ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგულა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2013


როგორ არ მიყვარდე

იმ მძიმე ჟამსაც სულ შენთან ვიყავ,
ვეღარ წავართვი თავი შენზე ფიქრს,
ჩემი სამშობლო მე შენთვის მინდა,
ხოლო სიცოცხლე, მსურს ორივესთვის.
არც საქართველო მინდა უშენოდ,
უსაქართველოდ, შენც არ მინდიხარ,
ვეღარ ვიცოცხლებ, ვიცი უგულოდ,
მაგრამ, მე მაინც ამოვიგლიჯავ.
თუმც, ამაყი ვარ და ბედნიერი,
რომ ჩვენ მიზნისკენ ერთად მივდივართ,
სულით ხორცამდე შენ ხარ ქართველი,
და სამშობლოზე მუდმივ ფიქრში ხარ.
ჩემი გულისთვის გულში ნადები
გვერდზე გადადე, თავი მიმანდე,
მეგობრის გვერდში რწფელად დადექი,
მე შენ, როგორ არ უნდა მიყვარდე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები