.“ – თქვა და მერე მეორე ოთახში შევიდა, სავარაუდოდ ფულის მოსაძიებლად. ,,მე გამოვიცვლი და ორ წუთში დავბრუნდები!“  ,,კარგი იჩქარე!“ – დაეთანხმა მედდა.
      ,,სადა ვარ?“ – იკითხა აზრზე მოსულმა კაცმა. ,,სამშვიდობოზე ხარ. აქ აღარაფერი გემუქრება.“ – ჩუმად უპასუხა მედდამ და ლოგინიდან წამოწეულ კაცს მხრებზე დააწვა. ,,დაწექით თქვენი წამოდგომა ჯერ არ შეიძლება.“ ,,აქ საიდან მოვხვდი? არაფერი არ მახსოვს. მოხდა რამე?“ – აფორიაქება დაეტყო კაცს. ,,დაწყნარდი და ყველაფერს მოგიყვები.“  –  მის დამშვიდებას ცდილობდა მედდა. ,,ვა უკვე მოვიდა აზრზე!“ – სიხარულით აღნიშნა, ხმაურზე ოთახში შემოსულმა სახლის პატრონმა. მის დანახვაზე  კაცი დაიძაბა და თვალებით შეეკითხა მედდას: ,,ეს ვინღა არისო?“ ,,დაწყნარდი ჩემი ძველი მეგობარია, ჩემი კლასელია. მეოთხე კლასიდა მეცხრეს ჩათვლით გიჟდებოდა ჩემზე. ეხლა საუკეთესო მეგობარია.არა?!“ – თავი მოიწონა მედდამ და მეგობარს  გახედა. ,,ა ბა ვონც!’ – უპასუხა გაღიმებულმა კლასელმა. ,,რა სომეხია?“ – გაიკვირვა კაცმა. ,,არა უბანია ესეთი. აქ ბევრი სომეხი, იეზიდი და კიდევ ბევრი რჯულის ხალხი ერთად ცხოვრობენ ძმებივით.“ ,,ა ვოტ ვჩომ დელო!“ – მეტი სერიოზულობის გამოსახატავად ტუჩები მოპრუწა კაცმა და მედდას ანიშნა: ,,ტუალეტში მინდა გასვლა და ცოტა მომეხმარეო.“  ,,იცი რა! ცოტა  რამეს შევჭამდი.“ – თქვა საწოლში დაბრუნებულმა კაცმა და სახლის პატრონს გახედა. ,,ისიც უცებ წამოდგა ფეხზე და საჭმელის გასამზადებლად სამზარეულოში გავიდა. თან გზად მიმავალმა გოგონას დაუძახა: ,,ყველაფერი ეჭმება თუ?“ ,,ყველი და პური საკმარისი იქნება!“ –  მიაძახა პასუხი მედდამ. ,,მომისმინე ჩემი გოგო! მე ძალიან საშიში ვარ ამათთვის!“ – უთხრა კაცმა  სალაპარაკოდ მარტოდ მოხელთებულ მედდას და საჩვენებელი თითით ზემოთ მიუთითა. ,,იცოდე დიდ შარში გაყავი თავი და მეცოდები. რა თქმაუნდა შენი დიდი მადლიერი ვარ, მაგრამ ასეთ მსხვერპლს შენგან ვერანაირად ვერ მივიღებ. ამიტომ მოდი, მე გეტყვით ვისაც უნდა დაუკავშირდეს შენი მეგობარი ბიჭი. მერე ეგ შენი მეგობარი წავა მათ მოსაყვანად. შენ არ გინდა, რომ ეგ იმფორმაცია იცოდე. იმიტომ, რომ ეხლა ადგები და წახვალ სამსახურში. მიხვალ და ყველაფერს მე დამაბრალებ. იმ ნაგავებს ეტყვი ასე: ,,იარაღი დამადო და მემუქრებოდაო. კიდევ ვიღაცეები ეხმარებოდნენთქო. მე არაფერი დამინახავსთქო. იმიტომ, რომ თვალები ამიხვიესთქო და სადღაც ტყეში დამაგდესთქო. იქიდან ძლივს ჩამოვაღწიე აქამდე ფეხითთქო. ახლომახლო რომელიმე ტყე იცი კარგად? რომ შეგეკითხონ არ უნდა შეგატყონ, რომ იტყუები.“ – კაცი ლაპარაკით დაიღალა და ლოგინზე გადაწვა. ,,ისე ყოჩაღი გოგო ყოფილხარ!’ –– გააგრძელა, როცა სული მოითქვა. ,,ბევრი შენს ადგილას შეშინდებოდა და ამდენს ვერ გააკეთებდა. ისე მუმზადებელი ადამიანი ასე ვერ მოიქცეოდა?! ძალიან საინტერესოა, სად მიიღე ასეთი მომზადება?“ ,,გაგეცინებათ და ამათთან!“ ,,ხო რა იყო? ამათთან. მთავრობის დავალებით ყველა საავადმყოფოში შექმნეს სამედიცინო ჯგუფები. ყველა ეს ჯგუფი ინსტრუქტორების მიერ იქნენ საბრძოლო პირობებისათვის  მომზადებული. ხო რაიმე გაუთვალისწინებელი, საგანგებო შემთხვევებისათვის და საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ სიტუაციაში  ჩვენ ყველამ,  ვინც მომზადება გავიარეთ, კარგად ვიცით, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. საერთოდ  მთელი ბრიგადა მზად ვართ ყველა ექსტრემალურ სიტვაციაში მოქმედებისათვის.“ – აუხსნა გოგონამ ,,რას ამბობ? აბა მადლობა პატრულს?!“ – სიცილი აუარდა კაცს. ,,ესიგი ამათ უნდა უმადლოდე ჩემს გადარჩენას?!“ –– ისივ აგრძელებდა  სიცილს კაცი. ,,ამ ბიჭს ბოლომდე ენდობი?“ – უცებ სიცილი შეწყვიტა და სერიოზული კითხვა დაუსვა მედდას კაცმა. ,,კი ვენდობი!“ – თავი დაუქნია გოგონამ. ,,უფრო სწორად, რომ ვთქვა, უფრო სანდო და კარგი ვარიანტი, მეტი უკეთესი ვერავინ მოვიფიქრე.“ – დააზუსტა თავისი პასუხი მედდამ. ,,კარგი რას ვიზამთ შენ წადი. მაშინ მე და ეს კარგი ბიჭი დაგვტოვე. რაღაცას მოვიფიქრებთ. შენ ჩვენზე ნუ ინერვიულებ. მე ასე ადვილად არ წავალ ამ ქვეყნიდან. ჯერ ამის დრო არ დამდგარა. ჯერ კიდევ ბევრი საქმე აქვს ქართველ ერს გასაკეთებელი!“ მედდამ თვალი მოჰკრა  კაცის თვალებიდან ჩამოწვეთილ ცრემლებს და გაუკვირდა. ისეთი დიდი ტკივილების დროს, რომელის მომსწრეც თვითონ იყო. კაცს ცრემლები კი არა, ერთი ვაი რა არის, ისიც კი არ წამოსცდენია. ხო და ეხლა, როდესაც მისი თვალებიდან ცრემლის ნაკადს მოჰკრა თვალი, მიხვდა, რომ ამ ადამიანისათვის სამშობლოს სიყვარულზე  მეტი ამ ქვეყნად არაფერი იყო და თვითონაც დაუსველდა თვალები. მერე ცრემლი სახელოთი მოიწმინდა და კაცს უთხრა: ,,მე მართალია იმდენი გამოცდილება არ მაქვს რაც თქვენ ჩემო ბატონო, მაგრამ მე ჩემი არჩევანი უკვე გავაკეთე და თუ ჩემი ხალხის ბედნიერება ამას მოითხოვს, მაშინ  მე მზად ვარ ვემსახურო ჩემს ხალხსა და ქვეყანას!“ – ეს სიტყვები ისე დამაჯერებლად და სიამაყით თქვა, რომ კაცმა თვალები დახუჭა და ხელით ანიშნა თავი დახარეო. გოგონა მისკენ დაიხარა. კაცმა შუბლზე აკოცა და წარმოთქვა: ,,დიდება უფალს, რომ შენისთანა შვილები არასოდეს მოაკლდება საქართველოს და მადლობა შენს მშობლებსა და ახლობლებს, იმიტომ, რომ შენ ნამდვილი ქართველი ქალი გაგზარდეს. მხოლოდ ესეც კმარა მათი არსებობის გასამართლებლად! ეხლა წადი ფურცელი აიღე. სახელებსა და მისამართს გიკარნახებ.“ გოგონა ორიოდ წუთში საწერკალამ მომარჯვებული იწერდა იმ ადგილსა და პიროვნებების ვინაობას, ვისაც კაცის დასახმარებლად უნდა შეხვედროდა მისი მეგობარი. ,,ყველაფერი გასაგებია?“  – ჰკითხა კაცმა და სთხოვა გოგონას გაემეორებინა მისთვის, ის თუ როგორ უნდა მოქცეულიყო ბიჭი. გოგონამ სხაპასხუპით ჩაარაკრაკა კაცის მიერ მოყოლილი დავალება და სახეში ჩახედა ღიმილით მას: ,,აბა შემაფასე, როგორი გოგო ვარო?!“ ,,ყოჩაღ! ყველაფერი სწორად გაიგე. ეხლა მთავარია ეგ ბიჭი არ აღევლდეს და არაფერი შეეშალოს. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შენ ისე კარგად გააგებინებ ყველაფერს, რომ არც არაფერი შეეშლება. ეხლა წადი დაისვენე. მეც დავიღალე რაღაც და ცოტას წაუძინებ. აბა შენ იცი. შენი დიდი  იმედი მაქვს ხომ იცი?!“ – უთხრა კაცმა და ხელის აქნევით ანიშნა დამტოვეო. გოგონა ოთახიდან გამოვიდა. კაცი ჭერს მისჩერებოდა და ისევ ფიქრებისა და მოგონებების ტყვედ ჩავარდნილიყო. ამ მოგონებებმა სადღაც შორს, ერთ არც თუ ისე ძველ ამბავთან დააბრუნეს კაცი....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები