ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბექზა
ჟანრი: პოეზია
1 მარტი, 2013


"ჭეშმარიტი" ქართველის მონოლოგი

მე მართლმადიდებელი ვარ!
მიყვარს იესო!
მე ქართველი ვარ და საქართველო მიყვარს!
მე ყველა მიყვარს, ვისაც უყვარს იესო!
მე ყველა მიყვარს, ვისაც საქართველო უყვარს!
მე საქართველოს ვადღეგრძელებ სამ ლიტრიანი ყანწით (რადგანაც ღმერთი სამობითაა!)!

სხვები კი, გაწყდით შიმშილისაგან!
ყველა არამართლმადიდებელი – ჯოჯოხეთში!
ყველა მოღალატე – ჯოჯოხეთში!
ყველა არაქართველი გაგვწყდეს თავიდან!

რადგანაც მე საქართველო მიყვარს
და მენანება ჩინელთა ხელში;
სომხების ხელში;
თათრების ხელში;
თურქების ხელში;
რუსების ხელში (რუსებსაც უყვართ იესო, მაგრამ მათ საქართველო არ უყვართ, ჰოდა, გაწყდნენ ერთ დღეში!)
ამერიკელების ხელში (ამერიკელებსაც უყვართ იესო! ამერიკელებს, საქართველო უფრო უყვართ, ვიდრე იესო, ჰოდა, ისინიც გაწყდნენ შიმშილისაგან!).

მე მართლმადიდებელი ვარ!
მიყვარს იესო!
მე ქართველი ვარ და საქართველო მიყვარს!
მე ყველა მიყვარს, ვისაც უყვარს იესო!
მე ყველა მიყვარს, ვისაც საქართველო უყვარს!
მე საქართველოს ვადღეგრძელებ სამ ლიტრიანი ყანწით (რადგანაც ღმერთი სამობითაა!)!
მე ყველა მიყვარს
და სათნოებით ვიხუტებ გულში!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები